კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ჯაბუა: "კონცერტის დღეს ორგანიზატორს დაურეკეს და უთხრეს, არა, მაია ჯაბუა არ იმღერებსო!"
მაია ჯაბუა: "კონცერტის დღეს ორგანიზატორს დაურეკეს და უთხრეს, არა, მაია ჯაბუა არ იმღერებსო!"

"იმე­დია, ეს სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი არა­სო­დეს გან­მე­ორ­დე­ბა", - მე­უბ­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი მაია ჯა­ბუა, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, წლე­ბის მან­ძილ­ზე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

- იყო უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი, სა­დაც არ შე­მეძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მთე­ლი კონ­ცერ­ტი გა­სუ­ლა პირ­და­პირ ეთერ­ში და ჩემი გა­მოს­ვლა ამო­უჭ­რი­ათ. ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: მე და ჩემს გო­გო­ნას გვთხო­ვეს, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ი­მარ­თა. მათ­თან დუ­ე­ტე­ბი უნდა ჩაგ­ვე­წე­რა. ჩავ­წე­რეთ სიმ­ღე­რა ერთ-ერთ გო­გო­ნას­თან, რო­მე­ლიც დიდი გა­ჭირ­ვე­ბით ჩა­მო­ვი­და სოფ­ლი­დან. კონ­ცერ­ტის დღეს კი ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორს და­უ­რე­კეს და უთხრეს, არა, მაია ჯა­ბუა არ იმ­ღე­რებ­სო! ჩემ­თვის არ იყო ეს პირ­ვე­ლი, მაგ­რამ ის გო­გო­ნა და­ი­ჩაგ­რა. ეს ბავ­შვი არ გა­მო­იყ­ვა­ნეს სცე­ნა­ზე იმის გამო, რომ ჩემ­თან ერ­თად მღე­რო­და. ეს ტე­ლე­მა­რა­თო­ნი იყო და პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დი­ო­და. რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გა­და­უ­წყვე­ტია, არ გა­ეშ­ვათ ჩემი სიმ­ღე­რა.

- რო­დის და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, უშუ­ა­ლოდ თქვენს რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრო­ტესტს მოჰ­ყვა?

- იცით, ზუს­ტად არ მახ­სოვს. ნელ-ნელა ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. რე­კავ­დნენ, მთხოვ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამა თუ იმ კონ­ცერ­ტში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კვლავ მი­რე­კავ­დნენ, ბო­დიშს მიხ­დიდ­ნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა. ვი­ღაც აკონ­ტრო­ლებ­და ამას.

- რო­გორ უმკლავ­დე­ბო­დით იძუ­ლე­ბით პა­უ­ზას?

- კერ­ძო სა­ღა­მო­ე­ბი ტარ­დე­ბო­და, იქ ვე­რა­ვინ აუკ­რძა­ლავ­და ვინ­მეს ჩემს მიწ­ვე­ვას, ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­ძახ­დნენ ხოლ­მე. ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი, რო­მელ­თა­ნაც უკვე ყო­ფილ მთავ­რო­ბას საქ­მე არ ჰქონ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მაია ჯაბუა: "კონცერტის დღეს ორგანიზატორს დაურეკეს და უთხრეს, არა, მაია ჯაბუა არ იმღერებსო!"

მაია ჯაბუა: "კონცერტის დღეს ორგანიზატორს დაურეკეს და უთხრეს, არა, მაია ჯაბუა არ იმღერებსო!"

"იმედია, ეს საშინელი პერიოდი არასოდეს განმეორდება", - მეუბნება მომღერალი მაია ჯაბუა, რომელიც იძულებული იყო, წლების მანძილზე შემოქმედებითი პაუზა გაეკეთებინა.

- იყო უამრავი კონცერტი, სადაც არ შემეძლო მონაწილეობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მთელი კონცერტი გასულა პირდაპირ ეთერში და ჩემი გამოსვლა ამოუჭრიათ. ერთი შემთხვევა მახსენდება: მე და ჩემს გოგონას გვთხოვეს, საქველმოქმედო კონცერტში მიგვეღო მონაწილეობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად გაიმართა. მათთან დუეტები უნდა ჩაგვეწერა. ჩავწერეთ სიმღერა ერთ-ერთ გოგონასთან, რომელიც დიდი გაჭირვებით ჩამოვიდა სოფლიდან. კონცერტის დღეს კი ერთ-ერთ ორგანიზატორს დაურეკეს და უთხრეს, არა, მაია ჯაბუა არ იმღერებსო! ჩემთვის არ იყო ეს პირველი, მაგრამ ის გოგონა დაიჩაგრა. ეს ბავშვი არ გამოიყვანეს სცენაზე იმის გამო, რომ ჩემთან ერთად მღეროდა. ეს ტელემარათონი იყო და პირდაპირ ეთერში გადიოდა. როგორც შემდეგ გავიგე, ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობას გადაუწყვეტია, არ გაეშვათ ჩემი სიმღერა.

- როდის დაიწყო ეს ყველაფერი, უშუალოდ თქვენს რაიმე პოლიტიკური ხასიათის პროტესტს მოჰყვა?

- იცით, ზუსტად არ მახსოვს. ნელ-ნელა ვითარდებოდა მოვლენები. რეკავდნენ, მთხოვდნენ მონაწილეობას ამა თუ იმ კონცერტში, მოგვიანებით კი კვლავ მირეკავდნენ, ბოდიშს მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ფორმატი შეიცვალა. ვიღაც აკონტროლებდა ამას.

- როგორ უმკლავდებოდით იძულებით პაუზას?

- კერძო საღამოები ტარდებოდა, იქ ვერავინ აუკრძალავდა ვინმეს ჩემს მიწვევას, ჩემი მეგობრები მეძახდნენ ხოლმე. ისეთ ღონისძიებებზე გამოვდიოდი, რომელთანაც უკვე ყოფილ მთავრობას საქმე არ ჰქონდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება