პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გაჩეჩილაძე - მამაკაცი, რომ მომეწონოს, ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს
ნინო გაჩეჩილაძე - მამაკაცი, რომ მომეწონოს, ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს

"ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, თავ­ნე­ბა და ფი­ცხია. მოს­წონს ფლირ­ტი; სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა წამ­ში შე­უძ­ლია. სხვის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რი აქვს. ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და მიღ­წე­ვა მო­მენ­ტა­ლუ­რად სურს და ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც კი ხა­სი­ათს უფუ­ჭებს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­ი­მუ­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ვერძს. რაში ეთან­ხმე­ბა მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ას­ტრო­ლო­გებს და რაში - არა, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ. გარ­და ამი­სა, ნინო ახა­ლი ფილ­მის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" შე­სა­ხე­ბაც გვე­ლა­პა­რა­კა, რომ­ლის გა­და­ღე­ბა­საც "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყებს.

- პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი შედ­გე­ნი­ლი გაქვს?

- არა. ამის სურ­ვი­ლი მქონ­და, მაგ­რამ არ მო­ვინ­დო­მე. ჩემი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­კი­თხუ­ლი მაქვს.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, - ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვაო...

- ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს; ზოგ­ჯერ ჩემი ხა­სი­ა­თის თა­ვა­დაც მე­ში­ნია. რა­ტომ? - ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ნიშ­ნავს, არას­ტა­ბი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი კი სან­დო არ არის. ბოლო დროს ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და მგო­ნი, სტა­ბი­ლურ ადა­მი­ა­ნად ვყა­ლიბ­დე­ბი. ხა­სი­ა­თის ცვა­ლე­ბა­დო­ბა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში უფრო მე­ტად მა­ხა­სი­ა­თებ­და. ძა­ლი­ან იმ­პულ­სუ­რი ვარ. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც და­უ­ფიქ­რებ­ლად ვთქვა და ადა­მი­ანს გული ვატ­კი­ნო. ჩემი იმ­პულ­სუ­რო­ბის გამო ბო­დი­შიც მო­მიხ­დია. ბოლო დროს ვცდი­ლობ, უმე­ტე­სად პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე ვიყო. სი­ცო­ცხლე ხომ უფ­ლის დიდი სა­ჩუ­ქა­რია და მინ­და, ისე ვი­ცხოვ­რო, რომ ყო­ვე­ლი დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნო... მარ­თა­ლია, დღეს გა­და­ღე­ბა უნდა გვქო­ნო­და და გა­და­ი­დო, მაგ­რამ ერთი კარ­გი საქ­მე მა­ინც გა­ვა­კე­თე - ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­თან­ხმდი.

- "ჭკვი­ა­ნი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია".

- გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ბავ­შვო­ბა­ში ვი­ყა­ვი - თო­ჯი­ნებს ვკე­რავ­დი, რომ­ლებ­საც მერე შრო­მის კა­ბი­ნეტ­ში კი­დებ­დნენ. მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ვარ თუ არა? - ამა­ში ცოტა არ იყოს, ეჭვი მე­პა­რე­ბა.

- "მას ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა და მიღ­წე­ვა მო­მენ­ტა­ლუ­რად სურს და ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც კი ხა­სი­ათს უფუ­ჭებს".

- პრობ­ლე­მე­ბი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი მთრგუ­ნავს. ვცდი­ლობ, ყვე­ლა ბა­რი­ე­რი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­დავ­ლა­ხო. თუმ­ცა, ეს რო­გორ გა­მომ­დის, არ ვიცი.

- "ბევ­რი მათ­გა­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბი­თა და ყოყ­მა­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა".

- როცა საქ­მე რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს ეხე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­ჭირს. მირ­ჩევ­ნია დავ­ფიქ­რდე, ყვე­ლა­ფე­რი ავ­წონ-დავ­წო­ნო. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც ასე ვარ, ბევ­რს ვფიქ­რობ.

- ზოგ­ჯერ ბევ­რი ფიქ­რიც ცუ­დია...

- გე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რაც უფრო ფრთხი­ლად იქ­ნე­ბი და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბას გა­მო­ი­ჩენ, მით უკე­თე­სია. ეს არის სა­კი­თხი, რა­მაც ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­ა­ბედ­ნი­ე­როს ან პი­რი­ქით - გა­ა­უ­ბე­დუ­როს.

- დღეს შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რიც არ ხდე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ჩემი გმი­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სი­ახ­ლეა...

- რო­გო­რი უნდა იყოს მა­მა­კა­ცი, რომ მო­გე­წო­ნოს?

- ჩემ­ნა­ი­რი უნდა იყოს; ერ­თმა­ნეთს უნდა ვგავ­დეთ, ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა გვქონ­დეს. ურ­წმუ­ნო, გა­უ­ნათ­ლე­ბელ ადა­მი­ან­თან სა­ერ­თო ენას ვე­რას­დროს გა­მოვ­ნა­ხავ. კი­დევ, მა­მა­კაცს ბევ­რი კრი­ტე­რი­უ­მით ვა­ფა­სებ. ამ სა­კითხს შე­იძ­ლე­ბა ცოტა მკაც­რად ვუდ­გე­ბი, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად არ შე­მიძ­ლია.

- შენი ხა­სი­ა­თით ბი­ჭებს ხომ არ აფრ­თხობ?

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი თუ არის, არ დაფრ­თხე­ბა. არ მეს­მის, ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბის მა­მა­კა­ცებს რა­ტომ ეში­ნი­ათ?

- ჭკვი­ან მა­მა­კა­ცებს არ ეში­ნი­ათ!

- ჰოდა, ზუს­ტად ასე­თი ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბა (იღი­მის).

- "ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, თავ­ნე­ბა და ფეთ­ქე­ბა­დია".

- თავ­ნე­ბო­ბა ცოტა თავ­ხე­დო­ბა­საც ნიშ­ნავს. თავ­ხე­დი - არა, უფრო - თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. ცოტა სი­ჯი­უ­ტეც მა­ხა­სი­ა­თებს. ფეთ­ქე­ბა­დი გახ­ლა­ვართ, რა­საც ვნა­ნობ. ვცდი­ლობ, დას­კვნე­ბი ცხელ გულ­ზე არ გა­ვა­კე­თო, არ ვი­მოქ­მე­დო. ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც აქამ­დე ვი­ლა­პა­რა­კეთ, ბავ­შვო­ბა­ში უფრო მე­ტად მქონ­და. ახლა მგო­ნი, დავ­ბრძენ­დი და იმის გა­მოს­წო­რე­ბას ვცდი­ლობ, რაც ჩემ­ში არ მომ­წონს.

- "არ იცის წყე­ნის გულ­ში ჩა­დე­ბა..."

- მარ­თა­ლია!

- "ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა უყ­ვარს".

- ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ვარ, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი სულ მა­ინ­ტე­რე­სებს. თუმ­ცა, სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ცხვირს არას­დროს ვყოფ, არ ვჭო­რა­ობ.

- შენ­ზე ჭო­რე­ბი გა­გი­გო­ნია?

- ჩემ­ზე - ნაკ­ლე­ბად, ჩემს დაზე, თა­კო­ზე კი ბევ­რი ჭორი მსმე­ნია. მას პა­ტი­ე­ბის უნა­რი აქვს და შე­უძ­ლია იმ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ჭო­რებს უვრცე­ლებს, ურ­თი­ერ­თო­ბა გა­აგ­რძე­ლოს, ეს კი ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია; ასეთ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვიც მო­ვი­ტყუო და ისიც მო­ვა­ტყუო... შენ ჩემ­ზე ჭო­რე­ბი გსმე­ნია?

- მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილ­თან და­გა­წყვი­ლეს.

- ეგ ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბუ­ლი ჭორი იყო; უნ­დო­დათ, სე­რი­ალ­ში მეტი ინ­ტრი­გა შე­ე­ტა­ნათ. ამა­ზე მეც და ლე­ვან­მაც ბევ­რი ვი­ცი­ნეთ.

- მში­შა­რა ხარ?

- გა­უ­ბე­და­ვი უფრო ვარ, ვიდ­რე - მში­შა­რა. რის­კზე წას­ვლა მი­ჭირს.

- "ის წარ­მა­ტე­ბუ­ლია თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის გამო".

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხო­ლოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის გამო არ ვარ. წარ­მა­ტე­ბა დიდი შრო­მის გა­რე­შე არ მო­დის. როცა რა­მის კე­თე­ბის უნა­რი გაქვს, ცოტა ამ­ბი­ცი­აც გიჩ­ნდე­ბა. ისე, ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცია ცუდი არ არის.

- "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერ­თგუ­ლია და ყვე­ლა დე­ტალს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა".

- ნამ­დვი­ლად ასეა! ყვე­ლა დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ციო, მაგ­რამ რა ვქნა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი მგრძნო­ბი­ა­რე ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

- "საქ­მეს ალ­ღოს ად­ვი­ლად უღებს. შე­უძ­ლია ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ა­კე­თოს ის, რის გა­კე­თე­ბა­საც სხვე­ბი მთელ სა­ათს ან­დო­მე­ბენ".

- გან­წყო­ბას გა­აჩ­ნია, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, საქ­მე 15 წუთ­შიც მო­ვაგ­ვა­რო.

- "იმა­ვე წარ­მა­ტე­ბით ხარ­ჯავს ფულს, რო­გორც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს".

- რომ გი­თხრა, - იმ­ხე­ლა ხელ­ფა­სი მაქვს, რომ აღარ ვიცი, სად ან რო­გორ დავ­ხა­ჯო-მეთ­ქი, - მო­გა­ტყუ­ებ. ჩემი შე­მო­სავ­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი თან­ხის და­ზოგ­ვა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ.

- "არც ერთ სხვა ნი­შანს არ შე­უძ­ლია ხალ­ხთან ისე მარ­ტი­ვად კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გორც მა­ი­მუნს. მას შე­უძ­ლია გა­გა­ცი­ნოს მა­შინ, როცა ტი­რი­ლის გან­წყო­ბა­ზე ხარ".

- ხალ­ხთან კო­მუ­ნი­კა­ცია არას­დროს მი­ჭირ­და. ვიცი, ვის რო­გორ უნდა მი­ვუდ­გე, რომ მის­თვის ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. ვა­ღი­ა­რებ, ეს ჩემი უპი­რა­ტე­სო­ბაა.

- "მოს­წონს ფლირ­ტი და მარ­ტი­ვად იქ­ცევს სხვის ყუ­რა­დღე­ბას. სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა წამ­ში შე­უძ­ლია".

- კი, ასეა (იცი­ნის)!

- შენს ქა­ლურ ხრი­კებ­ზე რა იტყვი?

- რა­ტომ­ღაც, ქალი ეშ­მა­კო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. მე თუ მკი­თხავ, ყვე­ლა ქალ­მა უნდა იცო­დეს, თუ რო­გორ მო­ა­წო­ნოს მა­მა­კაცს თავი; ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სი ხრი­კე­ბი, მაგ­რამ ამ ხრი­კებ­ში უნდა იდოს დიპ­ლო­მა­ტია.

- "ის კარ­გად ახერ­ხებს გრძნო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას".

- ამ შემ­თხვე­ვა­ში ას­ტრო­ლო­გებს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი: სხვი­სი გრძნო­ბე­ბით არას­დროს მი­თა­მა­შია!

- "მა­ი­მუ­ნი პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებს გო­ნე­ბით აფა­სებს და არა - გუ­ლით".

- ეგ­რეა. თუმ­ცა, ვერც იმას ვი­ტყვი, რომ ასეთ დროს გუ­ლის კარ­ნა­ხის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ხდე­ბა. მა­მა­კა­ცის ჯი­ბის სის­ქე ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის. მთა­ვა­რია, იყო შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი, გქონ­დეს ინ­ტე­რე­სი, შე­გეძ­ლოს გა­მო­ი­მუ­შაო და წარ­მა­ტე­ბას ყო­ველ­თვის მი­აღ­წევ. ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ადა­მი­ან­თან თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დე, ერ­თმა­ნეთს პა­ტივს ვცემ­დეთ, ინ­ტე­რე­სებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დეთ. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­უ­ხე­შე არ მიყ­ვარს.

- გქო­ნია თუ არა შემ­თხვე­ვა, როცა მხო­ლოდ გუ­ლის კარ­ნა­ხით იმოქ­მე­დე და არა - გო­ნე­ბის?

- მქო­ნია და მი­ნა­ნია!

- შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის გე­ში­ნია?

- ძა­ლი­ან! წა­გე­ბას ვერ ვი­ტან.

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხარ?

- ვარ. ჩემი მი­ზა­ნია, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვა­კე­თო. კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მომ­წონს გა­მო­ნათ­ქვა­მი: მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს "სა­შუ­ა­ლე­ბა" ბინ­ძუ­რი არ უნდა იყოს; ბინ­ძუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მიღ­წე­ულ მი­ზანს ფასი ეკარ­გე­ბა.

- "მისი ინ­ტუ­ი­ცია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბამ­დე მი­დის".

- კარ­გა ხანს მე­გო­ნა, რომ ცუდი ინ­ტუ­ი­ცია მქონ­და, მაგ­რამ თურ­მე, ვცდე­ბო­დი; ბოლო დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს გრძნო­ბა ძა­ლი­ან კარ­გად მაქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

- "ბევ­რის­თვის მისი პი­როვ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა".

- ერ­თფე­რო­ვა­ნი არ ვარ და იმი­ტომ! ვფიქ­რობ, ეს ცუდი არ არის.

- "სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს და შე­ხე­დუ­ლე­ბებს სხვებს გულ­ღი­ად არას­დროს უზი­ა­რებს".

- მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს ვუ­ზი­ა­რებ.

- "სხვის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რი აქვს".

- ვა­ი­მე!!! ეს სი­ტყვე­ბი ზუს­ტად ჩემ­ზეა ნათ­ქვა­მი... როცა შენ გარ­შე­მო ბევ­რი ოჯა­ხი ინ­გრე­ვა და იხ­სე­ნებ, ეს ოჯა­ხე­ბი რო­გორ შე­იქ­მნა, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ცდი­ლობ, სხვე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. მინ­და თუ არ მინ­და, ეს ჩემს ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ილე­ქე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, ცუდ გავ­ლე­ნა­საც ახ­დენს.

- "მის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­თავ­რეს როლს უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა და პარტნი­ო­რი თა­მა­შო­ბენ".

- ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ვფიქ­რობ, რჩე­უ­ლი მე­გობ­რე­ბის სა­ხით კარ­გი გა­რე­მოც­ვა მყავს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­და­ღე­ბი­სას და­ვუ­მე­გობ­რდი. არ მინ­და, ჩვე­ნი დიდი "ოჯა­ხი" და­ი­შა­ლოს.

- შენი გმი­რის, კა­ტოს ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- მას ერთი აბე­ზა­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, რო­მელ­საც თა­ვი­დან მალე მო­ი­შო­რებს... მოს­წონს მე­ზო­ბე­ლი ბიჭი, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბას აა­წყობს და მო­მა­ვალ­ში რა­ღაც ამ­ბე­ბიც გან­ვი­თარ­დე­ბა...

- ამ­ბო­ბენ, - ფილ­მის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­და­ღე­ბა უნდა და­ი­წყო­სო. ეს სი­მარ­თლეა?

- დიახ. "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი" გა­და­ღე­ბებს სა­ვა­რა­უ­დოდ, 1 თვე­ში და­ი­წყებს. უნ­დათ, რომ ფილ­მი სა­ა­ხალ­წლოდ უჩ­ვე­ნონ მა­ყუ­რე­ბელს.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ!

- რა, ას­ტრო­ლო­გე­ბი ჩემ­ზე სხვას არა­ფერს ამ­ბო­ბენ? მინ­დო­და, ეს ინ­ტერ­ვიუ კი­დევ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ნინო გაჩეჩილაძე - მამაკაცი, რომ მომეწონოს, ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს

ნინო გაჩეჩილაძე - მამაკაცი, რომ მომეწონოს, ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს

"ტემპერამენტიანი, თავნება და ფიცხია. მოსწონს ფლირტი; სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია. სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს. ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ვერძს. რაში ეთანხმება მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ასტროლოგებს და რაში - არა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. გარდა ამისა, ნინო ახალი ფილმის - "ჩემი ცოლის დაქალები" შესახებაც გველაპარაკა, რომლის გადაღებასაც "ფორმულა კრეატივი" რამდენიმე დღეში დაიწყებს.

- პირადი ჰოროსკოპი შედგენილი გაქვს?

- არა. ამის სურვილი მქონდა, მაგრამ არ მოვინდომე. ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს.

- ასტროლოგები ამბობენ, - ცვალებადი ხასიათით გამოირჩევაო...

- ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს; ზოგჯერ ჩემი ხასიათის თავადაც მეშინია. რატომ? - ცვალებადი ხასიათი არასტაბილურობას ნიშნავს, არასტაბილური ადამიანი კი სანდო არ არის. ბოლო დროს ბევრი რამ ვისწავლე და მგონი, სტაბილურ ადამიანად ვყალიბდები. ხასიათის ცვალებადობა თინეიჯერობის წლებში უფრო მეტად მახასიათებდა. ძალიან იმპულსური ვარ. შეიძლება რაღაც დაუფიქრებლად ვთქვა და ადამიანს გული ვატკინო. ჩემი იმპულსურობის გამო ბოდიშიც მომიხდია. ბოლო დროს ვცდილობ, უმეტესად პოზიტიურ განწყობაზე ვიყო. სიცოცხლე ხომ უფლის დიდი საჩუქარია და მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ ყოველი დღე მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო... მართალია, დღეს გადაღება უნდა გვქონოდა და გადაიდო, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც გავაკეთე - ინტერვიუზე დაგთანხმდი.

- "ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია".

- გამომგონებელი ბავშვობაში ვიყავი - თოჯინებს ვკერავდი, რომლებსაც მერე შრომის კაბინეტში კიდებდნენ. მოხერხებული და ჭკვიანი ვარ თუ არა? - ამაში ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- პრობლემები და წინააღმდეგობები მთრგუნავს. ვცდილობ, ყველა ბარიერი უმტკივნეულოდ გადავლახო. თუმცა, ეს როგორ გამომდის, არ ვიცი.

- "ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- როცა საქმე რაიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. მირჩევნია დავფიქრდე, ყველაფერი ავწონ-დავწონო. პირად ცხოვრებაშიც ასე ვარ, ბევრს ვფიქრობ.

- ზოგჯერ ბევრი ფიქრიც ცუდია...

- გეთანხმები, მაგრამ პირად ცხოვრებაში რაც უფრო ფრთხილად იქნები და წინდახედულებას გამოიჩენ, მით უკეთესია. ეს არის საკითხი, რამაც ადამიანი შეიძლება ძალიან გააბედნიეროს ან პირიქით - გააუბედუროს.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- სამწუხაროდ, არაფერიც არ ხდება. სამაგიეროდ, ჩემი გმირის პირად ცხოვრებაში ბევრი სიახლეა...

- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ მოგეწონოს?

- ჩემნაირი უნდა იყოს; ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, ერთნაირი გემოვნება გვქონდეს. ურწმუნო, გაუნათლებელ ადამიანთან საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავ. კიდევ, მამაკაცს ბევრი კრიტერიუმით ვაფასებ. ამ საკითხს შეიძლება ცოტა მკაცრად ვუდგები, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.

- შენი ხასიათით ბიჭებს ხომ არ აფრთხობ?

- შეიძლება, მაგრამ ნამდვილი მამაკაცი თუ არის, არ დაფრთხება. არ მესმის, ჭკვიანი ქალების მამაკაცებს რატომ ეშინიათ?

- ჭკვიან მამაკაცებს არ ეშინიათ!

- ჰოდა, ზუსტად ასეთი ადამიანი მჭირდება (იღიმის).

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- თავნებობა ცოტა თავხედობასაც ნიშნავს. თავხედი - არა, უფრო - თავშეკავებული ვარ. ცოტა სიჯიუტეც მახასიათებს. ფეთქებადი გახლავართ, რასაც ვნანობ. ვცდილობ, დასკვნები ცხელ გულზე არ გავაკეთო, არ ვიმოქმედო. ყველაფერი, რაზეც აქამდე ვილაპარაკეთ, ბავშვობაში უფრო მეტად მქონდა. ახლა მგონი, დავბრძენდი და იმის გამოსწორებას ვცდილობ, რაც ჩემში არ მომწონს.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება..."

- მართალია!

- "ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ცნობისმოყვარე ჩემს პროფესიაში ვარ, ხელოვნებაში სიახლეები სულ მაინტერესებს. თუმცა, სხვის ცხოვრებაში ცხვირს არასდროს ვყოფ, არ ვჭორაობ.

- შენზე ჭორები გაგიგონია?

- ჩემზე - ნაკლებად, ჩემს დაზე, თაკოზე კი ბევრი ჭორი მსმენია. მას პატიების უნარი აქვს და შეუძლია იმ ადამიანთან, რომელიც ჭორებს უვრცელებს, ურთიერთობა გააგრძელოს, ეს კი ჩემთვის წარმოუდგენელია; ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავიც მოვიტყუო და ისიც მოვატყუო... შენ ჩემზე ჭორები გსმენია?

- მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: ლევან ჯიბღაშვილთან დაგაწყვილეს.

- ეგ ხელოვნურად აგორებული ჭორი იყო; უნდოდათ, სერიალში მეტი ინტრიგა შეეტანათ. ამაზე მეც და ლევანმაც ბევრი ვიცინეთ.

- მშიშარა ხარ?

- გაუბედავი უფრო ვარ, ვიდრე - მშიშარა. რისკზე წასვლა მიჭირს.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- წარმატებული მხოლოდ ამბიციური ბუნების გამო არ ვარ. წარმატება დიდი შრომის გარეშე არ მოდის. როცა რამის კეთების უნარი გაქვს, ცოტა ამბიციაც გიჩნდება. ისე, ჯანსაღი ამბიცია ცუდი არ არის.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ნამდვილად ასეა! ყველა დეტალს ყურადღება არ უნდა მიაქციო, მაგრამ რა ვქნა, ეს ყველაფერი ჩემი მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარეობს.

- "საქმეს ალღოს ადვილად უღებს. შეუძლია ნახევარ საათში გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც სხვები მთელ საათს ანდომებენ".

- განწყობას გააჩნია, თორემ შეიძლება, საქმე 15 წუთშიც მოვაგვარო.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- რომ გითხრა, - იმხელა ხელფასი მაქვს, რომ აღარ ვიცი, სად ან როგორ დავხაჯო-მეთქი, - მოგატყუებ. ჩემი შემოსავლიდან გარკვეული თანხის დაზოგვა შეიძლება, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს მაშინ, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- ხალხთან კომუნიკაცია არასდროს მიჭირდა. ვიცი, ვის როგორ უნდა მივუდგე, რომ მისთვის ჩემთან ურთიერთობა სასიამოვნო იყოს. ვაღიარებ, ეს ჩემი უპირატესობაა.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- კი, ასეა (იცინის)!

- შენს ქალურ ხრიკებზე რა იტყვი?

- რატომღაც, ქალი ეშმაკობასთან ასოცირდება. მე თუ მკითხავ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მოაწონოს მამაკაცს თავი; ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ხრიკები, მაგრამ ამ ხრიკებში უნდა იდოს დიპლომატია.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები: სხვისი გრძნობებით არასდროს მითამაშია!

- "მაიმუნი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ამბებს გონებით აფასებს და არა - გულით".

- ეგრეა. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ასეთ დროს გულის კარნახის უგულებელყოფა ხდება. მამაკაცის ჯიბის სისქე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, იყო შრომისუნარიანი, გქონდეს ინტერესი, შეგეძლოს გამოიმუშაო და წარმატებას ყოველთვის მიაღწევ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ადამიანთან თავს კომფორტულად ვგრძნობდე, ერთმანეთს პატივს ვცემდეთ, ინტერესებს ვითვალისწინებდეთ. ურთიერთობაში სიუხეშე არ მიყვარს.

- გქონია თუ არა შემთხვევა, როცა მხოლოდ გულის კარნახით იმოქმედე და არა - გონების?

- მქონია და მინანია!

- შეცდომების დაშვების გეშინია?

- ძალიან! წაგებას ვერ ვიტან.

- მიზანდასახული ხარ?

- ვარ. ჩემი მიზანია, საყვარელი საქმე ვაკეთო. კატეგორიულად არ მომწონს გამონათქვამი: მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს "საშუალება" ბინძური არ უნდა იყოს; ბინძური საშუალებით მიღწეულ მიზანს ფასი ეკარგება.

- "მისი ინტუიცია წინასწარმეტყველებამდე მიდის".

- კარგა ხანს მეგონა, რომ ცუდი ინტუიცია მქონდა, მაგრამ თურმე, ვცდებოდი; ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ეს გრძნობა ძალიან კარგად მაქვს განვითარებული.

- "ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე გამოცანად რჩება".

- ერთფეროვანი არ ვარ და იმიტომ! ვფიქრობ, ეს ცუდი არ არის.

- "საკუთარ მოსაზრებებს და შეხედულებებს სხვებს გულღიად არასდროს უზიარებს".

- მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ვუზიარებ.

- "სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს".

- ვაიმე!!! ეს სიტყვები ზუსტად ჩემზეა ნათქვამი... როცა შენ გარშემო ბევრი ოჯახი ინგრევა და იხსენებ, ეს ოჯახები როგორ შეიქმნა, ძალაუნებურად ცდილობ, სხვების მიერ დაშვებული შეცდომები გაითვალისწინო. მინდა თუ არ მინდა, ეს ჩემს ქვეცნობიერში ილექება და შეიძლება, ცუდ გავლენასაც ახდენს.

- "მის ცხოვრებაში უმთავრეს როლს უახლოესი გარემოცვა და პარტნიორი თამაშობენ".

- ბავშვობის დროინდელი ბევრი მეგობარი და ვფიქრობ, რჩეული მეგობრების სახით კარგი გარემოცვა მყავს. ძალიან მიყვარს ის ადამიანები, რომლებსაც სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" გადაღებისას დავუმეგობრდი. არ მინდა, ჩვენი დიდი "ოჯახი" დაიშალოს.

- შენი გმირის, კატოს ცხოვრებაში რა ხდება?

- მას ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელსაც თავიდან მალე მოიშორებს... მოსწონს მეზობელი ბიჭი, რომელთანაც ურთიერთობას ააწყობს და მომავალში რაღაც ამბებიც განვითარდება...

- ამბობენ, - ფილმის - "ჩემი ცოლის დაქალები" გადაღება უნდა დაიწყოსო. ეს სიმართლეა?

- დიახ. "ფორმულა კრეატივი" გადაღებებს სავარაუდოდ, 1 თვეში დაიწყებს. უნდათ, რომ ფილმი საახალწლოდ უჩვენონ მაყურებელს.

- წარმატებას გისურვებ!

- რა, ასტროლოგები ჩემზე სხვას არაფერს ამბობენ? მინდოდა, ეს ინტერვიუ კიდევ გაგრძელებულიყო...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"