მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სნაიპერმა ჩატაევი ფეხში სწორედ მაშ­ინ დაჭრა, როცა ბაჩო ახალაიასგან საბოლ­ოო პასუხს ელოდნენ"
"სნაიპერმა ჩატაევი ფეხში სწორედ მაშ­ინ დაჭრა, როცა ბაჩო ახალაიასგან საბოლ­ოო პასუხს ელოდნენ"

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვარ მრჩე­ველ­თან, მექა ხან­გოშ­ვილ­თან ქარ­თულ-ჩეჩ­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის ოჯა­ხის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლით და­ვი­წყეთ:

- ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის უმ­ცრო­სი ვაჟი დეგი ლიტ­ვა­ში ცხოვ­რობს, უფ­რო­სი - ავ­ლუ­რი და ქა­ლიშ­ვი­ლი დანა თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბით - შვე­დეთ­ში, ამ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა; ქალ­ბა­ტო­ნი ალა დუ­და­ე­ვა კი კვლავ თბი­ლის­შია, მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ამ­ჟა­მად ჩეჩ­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს? არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ დღეს კავ­კა­სი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ეპი­ცენ­ტრმა და­ღეს­ტან­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, რომ ჩე­ჩე­ნი ხალ­ხი "და­ი­ღა­ლა" და ა.შ...

- 400 წე­ლია ჩეჩ­ნე­თი ომის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს, ყო­ველ 50 წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩვე­ნი ერის გე­ნო­ფონ­დი გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა. ვა­ი­ნა­ხებს - ჩეჩ­ნებ­სა და ინ­გუ­შებს - ძალ­ზე მძი­მე ის­ტო­რი­უ­ლი ბედი გვერ­გო წი­ლად. დრო­დად­რო, მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ისე­თი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ხალ­ხის გე­ნო­ფონ­დი, რო­გორც ჩეჩ­ნე­ბი ვართ, შე­ივ­სოს, ძალა მო­იკ­რი­ბოს; გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ჩეჩ­ნე­თის ამ­ჟა­მინ­დელ ლი­დერს, რამ­ზან კა­დი­როვს, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი არ­მია ჰყავს, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობს იქა­ურ ლან­დშაფტს, ამი­ტომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის მებ­რძო­ლებ­მა, ძი­რი­თა­დად, ინ­გუ­შეთ­სა და და­ღეს­ტან­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ჩეჩ­ნურ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი?

- 1944 წელს ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის მა­სობ­რივ­მა რეპ­რე­სი­ამ, გა­და­სახ­ლე­ბამ ყა­ზა­ხეთ­სა და ციმ­ბირ­ში ერი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ზღვარ­ზე და­ა­ყე­ნა, მისი 70 პრო­ცენ­ტი გა­ნად­გურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ დე­პორ­ტა­ცი­ი­სას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი 10000 ქის­ტი (ჩეჩ­ნე­ბი და ინ­გუ­შე­ბი) არ გა­და­ა­სახ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ამ ქვეყ­ნის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ხოლო რო­დე­საც ე.წ. "ოტ­ტე­პე­ლის" შემ­დეგ ისი­ნი გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუნ­დნენ, მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­მა და­უბ­რუ­ნეს მათ თა­ვი­ან­თი სახლ-კარი, კერა. და­ეხ­მარ­ნენ, ხე­ლახ­ლა და­ე­წყოთ ცხოვ­რე­ბა. ამ თე­მა­ზე გე­ნი­ა­ლურ­მა პო­ეტ­მა გაბ­რი­ელ ჯა­ბუ­შა­ნურ­მა შექ­მნა ლექ­სე­ბის ციკ­ლი: "ჰოი, ღილ­ღოს დაღ­რუბ­ლუ­ლო ცაო", რაც ქარ­თულ-ჩეჩ­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძეგლია, ვა­ი­ნა­ხებ­მაც კი ვერ შეძ­ლეს თა­ვი­სი მწუ­ხა­რე­ბის ასე პო­ე­ტუ­რად გა­მო­ხატ­ვა. თუმ­ცა, ცხა­დია, ქარ­თულ-ჩეჩ­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ასე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, ის არა­ერ­თხელ დამ­დგა­რა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. 1990-იან წლებ­ში ჩეჩ­ნე­ბის ერთი ნა­წი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აფხა­ზე­თის ომში დღე­საც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მითი რომ ჩეჩ­ნე­ბი აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის თა­ვე­ბით თა­მა­შობ­დნენ დღემ­დე დამ­სხვრე­უ­ლი არ არის, და ა.შ. არა­და, არ არ­სე­ბობს ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ვი­თა­რი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა, ან თუნ­დაც ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ვა­ი­ნა­ხის­თვის წმი­და­თაწ­მი­დაა ცხე­და­რი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გი­საც კი. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვა­ი­ნახ­მა ცხე­და­რი შე­უ­რა­ცხყოს. არც სხვას აპა­ტი­ე­ბენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლის ცხედ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფას. და რაც მთა­ვა­რია, აფხა­ზე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ იყო ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის, მისი პრე­ზი­დენ­ტის ნება. იმ­ხა­ნად გროზ­ნო­ში ვცხოვ­რობ­დი, პრე­ზი­დენ­ტმა დუ­და­ევ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წო­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, არ წა­სუ­ლიყ­ვნენ საბ­რძოლ­ვე­ლად აფხა­ზეთ­ში; მახ­სოვს, როცა ჩვენს მე­ზობ­ლად აფხა­ზე­თის ომში და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა მებ­რძო­ლი მო­ას­ვე­ნეს, მა­მამ მისი სახ­ლში შეს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა, მან თქვა: ჩემ­თვის მზე სამ­ხრე­თი­დან (სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ლის­ხმობ­და) ამო­დი­სო. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იხ­სე­ნებს: "გროზ­ნო­ში ემიგ­რა­ცი­ი­სას ძალ­ზე გან­ვიც­დი­დი, რო­გორ შევ­ხვდე­ბო­დით პირ­ველ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს მუს­ლი­მურ სამ­ყა­რო­ში და ჩვენს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა ჩვენ­თან მო­სულ­მა ჩეჩ­ნებ­მა პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც გვი­თხრეს, იყო: "ქრის­ტე აღ­დგა!" ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო შავი ლა­ქე­ბიც, მე­სა­მე ძა­ლის ჩა­რე­ვით; რად ღირს ჰა­ი­ბა­ხის ტრა­გე­დია, როცა ბე­რი­ას ბრძა­ნე­ბით, უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნიკ­მა მი­ხე­ილ გვი­ში­ან­მა (რო­მელ­მაც მერე ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის­თვის გე­ნერ­ლის წო­დე­ბა მი­ი­ღო) ერთ-ერთ მთი­ან აულ­ში 700 ჩე­ჩე­ნი ქალი და ბავ­შვი შე­ყა­რა სა­ჯი­ნი­ბო­ში და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, ვინც გა­რეთ გა­მოღ­წე­ვას მო­ა­ხერ­ხებ­და, იქვე ხვრეტ­დნენ... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ მოგ­ვი­წია ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლა, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის ძმო­ბა, რაც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მხრე­ბით ზი­დეს. კრი­მი­ნალს ეროვ­ნე­ბა არა აქვს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ლა­ფან­ყუ­რის ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს?

- ვი­მე­დოვ­ნებ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ებს და ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა...

გა­მო­ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს თავს ვა­რი­დებ, ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ფაქ­ტე­ბის და­დე­ბას და, ვფიქ­რობ ბევ­რი რამ, რაც დღემ­დე უც­ნო­ბია, გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა და ჩემს სათ­ქმელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყვი. ბოლო ორ ომში ჩეჩ­ნებ­მა 400 000 ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ და, ალ­ბათ, იმ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა­საც გა­და­ვი­ტან­დით, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ცხედ­რე­ბით ყოვ­ლად უკად­რი­სი ვაჭ­რო­ბა და ღა­ლა­ტი; ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე, რო­გო­რი წმი­და­თაწ­მი­დაა ჩვენ­თვის ცხე­და­რი. რო­გორც კი ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მსხვერ­პლთა ვი­ნა­ო­ბა გამ­ჟღავ­ნდა, თბი­ლი­სი­დან პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­რე­კეს და თქვეს, რომ 7 საფ­ლა­ვი უნდა გა­თხრი­ლი­ყო, მათ შო­რის სამი - ად­გი­ლობ­რი­ვი ქის­ტე­ბის­თვის; და­ნარ­ჩე­ნი ოთხი­დან სამი - ეთ­ნი­კუ­რი ჩე­ჩე­ნი იყო, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ერთი კი - ლეკი, რო­მე­ლიც მეგ­ზუ­რი იყო. ის­ლა­მუ­რი ტრა­დი­ცი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, როცა დი­ლით სა­მა­რეს თხრი და მას სა­ღა­მომ­დე არ ამო­ავ­სებ, არა­და, ტე­ლე­ვი­ზი­ით აცხა­დებ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი ის­ლა­მუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით გა­ვა­კე­თე­თო. რაც შე­ე­ხე­ბა 4 ცხე­დარს, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან მი­ას­ვე­ნეს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისი­ნი სა­ხელ­და­ხე­ლოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ ერთ-ერთ სო­ფელ­ში დაკ­რძა­ლეს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მებ­რძო­ლე­ბი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის გზა­ზე, უპატ­რო­ნო­თა სა­საფ­ლა­ო­ზე და­მარ­ხეს. როცა ამ საქ­მის შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს, რომ ამ ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლა არ­სე­ბობ­და, ცხედ­რე­ბი სას­წრა­ფოდ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­აბ­რუ­ნეს. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდ­ხანს გვე­ვაჭ­რე­ბო­და ამ ცხედ­რე­ბით, იმუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მათ ტე­რო­რის­ტე­ბის იარ­ლიყს მი­ა­კე­რებ­დნენ; მშობ­ლებს შვი­ლე­ბი მო­უკ­ლეს და მათი გლო­ვის უფ­ლე­ბა­საც არ აძ­ლევ­დნენ, ასე­თი რამ რუ­სებ­საც არ ჩა­უ­დე­ნი­ათ!

- ამ­ჟა­მად ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს...

- ჩა­ტა­ე­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეს­წრე­ბა, მათ შო­რის, პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მისი მე­უღ­ლე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით. ვი­მე­დოვ­ნებ­დით, რომ ჩა­ტა­ევს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას გი­რა­ო­თი შე­უც­ვლიდ­ნენ, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნის თა­ნახ­მად, ჩა­ტა­ე­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ურ­თუ­ლე­სია: მას ცალი ხელი რუ­სებ­მა მოკ­ვე­თეს; ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას კი სნა­ი­პერ­მა ეს­რო­ლა და შემ­დეგ, ფეხი მოკ­ვე­თეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩა­ტა­ე­ვი თბი­ლი­სი­დან შუ­ა­მავ­ლად თვი­თონ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს. იცოდ­ნენ, რომ მას დიდ პა­ტივს სცემ­დნენ ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩა­ტა­ევს უთხრეს, რომ მზად იყ­ვნენ უკან, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ და იქ და­ე­ყა­რათ ია­რა­ღი, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა... სნა­ი­პერ­მა ჩა­ტა­ე­ვი ფეხ­ში სწო­რედ მა­შინ დაჭ­რა, როცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლის, სან­დრო ამი­რი­ძის თქმით, ისი­ნი ბაჩო ახა­ლა­ი­ას­გან სა­ბო­ლოო პა­სუხს ელოდ­ნენ. შემ­დგომ­ში პრო­ცე­სე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ მას ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.. ახლა მას გან­გრე­ნის ნიშ­ნე­ბი აქვს და სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, სად გა­ექ­ცე­ო­და გა­მო­ძი­ე­ბას ხელ­ფეხ­მოკ­ვე­თი­ლი ჩა­ტა­ე­ვი, რო­მე­ლიც ყა­ვარ­ჯნე­ბი­თაც კი ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა?! რით იხელ­მძღვა­ნე­ლა მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ჯორ­ბე­ნა­ძემ, რო­დე­საც ჩა­ტა­ევს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ შე­უც­ვა­ლა? მან ამ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უღირ­სი ნა­ბი­ჯით არა მარ­ტო ახ­მედ ჩა­ტა­ევს, არა­მედ სა­კუ­თარ თავს გა­მო­უ­ტა­ნა სა­მუ­და­მო გა­ნა­ჩე­ნი. პან­კი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა იმედს იტო­ვებს, რომ ეს ძვე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლოს რე­ცი­დი­ვია და სა­მარ­თა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იზე­ი­მებს.

- ბოლო ხანს ლა­პა­რა­კია ჩეჩ­ნე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე...

- ჩეჩ­ნუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მოძ­მის ღა­ლა­ტი, ასე­ვე და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ღა­ლა­ტის მი­ტე­ვე­ბა; თუმ­ცა, ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენს ეხე­ბა და არა მთელ ერს. ამი­ტომ ჩეჩ­ნე­ბის მხრი­დან ტე­რაქ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი ყუ­რით მოთ­რე­უ­ლია, თუმ­ცა, ამ და­ნა­შა­უ­ლის უშუ­ა­ლო ჩამ­დე­ნებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ მო­ას­ვე­ნებს დაღ­ვრი­ლი სის­ხლი...

- თქვენ რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი იყა­ვით... რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­თვის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის მოს­ვლის შემ­დეგ?

- სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა ჩემ­თვის ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის გზაა. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ეკა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, ირაკ­ლი ფორჩხი­ძეს ვუ­თხა­რი, რომ ჩემ­თვის მთა­ვა­რი ჩემი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლაა, პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი, ვინც ხმას ამო­ი­ღებს უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ... ამ თვალ­საზ­რი­სით, ხე­ლის­შეშ­ლა არ მქო­ნია და მით უმე­ტეს, არა მგო­ნია, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას მოხ­დეს ამ­გვა­რი რამ. და თუ მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბა, ერთი წუ­თი­თაც არ დავ­ფიქ­რდე­ბი, ისე დავ­ტო­ვებ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურს. ჩემ­თვის ჩემს ღირ­სე­ბა­სა და ხალ­ხზე მაღ­ლა უფ­ლის გარ­და არა­ვინ დგას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ახალ­მა მი­ნის­ტრმა თათ­ბი­რი გა­მარ­თა, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ერ­თად შეგ­ვხვდა, მას­თან ცალ­კე შეხ­ვედ­რა არც მიც­დია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას კარ­გად აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ქარ­თულ-ჩეჩ­ნუ­რი, კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბა, მით უმე­ტეს, დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ინ­ტერ­ვიუ: "ჩეჩ­ნე­ბის ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენს ეხე­ბა და არა მთელ ერს"

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"სნაიპერმა ჩატაევი ფეხში სწორედ მაშ­ინ დაჭრა, როცა ბაჩო ახალაიასგან საბოლ­ოო პასუხს ელოდნენ"

"სნაიპერმა ჩატაევი ფეხში სწორედ მაშ­ინ დაჭრა, როცა ბაჩო ახალაიასგან საბოლ­ოო პასუხს ელოდნენ"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარ მრჩეველთან, მექა ხანგოშვილთან ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებზე საუბარი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ოჯახის ამჟამინდელი ადგილსამყოფელით დავიწყეთ:

- ჯოხარ დუდაევის უმცროსი ვაჟი დეგი ლიტვაში ცხოვრობს, უფროსი - ავლური და ქალიშვილი დანა თავიანთი ოჯახებით - შვედეთში, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა; ქალბატონი ალა დუდაევა კი კვლავ თბილისშია, მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

- როგორ შეაფასებთ ამჟამად ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებს? არსებობს მოსაზრება, რომ დღეს კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობის ეპიცენტრმა დაღესტანში გადაინაცვლა, რომ ჩეჩენი ხალხი "დაიღალა" და ა.შ...

- 400 წელია ჩეჩნეთი ომის პირობებში ცხოვრობს, ყოველ 50 წელიწადში ერთხელ ჩვენი ერის გენოფონდი განადგურების საფრთხის წინაშე დგება. ვაინახებს - ჩეჩნებსა და ინგუშებს - ძალზე მძიმე ისტორიული ბედი გვერგო წილად. დროდადრო, მშვიდობიანი პერიოდი აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ხალხის გენოფონდი, როგორც ჩეჩნები ვართ, შეივსოს, ძალა მოიკრიბოს; გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერს, რამზან კადიროვს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, კარგად გაწვრთნილი არმია ჰყავს, რომელიც კარგად იცნობს იქაურ ლანდშაფტს, ამიტომ წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლებმა, ძირითადად, ინგუშეთსა და დაღესტანში გადაინაცვლეს.

- საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩეჩნურ-ქართული ურთიერთობები?

- 1944 წელს ჩეჩენი ხალხის მასობრივმა რეპრესიამ, გადასახლებამ ყაზახეთსა და ციმბირში ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენა, მისი 70 პროცენტი განადგურდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დეპორტაციისას მხოლოდ საქართველოში მცხოვრები 10000 ქისტი (ჩეჩნები და ინგუშები) არ გადაასახლეს, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ხოლო როდესაც ე.წ. "ოტტეპელის" შემდეგ ისინი გადასახლებიდან დაბრუნდნენ, მხოლოდ ქართველებმა დაუბრუნეს მათ თავიანთი სახლ-კარი, კერა. დაეხმარნენ, ხელახლა დაეწყოთ ცხოვრება. ამ თემაზე გენიალურმა პოეტმა გაბრიელ ჯაბუშანურმა შექმნა ლექსების ციკლი: "ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო", რაც ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობების ძეგლია, ვაინახებმაც კი ვერ შეძლეს თავისი მწუხარების ასე პოეტურად გამოხატვა. თუმცა, ცხადია, ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობები ასე ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა, ის არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. 1990-იან წლებში ჩეჩნების ერთი ნაწილის მონაწილეობას აფხაზეთის ომში დღესაც აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში, მითი რომ ჩეჩნები აფხაზეთში ქართველების თავებით თამაშობდნენ დღემდე დამსხვრეული არ არის, და ა.შ. არადა, არ არსებობს ამის დამადასტურებელი არავითარი ფაქტობრივი მასალა, ან თუნდაც ერთი მოწმის ჩვენება, მით უმეტეს, რომ ვაინახისთვის წმიდათაწმიდაა ცხედარი, მოწინააღმდეგისაც კი. გამორიცხულია, ვაინახმა ცხედარი შეურაცხყოს. არც სხვას აპატიებენ თანამემამულის ცხედრის შეურაცხყოფას. და რაც მთავარია, აფხაზეთის ომში მონაწილეობა არ იყო ჩეჩენი ხალხის, მისი პრეზიდენტის ნება. იმხანად გროზნოში ვცხოვრობდი, პრეზიდენტმა დუდაევმა ტელევიზიით რამდენჯერმე მოუწოდა თანამემამულეებს, არ წასულიყვნენ საბრძოლველად აფხაზეთში; მახსოვს, როცა ჩვენს მეზობლად აფხაზეთის ომში დაღუპული ახალგაზრდა მებრძოლი მოასვენეს, მამამ მისი სახლში შესვენების უფლება არ მისცა, მან თქვა: ჩემთვის მზე სამხრეთიდან (საქართველოს გულისხმობდა) ამოდისო. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იხსენებს: "გროზნოში ემიგრაციისას ძალზე განვიცდიდი, როგორ შევხვდებოდით პირველ აღდგომის დღესასწაულს მუსლიმურ სამყაროში და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩვენთან მოსულმა ჩეჩნებმა პირველი სიტყვები, რაც გვითხრეს, იყო: "ქრისტე აღდგა!" ჩვენს ურთიერთობაში იყო შავი ლაქებიც, მესამე ძალის ჩარევით; რად ღირს ჰაიბახის ტრაგედია, როცა ბერიას ბრძანებით, უშიშროების პოლკოვნიკმა მიხეილ გვიშიანმა (რომელმაც მერე ამ სპეცოპერაციისთვის გენერლის წოდება მიიღო) ერთ-ერთ მთიან აულში 700 ჩეჩენი ქალი და ბავშვი შეყარა საჯინიბოში და ცეცხლი წაუკიდა, ვინც გარეთ გამოღწევას მოახერხებდა, იქვე ხვრეტდნენ... მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვიწია ბეწვის ხიდზე გავლა, უნდა შევინარჩუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენმა წინაპრებმა მხრებით ზიდეს. კრიმინალს ეროვნება არა აქვს.

- როგორ შეაფასებთ ლაფანყურის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს?

- ვიმედოვნებ, ახალი ხელისუფლება ლოპოტას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას ობიექტურად გამოიძიებს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა...

გამოძიების დამთავრებამდე ამ თემაზე საუბარს თავს ვარიდებ, ველოდები გამოძიების მიერ ფაქტების დადებას და, ვფიქრობ ბევრი რამ, რაც დღემდე უცნობია, გამოაშკარავდება და ჩემს სათქმელსაც აუცილებლად ვიტყვი. ბოლო ორ ომში ჩეჩნებმა 400 000 ადამიანი დავკარგეთ და, ალბათ, იმ რამდენიმე ადამიანის დაღუპვასაც გადავიტანდით, რომ არ ყოფილიყო ცხედრებით ყოვლად უკადრისი ვაჭრობა და ღალატი; ზემოთ ვისაუბრე, როგორი წმიდათაწმიდაა ჩვენთვის ცხედარი. როგორც კი ამ სპეცოპერაციის მსხვერპლთა ვინაობა გამჟღავნდა, თბილისიდან პანკისის ხეობაში დარეკეს და თქვეს, რომ 7 საფლავი უნდა გათხრილიყო, მათ შორის სამი - ადგილობრივი ქისტებისთვის; დანარჩენი ოთხიდან სამი - ეთნიკური ჩეჩენი იყო, რუსეთის მოქალაქე, ერთი კი - ლეკი, რომელიც მეგზური იყო. ისლამური ტრადიციისთვის მიუღებელია, როცა დილით სამარეს თხრი და მას საღამომდე არ ამოავსებ, არადა, ტელევიზიით აცხადებდნენ, ყველაფერი ისლამური ტრადიციების დაცვით გავაკეთეთო. რაც შეეხება 4 ცხედარს, რომელიც ახლახან მიასვენეს პანკისის ხეობაში, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი სახელდახელოდ, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში დაკრძალეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მებრძოლები თბილისის აეროპორტის გზაზე, უპატრონოთა სასაფლაოზე დამარხეს. როცა ამ საქმის შემსრულებლებმა შეიტყვეს, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალა არსებობდა, ცხედრები სასწრაფოდ პანკისის ხეობაში დააბრუნეს. ყოფილი ხელისუფლება დიდხანს გვევაჭრებოდა ამ ცხედრებით, იმუქრებოდნენ, რომ მათ ტერორისტების იარლიყს მიაკერებდნენ; მშობლებს შვილები მოუკლეს და მათი გლოვის უფლებასაც არ აძლევდნენ, ასეთი რამ რუსებსაც არ ჩაუდენიათ!

- ამჟამად ამ სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს...

- ჩატაევის სასამართლო პროცესს უამრავი გულშემატკივარი ესწრება, მათ შორის, პანკისის ხეობიდან ჩამოსული მისი მეუღლე მცირეწლოვანი ბავშვით. ვიმედოვნებდით, რომ ჩატაევს აღმკვეთ ღონისძიებას გირაოთი შეუცვლიდნენ, სამედიცინო დასკვნის თანახმად, ჩატაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია: მას ცალი ხელი რუსებმა მოკვეთეს; ლაფანყურის სპეცოპერაციისას კი სნაიპერმა ესროლა და შემდეგ, ფეხი მოკვეთეს. აღსანიშნავია, რომ ჩატაევი თბილისიდან შუამავლად თვითონ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა წაიყვანეს. იცოდნენ, რომ მას დიდ პატივს სცემდნენ ალყაში მოქცეული მებრძოლები, რომლებმაც ჩატაევს უთხრეს, რომ მზად იყვნენ უკან, პანკისის ხეობაში დაბრუნებულიყვნენ და იქ დაეყარათ იარაღი, რაც სამართალდამცავებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა... სნაიპერმა ჩატაევი ფეხში სწორედ მაშინ დაჭრა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის, სანდრო ამირიძის თქმით, ისინი ბაჩო ახალაიასგან საბოლოო პასუხს ელოდნენ. შემდგომში პროცესები ისე განვითარდა, რომ მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.. ახლა მას განგრენის ნიშნები აქვს და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. საინტერესოა, სად გაექცეოდა გამოძიებას ხელფეხმოკვეთილი ჩატაევი, რომელიც ყავარჯნებითაც კი ვერ გადაადგილდება?! რით იხელმძღვანელა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ, როდესაც ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუცვალა? მან ამ არაადამიანური გადაწყვეტილებით, უღირსი ნაბიჯით არა მარტო ახმედ ჩატაევს, არამედ საკუთარ თავს გამოუტანა სამუდამო განაჩენი. პანკისის მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ ეს ძველი პროკურატურის, სასამართლოს რეციდივია და სამართალი აუცილებლად იზეიმებს.

- ბოლო ხანს ლაპარაკია ჩეჩნების მხრიდან შესაძლო შურისძიებაზე...

- ჩეჩნური მენტალიტეტისთვის მიუღებელია, მოძმის ღალატი, ასევე დაუმსახურებელი ღალატის მიტევება; თუმცა, ეს დაუწერელი კანონი უშუალოდ დანაშაულის ჩამდენს ეხება და არა მთელ ერს. ამიტომ ჩეჩნების მხრიდან ტერაქტებზე საუბარი ყურით მოთრეულია, თუმცა, ამ დანაშაულის უშუალო ჩამდენებს მთელი ცხოვრება არ მოასვენებს დაღვრილი სისხლი...

- თქვენ რამდენიმე ყოფილი მინისტრის მრჩეველი იყავით... რა შეიცვალა თქვენთვის ამ თანამდებობაზე პაატა ზაქარეიშვილის მოსვლის შემდეგ?

- საჯარო სამსახურში ყოფნა ჩემთვის ეროვნული უმცირესობების, საერთოდ, ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის გზაა. ყოფილი მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის პირველ მოადგილეს, ირაკლი ფორჩხიძეს ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარი ჩემი ხალხის უფლებებისთვის ბრძოლაა, პირველი ვიქნები, ვინც ხმას ამოიღებს უსამართლობის წინააღმდეგ... ამ თვალსაზრისით, ხელისშეშლა არ მქონია და მით უმეტეს, არა მგონია, პაატა ზაქარეიშვილის მინისტრობისას მოხდეს ამგვარი რამ. და თუ მსგავსი რამ მოხდება, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები, ისე დავტოვებ საჯარო სამსახურს. ჩემთვის ჩემს ღირსებასა და ხალხზე მაღლა უფლის გარდა არავინ დგას. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალმა მინისტრმა თათბირი გამართა, ყველა თანამშრომელს ერთად შეგვხვდა, მასთან ცალკე შეხვედრა არც მიცდია, დარწმუნებული ვარ, მას კარგად აქვს გათავისებული ქართულ-ჩეჩნური, კავკასიური პოლიტიკის მნიშვნელობა, მით უმეტეს, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით.

ინტერვიუ: "ჩეჩნების ეს დაუწერელი კანონი უშუალოდ დანაშაულის ჩამდენს ეხება და არა მთელ ერს"

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"