აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით კოალიცია "ქართული ოცნება" 57.06 პროცენტით ლიდერობს . ხოლო "ერთიან ნაციონალური მორაობას" ხმათა 37 პროცენტი აქვს.
როგორც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა არჩილ მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 351 უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემების მიხედვით, პროპორციული სისტემის ხმათა 57.06 პროცენტი მიიღო კოალიციამ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", 37 პროცენტი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", 2.08 პროცენტი "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება", "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 1.03 პროცენტი. დანარჩენ პარტიებს 1 პროცენტზე ნაკლები აქვთ.
მაჟორიტარული სისტემით ბათუმის ოლქში ლიდერობს "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" აკაკი ძნელაძე 62 პროცენტით, შემდეგი არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი რობერტ ჩხაიძე 30.86 პროცენტით. "ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების" კანდიდატ ნიაზ ზოსიძეს 2.66 პროცენტით აქვს.
ქედაში ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ირაკლი ბარამიძე 47.62 პროცენტით, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კანდიდატ ნოდარ ძნელაძეს 42.51 პროცენტი აქვს. "ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების" კანდიდატ ნადეჟდა ჯაბნიძეს - 5.35 პროცენტი.
ქობულეთში ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი ანზორ თხილაიშვილი 55.56 პროცენტით, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ჯანსუღ ჯინჭარაძეს აქვს 38.53 პროცენტი.
ხელვაჩაურში "ქართული ოცნების" კანდიდატ თემურ კახიძეს აქვს 63.61 პროცენტი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ვაჟა ბოლქვაძეს აქვს 31.28 პროცენტი.
შუახევში ლიდერობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მიხეილ მჟავანაძე 59.37 პროცენტით, ხულოში ასევე, ლიდერობს 60.54 პროცენტით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი თემურ ბოლქვაძე.
"ინტერპრესნიუსი"