უმცირესობა პარლამენტსა და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. ქუთაისში დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი დაბრუნდა, რომელიც ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
მელიქიშვილის თქმით, "შანტაჟისა და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ცხოვრებას აგრძელებს".
"იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო თბილისში ყოფნა, სადაც შემოტევა ხორციელდებოდა, ჩვენც ვიყავით იქ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება, ჩვენ პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებას მაინც ვაგრძელებთ", - აცხადებს მელიქიშვილი.