მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაცემი საპატარძლო და ძალიან ძველი ამბავი
ნაცემი საპატარძლო და ძალიან ძველი ამბავი

გა­მარ­ჯო­ბა. სა­კუ­თარ ბე­ბი­ა­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ. 30 წელს კარ­გა ხა­ნია, გა­და­ვა­ბი­ჯე და ბე­ბი­ა­ჩე­მიც ყვა­ვის ხნი­საა უკვე (ამას სიყ­ვა­რუ­ლით ვამ­ბობ, არ გამ­კი­ცხოთ). 10 წლის წინ დაქვრივ­და და რაც ქმა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა, იმის მერე მოგ­ვიყ­ვა სიყ­ვა­რუ­ლის ძველ ამ­ბავს: - მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან მკაც­რი კაცი იყო და შვი­ლებს ისე გვზრდი­და, ლა­მის სულს გვხდი­და ცე­მა­შიო. ჰოდა, თურ­მე, ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბა­ში ბე­ბი­ა­ჩემს (რა თქმა უნდა, მა­შინ ბე­ბი­ა­ჩე­მი ჯერ კი­დევ არ იყო) ერთი უბ­რა­ლო ოჯა­ხის შვი­ლი, ულა­მა­ზე­სი ბად­რი შეჰ­ყვა­რე­ბია. ბე­ბი­ა­ჩე­მი თა­ვა­დიშ­ვი­ლი გახ­ლდათ და მის ოჯახს აბა, რო­გორ ეკად­რე­ბო­და გლე­ხის ბიჭი სი­ძედ? ჰოდა, რად­გან ეს კარ­გად იცო­და ქალ­ბა­ტონ­მა ბარ­ბა­რემ (ასე ჰქვია ბე­ბი­ას), ამი­ტო­მაც გულ­ში იკ­ლავ­და გრძნო­ბას და არა­ვის უმ­ხელ­და. ატყობ­და, რომ ბად­რიც არ იყო მისი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი­სა და ქერა კუ­ლუ­ლე­ბის მი­მართ გულ­გრი­ლი. ერ­თმა­ნეთს რომ შე­ხე­დავ­დნენ, თავს ხრიდ­ნენ ხოლ­მე, და­ი­მორ­ცხვებ­დნენ და წით­ლდე­ბოდ­ნენ. სულ რამ­დენ­ჯერ­მე მი­ე­ცათ თურ­მე სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ერ­თმა­ნეთს და­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, ისიც სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით.

ბე­ბი­ას რომ 17 წელი შე­უს­რულ­და, მთხოვ­ნე­ლებ­მა მაშ­ვა­ლი მი­უგ­ზავ­ნეს. ჰოდა, მა­მა­მის­მა გა­და­წყვი­ტა, რომ უნდა გა­ე­თხო­ვე­ბი­ნა, რად­გან სა­სი­ძო საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი, კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი ყო­ფი­ლა. ბე­ბი­ას უარი "გა­უ­ხუ­რე­ბია", მაგ­რამ მა­მა­მი­სი ეუბ­ნე­ბო­და თურ­მე - მერე რა, რომ ცოტა ელა­მია, მა­გას ყუ­რა­დღე­ბას ნუ მი­აქ­ცევ, სა­მა­გი­ე­როდ, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ბი­ჭია და დიდი მო­მა­ვა­ლი აქ­ვსო. ბე­ბია სახ­ლი­და­ნაც კი გა­იქ­ცა, - არ მოგ­ცემთ უფ­ლე­ბას, რომ ძა­ლით გა­მა­თხო­ვო­თო, - შუ­ა­ღა­მი­სას ში­ნი­დან გა­პა­რუ­ლა და მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში მა­მი­დას­თან მი­სუ­ლა, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს­ვე მო­ძებ­ნა მა­მა­მის­მა და შინ ცემა-ტყე­პით და­აბ­რუ­ნა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში კი ქორ­წი­ლიც და­ნიშ­ნეს. ქორ­წი­ლამ­დე ბე­ბი­ას და ბად­რის შეხ­ვედ­რა მო­უ­ხერ­ხე­ბი­ათ. ბიჭი სიყ­ვა­რულ­ში გა­მოს­ტყდო­მია, ეხ­ვე­წე­ბო­და თურ­მე, გა­ვი­პა­რო­თო, მაგ­რამ ბე­ბი­ას შე­ში­ნე­ბია მა­მა­მი­სის (ჩვე­ნი მოკ­ვლაც კი შე­ეძ­ლოო, ასე თქვა) და უარი უთ­ქვამს, თუმ­ცა, პი­რო­ბა მი­უ­ცია, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეყ­ვა­რე­ბო­და (დიდი შე­ღა­ვა­თია, არა?).

მოკ­ლედ, ბე­ბია გა­თხოვ­და, ბა­ბუ­ა­ჩე­მი მარ­თლაც მა­რი­ფა­თი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზეც მუ­შა­ობ­და (რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნიც კი იყო) და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ თურ­მე ჩვენს ბარ­ბა­რეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ინც ბად­რი უყ­ვარ­და. რად­გან ერთი სოფ­ლი­დან იყ­ვნენ, ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­უ­წყვე­ტი­ათ - ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბა უხ­დე­ბო­დათ, თო­რემ ისე რა ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა ჰქო­ნო­დათ? ბად­რი უცო­ლოდ და­ბერ­და. თურ­მე ვე­რაფ­რით მო­აყ­ვა­ნი­ნეს ცოლი. ჰოდა, უშ­ვილ­ძი­როდ შე­ა­ბერ­და ცასა და ქვე­ყა­ნას. ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გაგ­ვიმ­ხი­ლა ბე­ბი­ამ ეს ამ­ბა­ვი და გვთხო­ვა, სო­ფელ­ში წაგ­ვეყ­ვა­ნა და ბად­რის­თან შეხ­ვედ­რა მოგ­ვე­წყო. მე და ჩემი ძმა ჯერ გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩით, მაგ­რამ ბე­ბი­ას­თან არ შე­ვიმ­ჩნი­ეთ. მერე ვი­თათ­ბი­რეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მის­თვის ეს სურ­ვი­ლი შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­მოვპ­რან­ჭეთ ჩვე­ნი ბებო და სო­ფელ­ში წა­ვე­დით ბი­ძა­ჩემ­თან. სა­ღა­მო ხანს ბად­რი სტუმ­რად დავ­პა­ტი­ჟეთ და ჯერ სუფ­რას­თან ვი­ლა­პა­რა­კეთ, მერე ბად­რი და ბარ­ბა­რე აი­ვან­ზე დავ­ტო­ვეთ, ნელ-ნელა შე­მო­ვე­ცა­ლეთ და ოთახ­ში, ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ყუ­რებ­ლად დავ­სხე­დით.

ლა­პა­რაკ­ში და­ა­თენ­დათ თავ­ზე. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და რაზე ლა­პა­რა­კობ­დნენ და ცალი ყური იქით მქონ­და, მაგ­რამ ისე ხმა­დაბ­ლა ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ, რომ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე და ვერც ბე­ბი­ას და­ვაც­დე­ნი­ნე რამე. ფაქ­ტი კი ის იყო, რომ მე­ო­რე დღეს ბე­ბი­ას თვა­ლე­ბი უციმ­ცი­მებ­და და ღი­ღინ-ღი­ღი­ნით და­ფა­ჩუ­ნობ­და სახ­ლში. იმის მერე აღარც უხ­სე­ნე­ბია ბად­რი. აი, ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი იცოდ­ნენ წი­ნათ.

პა­ტი­ვის­ცე­მით, ნია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ნაცემი საპატარძლო და ძალიან ძველი ამბავი

ნაცემი საპატარძლო და ძალიან ძველი ამბავი

გამარჯობა. საკუთარ ბებიაზე უნდა მოგიყვეთ. 30 წელს კარგა ხანია, გადავაბიჯე და ბებიაჩემიც ყვავის ხნისაა უკვე (ამას სიყვარულით ვამბობ, არ გამკიცხოთ). 10 წლის წინ დაქვრივდა და რაც ქმარი გარდაეცვალა, იმის მერე მოგვიყვა სიყვარულის ძველ ამბავს: - მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცი იყო და შვილებს ისე გვზრდიდა, ლამის სულს გვხდიდა ცემაშიო. ჰოდა, თურმე, ყმაწვილქალობაში ბებიაჩემს (რა თქმა უნდა, მაშინ ბებიაჩემი ჯერ კიდევ არ იყო) ერთი უბრალო ოჯახის შვილი, ულამაზესი ბადრი შეჰყვარებია. ბებიაჩემი თავადიშვილი გახლდათ და მის ოჯახს აბა, როგორ ეკადრებოდა გლეხის ბიჭი სიძედ? ჰოდა, რადგან ეს კარგად იცოდა ქალბატონმა ბარბარემ (ასე ჰქვია ბებიას), ამიტომაც გულში იკლავდა გრძნობას და არავის უმხელდა. ატყობდა, რომ ბადრიც არ იყო მისი ცისფერი თვალებისა და ქერა კულულების მიმართ გულგრილი. ერთმანეთს რომ შეხედავდნენ, თავს ხრიდნენ ხოლმე, დაიმორცხვებდნენ და წითლდებოდნენ. სულ რამდენჯერმე მიეცათ თურმე საშუალება, რომ ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ, ისიც სხვების თანდასწრებით.

ბებიას რომ 17 წელი შეუსრულდა, მთხოვნელებმა მაშვალი მიუგზავნეს. ჰოდა, მამამისმა გადაწყვიტა, რომ უნდა გაეთხოვებინა, რადგან სასიძო საკმაოდ შეძლებული, კარგი ოჯახის შვილი ყოფილა. ბებიას უარი "გაუხურებია", მაგრამ მამამისი ეუბნებოდა თურმე - მერე რა, რომ ცოტა ელამია, მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევ, სამაგიეროდ, პერსპექტიული ბიჭია და დიდი მომავალი აქვსო. ბებია სახლიდანაც კი გაიქცა, - არ მოგცემთ უფლებას, რომ ძალით გამათხოვოთო, - შუაღამისას შინიდან გაპარულა და მეზობელ სოფელში მამიდასთან მისულა, მაგრამ მეორე დღესვე მოძებნა მამამისმა და შინ ცემა-ტყეპით დააბრუნა. რამდენიმე კვირაში კი ქორწილიც დანიშნეს. ქორწილამდე ბებიას და ბადრის შეხვედრა მოუხერხებიათ. ბიჭი სიყვარულში გამოსტყდომია, ეხვეწებოდა თურმე, გავიპაროთო, მაგრამ ბებიას შეშინებია მამამისის (ჩვენი მოკვლაც კი შეეძლოო, ასე თქვა) და უარი უთქვამს, თუმცა, პირობა მიუცია, რომ მთელი ცხოვრება ეყვარებოდა (დიდი შეღავათია, არა?).

მოკლედ, ბებია გათხოვდა, ბაბუაჩემი მართლაც მარიფათიანი აღმოჩნდა, დიდ თანამდებობებზეც მუშაობდა (რაიკომის მდივანიც კი იყო) და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ თურმე ჩვენს ბარბარეს მთელი ცხოვრება მაინც ბადრი უყვარდა. რადგან ერთი სოფლიდან იყვნენ, ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ - ერთმანეთთან შეხება უხდებოდათ, თორემ ისე რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ? ბადრი უცოლოდ დაბერდა. თურმე ვერაფრით მოაყვანინეს ცოლი. ჰოდა, უშვილძიროდ შეაბერდა ცასა და ქვეყანას. ამ რამდენიმე წლის წინ გაგვიმხილა ბებიამ ეს ამბავი და გვთხოვა, სოფელში წაგვეყვანა და ბადრისთან შეხვედრა მოგვეწყო. მე და ჩემი ძმა ჯერ გაოცებული დავრჩით, მაგრამ ბებიასთან არ შევიმჩნიეთ. მერე ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ მისთვის ეს სურვილი შეგვესრულებინა. ერთ მშვენიერ დღეს გამოვპრანჭეთ ჩვენი ბებო და სოფელში წავედით ბიძაჩემთან. საღამო ხანს ბადრი სტუმრად დავპატიჟეთ და ჯერ სუფრასთან ვილაპარაკეთ, მერე ბადრი და ბარბარე აივანზე დავტოვეთ, ნელ-ნელა შემოვეცალეთ და ოთახში, ტელევიზორის საყურებლად დავსხედით.

ლაპარაკში დაათენდათ თავზე. ძალიან მაინტერესებდა რაზე ლაპარაკობდნენ და ცალი ყური იქით მქონდა, მაგრამ ისე ხმადაბლა ჩურჩულებდნენ, რომ ვერაფერი გავიგე და ვერც ბებიას დავაცდენინე რამე. ფაქტი კი ის იყო, რომ მეორე დღეს ბებიას თვალები უციმციმებდა და ღიღინ-ღიღინით დაფაჩუნობდა სახლში. იმის მერე აღარც უხსენებია ბადრი. აი, ასეთი სიყვარული იცოდნენ წინათ.

პატივისცემით, ნია.

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება