როგორც ფრანგული გაზეთი Le Canard Enchaine იუწყება, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მას "სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ 2017- ში კვლავ პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს."
"თუ მხედველობაში მივიღებთ იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთში 5 წლის შემდეგ იქნება, მე 2017-ში დაბრუნების გარდა, სხვა გზა არ მექნება. საქმე ის კი არ არის, მართლა დავბრუნდები თუ არა, საქმე ისაა, რომ მე, მორალური თვალსაზრისით, სხვა არჩევანი არ მექნება", - განაცხადა სარკოზიმ მეგობართან, აგროკულტურის ყოფილ მინისტრთან საუბარში.
მომზადებულია Le Canard Enchaine-ის მიხედვით.