ბრაზილიის პოლიციამ სამოქალაქო საბჭოს მრჩევლის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ამომრჩევლისთვის კოკაინის დარიგებისთვის დააპატიმრა.
ინციდენტი შტატ ამაზონასში, იტაკოატირში 7 ოქტომბერს, არჩევნების დღეს მოხდა. 32 წლის კარმენ კრისტინა და სილვა ლიმამ უჩვეულო აგიტაცია 7 ოქტომბრის დილას დაწყო. ქალმა ამომრჩევლებს ფურცლები დაურიგა, რომლებზეც მის შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი. თითოეულ საინფორმაციო ფურცელს კოკაინის პაკეტი ჰქონდა მიმაგრებული. სილვა ლიმა ამომრჩევლებს ფურცლებს ავტომობილიდან ურიგებდა.
როდესაც პოლიციამ დაინახა, რომ საკრებულოს კანდიდატის ავტომობილის გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, გადაწყვიტა, დაედგინა რა ხდებოდა. ლიმამ და მისმა თანაშემწემ სამართალდამცავები რომ შეამჩნიეს, ინციდენტის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი მალევე დააკავა.
სამოქალაქო საბჭოს კანდიდატის ავტომობილში 11 პაკეტი კოკაინი აღმოაჩინეს. სილვა ლიმა ამომრჩევლის მოსყიდვისა და ნარკოტიკების გავრცელებისთვის დაპატიმრეს.
მომზადებულია Terra Brasil-ის მიხედვით.