კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტინე მარტიაშვილი: "სააკაშვილისგან საჩუქარი არ მიმიღია!"
ქრისტინე მარტიაშვილი: "სააკაშვილისგან საჩუქარი არ მიმიღია!"

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 24 წლის მომ­ღე­რალ ქრის­ტი­ნე მარ­ტი­აშ­ვილს მო­უ­ხიბ­ლავს. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ქრის­ტი­ნემ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ ბარ­ში გა­იც­ნეს, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ქრის­ტი­ნეს სა­ნა­ხა­ვად ხში­რად სტუმ­რობ­და და მომ­ღე­რალს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი­თაც ანე­ბივ­რებ­და. ქრის­ტი­ნე აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლი გმი­რის, გია მარ­ტი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია.

- ქრის­ტი­ნე, სად გა­ი­ცა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- პრო­ფე­სი­ით მომ­ღე­რა­ლი ვარ. ბევ­რი ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის ბექ-ვო­კა­ლის­ტი ვი­ყა­ვი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი ერთ-ერთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის და­ხურ­ვის შემ­დე­გაც ბა­თუმ­ში წა­ვე­დი. თა­ვი­დან პა­ტარ-პა­ტა­რა ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში ვმღე­რო­დი, შემ­დეგ კი რე­დი­სო­ნის "ივე­რია ლა­უნ­ჯში" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი, ბა­თუმ­ში ერთ-ერთი ვი­ზი­ტი­სას, სწო­რედ აქ გა­ვი­ცა­ნი. თუ სწო­რად მახ­სოვს, 26 მა­ი­სი იყო. პრე­ზი­დენ­ტი "რე­დი­სონ­ში" მო­ვი­და ბა­ტონ გიგი უგუ­ლა­ვას­თან და სხვა ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ერ­თად. იქ იყ­ვნენ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც. ჩემს სიმ­ღე­რას ყვე­ლა მო­წო­ნე­ბით შეხ­ვდა, მათ შო­რის, ბა­ტონ მი­ხე­ი­ლიც, რო­მელ­მაც სუფ­რას­თან მი­მიწ­ვია. მკი­თხა, ბა­თუ­მე­ლი თუ ვი­ყა­ვი, სად ვსწავ­ლობ­დი და ასე შემ­დეგ. "რე­დი­სონ­ში" მუ­შა­ო­ბა­სას "ივე­რია ლა­უნ­ჯში" ყო­ველ ხუთ­შა­ბათს კა­რა­ო­კეს სა­ღა­მო მიმ­ყავ­და. პრე­ზი­დენ­ტი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ხში­რად გვსტუმ­რობ­დნენ. ხან­და­ხან თვი­თო­ნაც მღე­როდ­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. პრე­ზი­დენტს არას­დროს უმ­ღე­რია (იცი­ნის).

- რა სიმ­ღე­რით მო­ხიბ­ლე პრე­ზი­დენ­ტი?

- რო­გორც მახ­სოვს, პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ხიბ­ლა რენ­დი კრო­უ­ფორ­დის სიმ­ღე­რამ Wild is The Wind და ჯე­იმს ბრა­უ­ნის I feel good-მა. მი­შას უყ­ვარს მუ­სი­კა და კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბაც აქვს.

- ამ­ბო­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ნე­ბივ­რებთ...

- მაგ ჭორ­მა ჩემს ყუ­რამ­დეც მო­აღ­წია. ისიც უთ­ქვამთ, თით­ქოს მი­შამ აი­ფო­ნი მა­ჩუ­ქა, მაგ­რამ ისევ ის "ბლექ­ბე­რის" მარ­კის ტე­ლე­ფო­ნი მაქვს, რაც აქამ­დე მქონ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან არა­ნა­ი­რი სა­ჩუ­ქა­რი არ მი­მი­ღია. უბ­რა­ლოდ, პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­სას შე­მომ­თა­ვა­ზა სტუ­დენ­ტურ პროგ­რა­მა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და დავ­თან­ხმდი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ქრისტინე მარტიაშვილი: "სააკაშვილისგან საჩუქარი არ მიმიღია!"

ქრისტინე მარტიაშვილი: "სააკაშვილისგან საჩუქარი არ მიმიღია!"

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 24 წლის მომღერალ ქრისტინე მარტიაშვილს მოუხიბლავს. როგორც შევიტყვეთ, ქრისტინემ და მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთი ბათუმში, ერთ-ერთ ბარში გაიცნეს, რომელსაც სააკაშვილი ქრისტინეს სანახავად ხშირად სტუმრობდა და მომღერალს ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა. ქრისტინე აფხაზეთში დაღუპული გმირის, გია მარტიაშვილის ქალიშვილია.

- ქრისტინე, სად გაიცანი მიხეილ სააკაშვილი?

- პროფესიით მომღერალი ვარ. ბევრი ცნობილი მომღერლის ბექ-ვოკალისტი ვიყავი. პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ საინვესტიციო კომპანიაში, რომლის დახურვის შემდეგაც ბათუმში წავედი. თავიდან პატარ-პატარა ბარებსა და რესტორნებში ვმღეროდი, შემდეგ კი რედისონის "ივერია ლაუნჯში" დავიწყე მუშაობა. ბატონი მიხეილი, ბათუმში ერთ-ერთი ვიზიტისას, სწორედ აქ გავიცანი. თუ სწორად მახსოვს, 26 მაისი იყო. პრეზიდენტი "რედისონში" მოვიდა ბატონ გიგი უგულავასთან და სხვა ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად. იქ იყვნენ უცხოელი სტუმრებიც. ჩემს სიმღერას ყველა მოწონებით შეხვდა, მათ შორის, ბატონ მიხეილიც, რომელმაც სუფრასთან მიმიწვია. მკითხა, ბათუმელი თუ ვიყავი, სად ვსწავლობდი და ასე შემდეგ. "რედისონში" მუშაობასას "ივერია ლაუნჯში" ყოველ ხუთშაბათს კარაოკეს საღამო მიმყავდა. პრეზიდენტი და პარლამენტარები ხშირად გვსტუმრობდნენ. ხანდახან თვითონაც მღეროდნენ ცნობილი ადამიანები. პრეზიდენტს არასდროს უმღერია (იცინის).

- რა სიმღერით მოხიბლე პრეზიდენტი?

- როგორც მახსოვს, პრეზიდენტი ყველაზე მეტად მოხიბლა რენდი კროუფორდის სიმღერამ Wild is The Wind და ჯეიმს ბრაუნის I feel good-მა. მიშას უყვარს მუსიკა და კარგი მუსიკალური გემოვნებაც აქვს.

- ამბობენ, რომ სააკაშვილი ძვირფასი საჩუქრებით განებივრებთ...

- მაგ ჭორმა ჩემს ყურამდეც მოაღწია. ისიც უთქვამთ, თითქოს მიშამ აიფონი მაჩუქა, მაგრამ ისევ ის "ბლექბერის" მარკის ტელეფონი მაქვს, რაც აქამდე მქონდა. სააკაშვილისგან არანაირი საჩუქარი არ მიმიღია. უბრალოდ, პირველი ვიზიტისას შემომთავაზა სტუდენტურ პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა და დავთანხმდი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება