იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს "სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების პროექტის" ჩამოყალიბება დაევალა.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა, წულუკიანის პროექტს გუნდი განიხილავს, რის შემდეგაც მის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.
"ძალიან სახალხო და ძალიან წესიერი ხელისუფლება უნდა გვყავდეს; უნდა მოვახერხოთ და მენტალური გარდატეხა მოვახდინოთ. ანტიმონოპოლიური სამსახურიც და საარბიტრაჟო სასამართლოც დაბრუნდება, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააუქმა. პროკურატურაც და შინაგან საქმეთა სამინისტროც ხალხის სამსახურში უნდა ჩადგნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.