პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისს გაქრობის საფრთხე ემუქრება?
თბილისს გაქრობის საფრთხე ემუქრება?

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს იმ ქა­ლა­ქებს შო­რის, რო­მელ­თაც გაქ­რო­ბის საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ, თბი­ლი­სი მე-15 ად­გილ­ზეა.

მსოფ­ლიო მე­გა­პო­ლი­სე­ბის ეს რე­ი­ტინ­გი ხუთი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის შედ­გე­ნი­ლი: ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ცხოვ­რე­ბის დონე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2025 წლის­თვის თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა 1990 წელ­თან შე­და­რე­ბით 7,42 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­დე­ბა. გაქ­რო­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე მდგო­მი, მო­მაკ­ვდა­ვი ქა­ლა­ქე­ბის სია ასე­თია: 1. დნეპ­რო­პეტ­როვ­სკი (უკ­რა­ი­ნა), 2. ბუ­და­პეშ­ტი (უნ­გრე­თი), 3. დო­ნეც­კი (უკ­რა­ი­ნა), 4. ზა­პო­რო­ჟიე (უკ­რა­ი­ნა), 5. ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დი (რუ­სე­თი), 6. სა­რა­ტო­ვი (რუ­სე­თი), 7. მონ­რო­ვია (ლი­ბე­რია), 8. ბუ­სა­ნი ( სამ­ხრეთ კო­რეა) 9. პერ­მი (რუ­სე­თი), 10. ხარ­კო­ვი (უკ­რა­ი­ნა), 11. სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი (რუ­სე­თი), 12. სა­მა­რა (რუ­სე­თი), 13. ოდე­სა (უკ­რა­ი­ნა), 14. სე­უ­ლი ( სამ­ხრეთ კო­რეა), 15. თბი­ლი­სი (სა­ქარ­თვე­ლო), 16. უფა (რუ­სე­თი), 17. ტუ­რი­ნი (იტა­ლია), 18. ვო­რო­ნე­ჟი (რუ­სე­თი) და ა. შ..

ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე სა­რა­ლი­ძეს ვთხო­ვეთ:

- ქა­ლა­ქის ყვე­ლა ად­გილს, ტე­რი­ტო­რი­ას, პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, თა­ვი­სი წონა აქვს, ანუ ერთ ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა სახ­ლობ­დეს, რა რა­ო­დე­ნო­ბის მწვა­ნე სა­ფა­რი უნდა მო­დი­ო­დეს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე, რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბა მას, რო­გორ ნი­ავ­დე­ბა გა­რე­მო და ა. შ. ასე რომ, ქა­ლა­ქის ამა თუ იმ ტე­რი­ტო­რი­ის შე­ფა­სე­ბა სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს თბი­ლის­ში, ამ თვალ­საზ­რი­სით, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, ცხა­დია, უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ცხოვ­რე­ბის დო­ნე­ზე, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნი, ადრე თუ გვი­ან, იძუ­ლე­ბუ­ლია, ეს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვოს (მა­გა­ლი­თად, ნიუ-იორკში არა­ერ­თი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი უბა­ნია)... ეს სა­ვა­ლა­ლო ტენ­დენ­ცი­აა და ამ­გვა­რია მწა­რე რე­ა­ლო­ბა, იმ აღმშე­ნებ­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი სახე, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ყობ­და.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თბილისს გაქრობის საფრთხე ემუქრება?

თბილისს გაქრობის საფრთხე ემუქრება?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს იმ ქალაქებს შორის, რომელთაც გაქრობის საფრთხე ემუქრებათ, თბილისი მე-15 ადგილზეა.

მსოფლიო მეგაპოლისების ეს რეიტინგი ხუთი ფაქტორის გათვალისწინებით არის შედგენილი: ქალაქის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, ცხოვრების დონე, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მდგომარეობა, ასევე სოციალური სამართლიანობა. აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემებით, 2025 წლისთვის თბილისის მოსახლეობა 1990 წელთან შედარებით 7,42 პროცენტით შემცირდება. გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი, მომაკვდავი ქალაქების სია ასეთია: 1. დნეპროპეტროვსკი (უკრაინა), 2. ბუდაპეშტი (უნგრეთი), 3. დონეცკი (უკრაინა), 4. ზაპოროჟიე (უკრაინა), 5. ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი), 6. სარატოვი (რუსეთი), 7. მონროვია (ლიბერია), 8. ბუსანი ( სამხრეთ კორეა) 9. პერმი (რუსეთი), 10. ხარკოვი (უკრაინა), 11. სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), 12. სამარა (რუსეთი), 13. ოდესა (უკრაინა), 14. სეული ( სამხრეთ კორეა), 15. თბილისი (საქართველო), 16. უფა (რუსეთი), 17. ტურინი (იტალია), 18. ვორონეჟი (რუსეთი) და ა. შ..

ამ საკითხზე კომენტარი არქიტექტორ ალექსანდრე სარალიძეს ვთხოვეთ:

- ქალაქის ყველა ადგილს, ტერიტორიას, პირობითად რომ ვთქვათ, თავისი წონა აქვს, ანუ ერთ ჰექტარ ფართობზე რამდენი ადამიანი შეიძლება სახლობდეს, რა რაოდენობის მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს ერთ სულ მოსახლეზე, რა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები სჭირდება მას, როგორ ნიავდება გარემო და ა. შ. ასე რომ, ქალაქის ამა თუ იმ ტერიტორიის შეფასება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, დღეს თბილისში, ამ თვალსაზრისით, უამრავი პრობლემაა, რომელთა ერთობლიობა, ცხადია, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ცხოვრების დონეზე, რის გამოც, ადამიანი, ადრე თუ გვიან, იძულებულია, ეს ტერიტორია დატოვოს (მაგალითად, ნიუ-იორკში არაერთი დაცარიელებული უბანია)... ეს სავალალო ტენდენციაა და ამგვარია მწარე რეალობა, იმ აღმშენებლობის რეალური სახე, რითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ამაყობდა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"