საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო. სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები 20 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ფასებზე დაკვირვებას ფასების 19 რეგისტრატორი განახორციელებს საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. ფასები შეგროვდება დაახლოებით 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
კვლევის მიზანი 2012 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9