კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მსახიობები ლეგენდარული ადამიანების როლებში
 ცნობილი მსახიობები ლეგენდარული ადამიანების როლებში

ეშ­ტონ კატ­ჩე­რი - სტივ ჯობ­სი, ლინდსი ლო­ჰა­ნი - ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რი, ნი­კოლ კიდ­მა­ნი - გრე­ის კელი... თა­ნა­მედ­რო­ვე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­მა ბევ­რი მომ­გე­ბი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა იპო­ვეს მა­ყუ­რებ­ლის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მი­სა­ზი­დად. მათ შო­რის ერთ-ერ­თია ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა და მთა­ვარ რო­ლებ­ზე ჰო­ლი­ვუ­დის აღი­ა­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის მიწ­ვე­ვა. ამ­ჯე­რად იმ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ, რომ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბაც ახლა მთავ­რდე­ბა და ამ ვარ­სკვლა­ვებს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რო­ლებ­ში სულ მალე ვი­ხი­ლავთ.

ლინდსი და ლიზი

ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა იყო ჰო­ლი­ვუ­დის კერ­პის ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­მა ნამ­დვი­ლი ბრძო­ლა გა­ა­ჩა­ღეს ეკ­რა­ნის ლე­გენ­და­რუ­ლი ვარ­სკვლა­ვის ცხოვ­რე­ბის ეკ­რა­ნი­ზე­ბის უფ­ლე­ბის­თვის. თავ­და­პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, ბო­ლოს კი ერთი დარ­ჩა - ტე­ი­ლო­რის მჩქე­ფა­რე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი. ინ­ტრი­გა იმა­საც ეხე­ბო­და, თუ ვის და­ამ­ტკი­ცებ­დნენ მთა­ვარ როლ­ზე. მე­გან ფოქსსა და ლინდსი ლო­ჰანს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი ამ უკა­ნას­კნელ­ზე შე­ჩერ­და. ლინდსის ფო­ტო­ე­ბი, ელი­ზა­ბე­ტის როლ­ში, უკვე გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნე­ტით თუ პრე­სით, შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლიც იხი­ლავს მზის შუქს.

ნი­კო­ლი და გრე­ი­სი

რე­ჟი­სორ­მა ოლი­ვიე და­ან­მა ნი­კოლ კიდ­მანს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი არ­გუ­ნა - წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და მო­ნა­კოს პრინ­ცე­სა გრე­ის კე­ლის. სხვა­თა შო­რის, ამ რე­ჟი­სორს თა­ვის დრო­ზე ასე­ვე ბი­ოგ­რა­ფი­ულ­მა ფილმმა გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი - მან ედიტ პი­ა­ფის შე­სა­ხებ გა­და­ი­ღო სუ­რა­თი "ცხოვ­რე­ბა ვარ­დის­ფერ­ში", რო­მელ­შიც მთა­ვა­რი როლი მა­რი­ონ კო­ტი­არ­მა ითა­მა­შა და ამის­თვის კი­ნოპ­რე­მი­ე­ბიც და­იმ­სა­ხუ­რა. ალ­ბათ ნი­კოლ­საც არ და­ტო­ვე­ბენ ჯილ­დოს გა­რე­შე.

ამან­და და ლინ­და

კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის მე­ტის­მე­ტი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის შე­დე­გი იყო, გახ­ლდათ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი სუ­რა­თი ცნო­ბი­ლი პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვის ლინ­და ლავ­ლე­ი­სის ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი გა­ით­ქვა მძი­მე ცხოვ­რე­ბით და მთა­ვა­რი რო­ლით ფილმში "ღრმა ხახა". სუ­რათ­ში სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი, შე­რონ სტო­უ­ნი, რო­ბერტ პატ­რი­კი, ჯე­იმს ფრან­კო თა­მა­შო­ბენ. თვით ლინ­დას როლ­ზე კი მო­სინ­ჯეს კეიტ ჰადსო­ნი, ოლი­ვია უა­ილ­დი და ამან­და სე­იფ­რი­დი. სა­ბო­ლო­ოდ სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს ან­დეს ამ თა­მა­მი სა­ხის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ეშ­ტო­ნი და სტი­ვი

ჰო­ლი­ვუდ­მა კარ­გად ის­წავ­ლა, რო­გორ მი­ი­ღოს ყვე­ლა­ზე ნაღ­ვლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის­გა­ნაც კი მო­გე­ბა: 2011 წელს კომ­პა­ნია "ეფ­ლის" და­მა­არ­სებ­ლის სტივ ჯობ­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი კვი­რაც კი არ იყო გა­სუ­ლი, რომ გავ­რცელ­და ხმე­ბი, ამე­რი­კე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ბიზ­ნე­სის ამ უდა­ვო გე­ნი­ო­სის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე ფილ­მს იღე­ბე­ნო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ხმე­ბი და­დას­ტურ­და, ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­ში კი რა ხა­ნია გავ­რცელ­და პირ­ვე­ლი კად­რე­ბი - თუ რო­გორ ასა­ხი­ე­რებს ეშ­ტონ კატ­ჩე­რი ახალ­გაზ­რდა ჯობსს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეშ­ტო­ნის შემ­თხვე­ვა­ში არ­ჩე­ვა­ნი მარ­თლაც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა - შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს მსგავ­სე­ბა ახალ­გაზ­რდა სტივ ჯობსსა და ეშ­ტონს შო­რის.

ნა­ო­მი და და­ი­ა­ნა

ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ვი­წყოთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სულ მალე დამ­თავ­რდე­ბა - ნა­ო­მი უოტსმა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ი­თა­ვი­სა პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას როლი. პრე­სა აქ­ტი­უ­რად წერ­და მათი გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბის შე­სა­ხებ, ნა­ო­მი კი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ქა­ლი­ვით და­ი­წყო ჩაც­მა და მოქ­ცე­ვა. ნა­ო­მი­საც და­უ­ფას­დე­ბა ალ­ბათ ნა­მუ­შე­ვა­რი - ფილ­მი ერთ-ერთი პრე­ტენ­დენ­ტი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ცნობილი მსახიობები ლეგენდარული ადამიანების როლებში

 ცნობილი მსახიობები ლეგენდარული ადამიანების როლებში

ეშტონ კატჩერი - სტივ ჯობსი, ლინდსი ლოჰანი - ელიზაბეტ ტეილორი, ნიკოლ კიდმანი - გრეის კელი... თანამედროვე კინემატოგრაფისტებმა ბევრი მომგებიანი საშუალება იპოვეს მაყურებლის კინოთეატრებში მისაზიდად. მათ შორის ერთ-ერთია ლეგენდარული ადამიანების შესახებ ფილმების გადაღება და მთავარ როლებზე ჰოლივუდის აღიარებული ვარსკვლავების მიწვევა. ამჯერად იმ პროექტების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებზე მუშაობაც ახლა მთავრდება და ამ ვარსკვლავებს ცნობილი ადამიანების როლებში სულ მალე ვიხილავთ.

ლინდსი და ლიზი

ანალოგიური შემთხვევა იყო ჰოლივუდის კერპის ელიზაბეტ ტეილორის გარდაცვალების შემდეგ. კინემატოგრაფისტებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს ეკრანის ლეგენდარული ვარსკვლავის ცხოვრების ეკრანიზების უფლებისთვის. თავდაპირველად რამდენიმე პროექტზე ლაპარაკობდნენ, ბოლოს კი ერთი დარჩა - ტეილორის მჩქეფარე პირადი ცხოვრების ამსახველი. ინტრიგა იმასაც ეხებოდა, თუ ვის დაამტკიცებდნენ მთავარ როლზე. მეგან ფოქსსა და ლინდსი ლოჰანს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა. ლინდსის ფოტოები, ელიზაბეტის როლში, უკვე გავრცელდა ინტერნეტით თუ პრესით, შემოდგომის ბოლოს კი სატელევიზიო სერიალიც იხილავს მზის შუქს.

ნიკოლი და გრეისი

რეჟისორმა ოლივიე დაანმა ნიკოლ კიდმანს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი არგუნა - წარსულში ცნობილი მსახიობისა და მონაკოს პრინცესა გრეის კელის. სხვათა შორის, ამ რეჟისორს თავის დროზე ასევე ბიოგრაფიულმა ფილმმა გაუთქვა სახელი - მან ედიტ პიაფის შესახებ გადაიღო სურათი "ცხოვრება ვარდისფერში", რომელშიც მთავარი როლი მარიონ კოტიარმა ითამაშა და ამისთვის კინოპრემიებიც დაიმსახურა. ალბათ ნიკოლსაც არ დატოვებენ ჯილდოს გარეშე.

ამანდა და ლინდა

კიდევ ერთი ხმაურიანი პროექტი, რომელიც ვიღაცის მეტისმეტი ორიგინალურობის შედეგი იყო, გახლდათ ბიოგრაფიული სურათი ცნობილი პორნოვარსკვლავის ლინდა ლავლეისის ცხოვრებაზე, რომელმაც სახელი გაითქვა მძიმე ცხოვრებით და მთავარი როლით ფილმში "ღრმა ხახა". სურათში სარა ჯესიკა პარკერი, შერონ სტოუნი, რობერტ პატრიკი, ჯეიმს ფრანკო თამაშობენ. თვით ლინდას როლზე კი მოსინჯეს კეიტ ჰადსონი, ოლივია უაილდი და ამანდა სეიფრიდი. საბოლოოდ სწორედ ამ უკანასკნელს ანდეს ამ თამამი სახის განხორციელება.

ეშტონი და სტივი

ჰოლივუდმა კარგად ისწავლა, როგორ მიიღოს ყველაზე ნაღვლიანი მოვლენებისგანაც კი მოგება: 2011 წელს კომპანია "ეფლის" დამაარსებლის სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ გავრცელდა ხმები, ამერიკელი პროდიუსერები მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესის ამ უდავო გენიოსის ბიოგრაფიაზე ფილმს იღებენო. მოგვიანებით ეს ხმები დადასტურდა, ფილმის გადაღებები უკვე დასასრულს უახლოვდება, ინტერნეტში კი რა ხანია გავრცელდა პირველი კადრები - თუ როგორ ასახიერებს ეშტონ კატჩერი ახალგაზრდა ჯობსს. აღსანიშნავია, რომ ეშტონის შემთხვევაში არჩევანი მართლაც უალტერნატივოა - შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მსგავსება ახალგაზრდა სტივ ჯობსსა და ეშტონს შორის.

ნაომი და დაიანა

ასევე არ შეიძლება დავივიწყოთ პროექტი, რომელიც სულ მალე დამთავრდება - ნაომი უოტსმა შესანიშნავად გაითავისა პრინცესა დაიანას როლი. პრესა აქტიურად წერდა მათი გარეგნული მსგავსების შესახებ, ნაომი კი ირწმუნებოდა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ამ ლეგენდარული ქალივით დაიწყო ჩაცმა და მოქცევა. ნაომისაც დაუფასდება ალბათ ნამუშევარი - ფილმი ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება მსოფლიოს წამყვან კინოდაჯილდოებებზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება