კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჩხეიძემ საავტორო უფლებებზე მოდავეს კუდი და სოდი მიუგზავნა?
ნინო ჩხეიძემ საავტორო უფლებებზე მოდავეს კუდი და სოდი მიუგზავნა?

ან­სამ­ბლ "ზა­რე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ცი­უ­რი მჭედ­ლი­ძე აპი­რებს, მომ­ღე­რალ ნინო ჩხე­ი­ძეს უჩივ­ლოს. მუ­სი­კო­სი ნინო ჩხე­ი­ძეს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. თუ რა მოხ­და 2011 წლის 18 ივ­ნი­სის ღა­მეს, ამის შე­სა­ხებ ცი­უ­რი მჭედ­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- კომ­პო­ზი­ტორ მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე მე და თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა შე­ვას­რუ­ლეთ სიმ­ღე­რა "ფი­როს­მა­ნი", რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბაც ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­კამ მხო­ლოდ მე და თე­მურს მოგ­ვცა. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კომ­პო­ზი­ტორ­თან მი­ვიდ­ნენ ნინო ჩხე­ი­ძე და და­ვით არჩვა­ძე და მას "ფი­როს­მა­ნის" ერთჯე­რა­დად მღე­რის უფ­ლე­ბა სთხო­ვეს ერთ-ერთი პრო­ექ­ტის­თვის, რა­ზეც ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა და­თან­ხმდა. ნინო ჩხე­ი­ძემ და დათო არჩვა­ძემ ჩა­წე­რეს სიმ­ღე­რა და ის შემ­დეგ რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმის" მუ­სი­კა­ლურ ბა­დე­ში ჩას­ვეს. რო­გორც ვიცი, ეს რა­დიო ნინო ჩხე­ი­ძეს ეკუთ­ვნის და მას არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, "ფი­როს­მა­ნი"თა­ვი­სი შეს­რუ­ლე­ბით გა­ეშ­ვა ეთერ­ში, რად­გან ეს ჩემი და თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სიმ­ღე­რაა. მე და­ვუ­რე­კე ნინო ჩხე­ი­ძეს, რო­მელ­მაც ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­წყო რა­ღა­ცე­ბის ახ­სნა, შემ­დეგ მო­ბი­ლუ­რი ვი­ღაც მა­მა­კაც­მა გა­მო­არ­თვა და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით გამ­ლან­ძღა. ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­დან ზუს­ტად ათ წუთ­ში ჩემს სახ­ლთან, რუს­თავ­ში, მო­ვიდ­ნენ სო­დი­სა და კუ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩემი ძმა და მე­უღ­ლე მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვეს და "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ყვი­რი­ლი რომ ავ­ტე­ხე, მეც ჩამ­სვეს ჯიპ­ში უც­ნობ­მა მა­მა­კა­ცებ­მა და სა­დღაც წა­მიყ­ვა­ნეს. რო­დე­საც შე­ი­ტყვეს, რომ ეს სიმ­ღე­რის გამო ხდე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. ჩემი ძმა და ქმა­რი "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში აღარ შე­უყ­ვა­ნი­ათ, რად­გან იცოდ­ნენ, რომ ამას დიდი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბო­და.

- ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი?

- სწო­რედ ეს მა­ინ­ტე­რე­სებს. რო­დე­საც სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დას­რუ­ლე­ბი­დან ათ წუთ­ში საქ­მე­ში ასე­თი დო­ნის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩა­ერ­თო, ბუ­ნებ­რი­ვია, ბრძა­ნე­ბა ზე­მო­დან იყო გა­ცე­მუ­ლი... რო­გორც ვიცი, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა, როცა ნინო ჩხე­ი­ძემ და­არ­ღვია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, მან ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლის და­უ­კი­თხა­ვად შე­ას­რუ­ლა სიმ­ღე­რა "კა­ხე­თი", ასე­ვე, და­არ­ღვია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, როცა იმ­ღე­რა "წაღ­ვე­რი და თბი­ლი­სი", თა­ნაც მა­რეხ გო­ძი­აშ­ვი­ლი სა­შინ­ლად გა­ლან­ძღა. მას უჩივ­ლეს სიმ­ღე­რის­თვის "შენს ამოს­ვლას თან მზე მოჰ­ყვა" და სა­სა­მარ­თლომ და­ა­ჯა­რი­მა.

- რა მუხ­ლით გინ­დათ საქ­მის აღ­ძვრა ჩხე­ი­ძის მი­მართ?

- მან და­არ­ღვია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ამის გამო არ ვუ­ჩივ­ლებ. მე მას იმის­თვის ვუ­ჩი­ვი, რაც 18 ივ­ნი­სის ღა­მით მოხ­და. მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ იყ­ვნენ ის პი­რე­ბი. რო­გორც ვიცი, საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის მე-100 მუხ­ლით აღიძ­ვრე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა დათო არჩვა­ძეს, მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ ამ საქ­მეს ასე არ დავ­ტო­ვებ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ამის გამო ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო. ინერ­ვი­უ­ლეს ჩემ­მა შვი­ლებ­მა, შე­უ­რა­ცხყ­ვეს ჩემი ძმა. ადრე ჩი­ვილს აზრი არ ჰქონ­და, ახლა კი ვამ­ზა­დებ სარ­ჩელს და ად­ვო­კა­ტი შე­ი­ტანს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

და­ვით არჩვა­ძე, მომ­ღე­რა­ლი: იმის გარ­და, რომ სიმ­ღე­რა "ფი­როს­მა­ნი" ჩავ­წე­რე, ამ საქ­მეს­თან სხვა შე­ხე­ბა არ მაქვს. ერთი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია. რეს­ტორ­ნის ინ­ცი­დენტზე კი ვე­რა­ფერს გე­ტყვით. რაც არ მი­ნა­ხავს, რო­გორ ვთქვა?

ინ­ტერ­ვიუ: "ნინო ჩხე­ი­ძეს კი­დევ უჩი­ვი­ან"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ნინო ჩხეიძემ საავტორო უფლებებზე მოდავეს კუდი და სოდი მიუგზავნა?

ნინო ჩხეიძემ საავტორო უფლებებზე მოდავეს კუდი და სოდი მიუგზავნა?

ანსამბლ "ზარების" ხელმძღვანელი ციური მჭედლიძე აპირებს, მომღერალ ნინო ჩხეიძეს უჩივლოს. მუსიკოსი ნინო ჩხეიძეს საავტორო უფლებების დარღვევასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თუ რა მოხდა 2011 წლის 18 ივნისის ღამეს, ამის შესახებ ციური მჭედლიძე გვესაუბრება:

- კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავის გახსნაზე მე და თემურ წიკლაურმა შევასრულეთ სიმღერა "ფიროსმანი", რომლის შესრულების უფლებაც ქალბატონმა მარიკამ მხოლოდ მე და თემურს მოგვცა. რამდენიმე თვის შემდეგ კომპოზიტორთან მივიდნენ ნინო ჩხეიძე და დავით არჩვაძე და მას "ფიროსმანის" ერთჯერადად მღერის უფლება სთხოვეს ერთ-ერთი პროექტისთვის, რაზეც ქალბატონი მარიკა დათანხმდა. ნინო ჩხეიძემ და დათო არჩვაძემ ჩაწერეს სიმღერა და ის შემდეგ რადიო "აფხაზეთის ხმის" მუსიკალურ ბადეში ჩასვეს. როგორც ვიცი, ეს რადიო ნინო ჩხეიძეს ეკუთვნის და მას არ ჰქონდა უფლება, "ფიროსმანი"თავისი შესრულებით გაეშვა ეთერში, რადგან ეს ჩემი და თემურ წიკლაურის სიმღერაა. მე დავურეკე ნინო ჩხეიძეს, რომელმაც ტელეფონზე დამიწყო რაღაცების ახსნა, შემდეგ მობილური ვიღაც მამაკაცმა გამოართვა და უშვერი სიტყვებით გამლანძღა. ამ სატელეფონო საუბრიდან ზუსტად ათ წუთში ჩემს სახლთან, რუსთავში, მოვიდნენ სოდისა და კუდის წარმომადგენლები, ჩემი ძმა და მეუღლე მანქანაში ჩაისვეს და "მოდულის" შენობაში გადაიყვანეს. ყვირილი რომ ავტეხე, მეც ჩამსვეს ჯიპში უცნობმა მამაკაცებმა და სადღაც წამიყვანეს. როდესაც შეიტყვეს, რომ ეს სიმღერის გამო ხდებოდა, ძალიან გაუკვირდათ. ჩემი ძმა და ქმარი "მოდულის" შენობაში აღარ შეუყვანიათ, რადგან იცოდნენ, რომ ამას დიდი ამბავი მოჰყვებოდა.

- ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

- სწორედ ეს მაინტერესებს. როდესაც სატელეფონო საუბრის დასრულებიდან ათ წუთში საქმეში ასეთი დონის ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთო, ბუნებრივია, ბრძანება ზემოდან იყო გაცემული... როგორც ვიცი, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ნინო ჩხეიძემ დაარღვია საავტორო უფლებები, მან ნუნუ დუღაშვილის დაუკითხავად შეასრულა სიმღერა "კახეთი", ასევე, დაარღვია საავტორო უფლებები, როცა იმღერა "წაღვერი და თბილისი", თანაც მარეხ გოძიაშვილი საშინლად გალანძღა. მას უჩივლეს სიმღერისთვის "შენს ამოსვლას თან მზე მოჰყვა" და სასამართლომ დააჯარიმა.

- რა მუხლით გინდათ საქმის აღძვრა ჩხეიძის მიმართ?

- მან დაარღვია საავტორო უფლებები, მაგრამ ამის გამო არ ვუჩივლებ. მე მას იმისთვის ვუჩივი, რაც 18 ივნისის ღამით მოხდა. მაინტერესებს, ვინ იყვნენ ის პირები. როგორც ვიცი, საქმე სისხლის სამართლის მე-100 მუხლით აღიძვრება. რაც შეეხება დათო არჩვაძეს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. ჩემმა მეუღლემ ამის გამო ინფარქტი მიიღო. ინერვიულეს ჩემმა შვილებმა, შეურაცხყვეს ჩემი ძმა. ადრე ჩივილს აზრი არ ჰქონდა, ახლა კი ვამზადებ სარჩელს და ადვოკატი შეიტანს პროკურატურაში.

დავით არჩვაძე, მომღერალი: იმის გარდა, რომ სიმღერა "ფიროსმანი" ჩავწერე, ამ საქმესთან სხვა შეხება არ მაქვს. ერთი სიმღერის შესრულება ყველას შეუძლია. რესტორნის ინციდენტზე კი ვერაფერს გეტყვით. რაც არ მინახავს, როგორ ვთქვა?

ინტერვიუ: ”ნინო ჩხეიძეს კიდევ უჩივიან”

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება