მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციის შეცვლა გარდაუვალია
დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციის შეცვლა გარდაუვალია

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლა გარ­და­უ­ვა­ლია. "კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლა გარ­და­უ­ვა­ლია, იმი­ტომ, რომ კონ­სტი­ტუ­ცია სა­ოც­რად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლია. ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ით მუ­შა­ო­ბა არის უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი. ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, იმ­დე­ნად მორ­გე­ბუ­ლი იყო ის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის გუნ­დის ინ­ტე­რე­სებ­ზე, მო­მა­ვალ­ზე, მათ გათ­ვლებ­ზე და იმ­დე­ნად არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­ერ­თო რე­ა­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში".

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­სტი­ტუ­ცია კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში უნდა და­ეხ­მა­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუმ­ცა ამ­ჟა­მინ­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცია ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ქმნის კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბას.

"კონ­სტი­ტუ­ცია იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბებ­ში დაგ­ვეხ­მა­როს ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის­თვის. ეს კონ­სტი­ტუ­ცია ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს ქმნის და ახ­ლაც ასე­თი ვი­თა­რე­ბაა, რო­დე­საც ხალ­ხმა გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია, ხალ­ხმა თქვა ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ, რომ ამ გეზს და­უ­ჭეს მხარს, ესაა მთავ­რო­ბა, ამა­თი პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბა მინ­და - სრუ­ლი­ად მკა­ფი­ოდ ით­ქვა ყვე­ლა­ფე­რი და ამა­სო­ბა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენტს დარ­ჩა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის მგრძნო­ბი­ა­რო­ბა­ზე და ვდგამთ ნა­ბი­ჯებს, ჯგუ­ფე­ბი ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში და უწყე­ბებ­ში, ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ორ გა­რე­მო­ე­ბას: ერთი იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ კი­დევ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­შია ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც ხალ­ხმა მის­ცა ხმა და მე­ო­რე - კონ­სტი­ტუ­ცია. მა­გა­ლი­თად, ახლა რაც წე­რია ამ კოს­ტი­ტუ­ცი­ა­ში, სა­ა­კაშ­ვილს აძ­ლევს ფორ­მა­ლურ, იუ­რი­დი­ულ უფ­ლე­ბას სუ­ლაც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, ის რომ ხალ­ხმა და­უ­ჭი­რა მხა­რი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და მის ლი­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის და ბო­კე­რი­ას კე­თილ ნე­ბა­ზე კი არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი - ხელს არ შე­გიშ­ლი­თო, კონ­სტი­ტუ­ცი­ით უნდა მიყ­ვე­ბო­დეს ამ ლო­გი­კას", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შექ­მნას დრო სჭირ­დე­ბა და ნაჩ­ქა­რე­ვად არა­ფე­რი არ უნდა გა­კეთ­დეს.

" ჩვენ არ გა­ვი­მე­ო­რებთ იმ შეც­დო­მას, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2004 წელს გა­ა­კე­თა. შე­იქ­მნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია, ამ კუ­თხით უკვე დიდი შრო­მაა გა­წე­უ­ლი. ყვე­ლას მო­ვუხ­მობთ - მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" კი არა, იმ პო­ლი­ტი­კო­სებ­საც მო­ვუხ­მობთ, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში არ არი­ან შე­სუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციის შეცვლა გარდაუვალია

დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციის შეცვლა გარდაუვალია

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის შეცვლა გარდაუვალია. "კონსტიტუციის შეცვლა გარდაუვალია, იმიტომ, რომ კონსტიტუცია საოცრად დამახინჯებულია. ამ კონსტიტუციით მუშაობა არის უკიდურესად რთული. ამ კონსტიტუციით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება არის შეუძლებელი, იმდენად მორგებული იყო ის ერთი კონკრეტული ადამიანის გუნდის ინტერესებზე, მომავალზე, მათ გათვლებზე და იმდენად არ ითვალისწინებდა საერთო რეალობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში".

მისივე ინფორმაციით, კონსტიტუცია კრიზისულ ვითარებაში უნდა დაეხმაროს საზოგადოებას, თუმცა ამჟამინდელი კონსტიტუცია ყოველ ნაბიჯზე ქმნის კრიზისულ ვითარებას.

"კონსტიტუცია იმისთვისაა საჭირო, რომ კრიზისულ ვითარებებში დაგვეხმაროს ვითარების განმუხტვისთვის. ეს კონსტიტუცია ყოველი ფეხის ნაბიჯზე კრიზისულ სიტუაციებს ქმნის და ახლაც ასეთი ვითარებაა, როდესაც ხალხმა გამოხატა თავისი პოზიცია, ხალხმა თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ ამ გეზს დაუჭეს მხარს, ესაა მთავრობა, ამათი პროგრამის შესრულება მინდა - სრულიად მკაფიოდ ითქვა ყველაფერი და ამასობაში კონსტიტუციით პრეზიდენტს დარჩა ძალიან სერიოზული ძალაუფლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარდამავალი პერიოდის მგრძნობიარობაზე და ვდგამთ ნაბიჯებს, ჯგუფები ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენი წარმომადგენლები შედიან სამინისტროებში და უწყებებში, ჩვენ ვითვალისწინებთ ორ გარემოებას: ერთი იმას, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ იმ ადამიანების ხელშია ვის წინააღმდეგაც ხალხმა მისცა ხმა და მეორე - კონსტიტუცია. მაგალითად, ახლა რაც წერია ამ კოსტიტუციაში, სააკაშვილს აძლევს  ფორმალურ, იურიდიულ უფლებას სულაც არ გაითვალისწინოს, ის რომ ხალხმა დაუჭირა მხარი კოალიცია "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს. ეს სააკაშვილის და ბოკერიას კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული - ხელს არ შეგიშლითო, კონსტიტუციით უნდა მიყვებოდეს ამ ლოგიკას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციის შექმნას დრო სჭირდება და ნაჩქარევად არაფერი არ უნდა გაკეთდეს.

" ჩვენ არ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს გააკეთა. შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, ამ კუთხით უკვე დიდი შრომაა გაწეული. ყველას მოვუხმობთ - მხოლოდ "ნაციონალებს" კი არა, იმ პოლიტიკოსებსაც მოვუხმობთ, რომლებიც პარლამენტში არ არიან შესული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა