სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დამეგობრდნენ ივანიშვილისა და კალაძის ოჯახის წევრები
როდის დამეგობრდნენ ივანიშვილისა და კალაძის ოჯახის წევრები

"ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და რთუ­ლი ბუ­ნე­ბის პატ­რო­ნია. ზოგ­ჯერ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, ზოგ­ჯერ კი ბავ­შვი­ვით და­უც­ვე­ლია. თუ კე­თი­ლად მო­ე­პყრო­ბი, მისი მარ­თვა ად­ვი­ლია, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, რა­ი­მე აი­ძუ­ლო, ად­გი­ლი­დან არ და­იძ­ვრე­ბა. მას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნაგ­რძნო­ბა, სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა, მაგ­რამ მის ბუ­ნე­ბა­ში შეღ­წე­ვა რთუ­ლია. არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კირჩხიბს, ეს კი დი­ზა­ი­ნერ ანუ­კი არე­ში­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. როცა მას და­ვუ­რე­კე და ინ­ტერ­ვი­უს­თვის შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე, იუ­ა­რა, - ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა, რომ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კის გან­წყო­ბა არ მაქ­ვსო. თუმ­ცა, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც შედ­გა.

- ას­ტრო­ლო­გი­ით ბავ­შვო­ბა­ში უფრო მე­ტად ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და პროგ­ნოზ­საც ხში­რად ვეც­ნო­ბო­დი. მახ­სოვს, მშობ­ლებ­მა ას­ტრო­ლოგს ჩემი პი­რა­დი ჰო­როს­კო­პიც შე­ად­გე­ნი­ნეს, მაგ­რამ არ მი­სარ­გებ­ლია.

- "მისი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ხში­რად, მთვა­რის ფა­ზებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ხა­სი­ა­თი ხში­რად ეც­ვლე­ბა".

- ხა­სი­ა­თი მარ­თლაც, ხში­რად მეც­ვლე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბას ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და ზოგ­ჯერ, სა­ო­ცარ სიზ­მრებს ვნა­ხუ­ლობ. ისიც ვიცი: ნა­ნახ­ზე თუ არ ვი­ლა­პა­რა­კებ, ყვე­ლა­ფე­რი ამიხ­დე­ბა, თუ ვი­ტყვი - არა. ზოგ­ჯერ რა­ღაც რომ მოხ­დე­ბა, მერე ვამ­ხელ: ეს სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი მქონ­და-მეთ­ქი.

- "ხში­რად მე­ლან­ქო­ლი­ის ტყვე­ო­ბა­შია".

- ას­ტრო­ლო­გებს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი, მე­ლან­ქო­ლი­კი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- "მისი წყე­ნი­ნე­ბა ად­ვი­ლია, მაგ­რამ რთუ­ლია უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზის გარ­კვე­ვა".

- ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ და ასეთ დროს ვინ­მემ უგუ­ნე­ბო­ბის მი­ზე­ზი რომ მკი­თხოს, პა­სუხს ვერ გავ­ცემ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ცუდი ხა­სი­ა­თით სხვებს დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ვუქ­მნა.

- "კირჩხიბს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნაგ­რძნო­ბა, სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა, მაგ­რამ არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა".

- სა­ი­დუმ­ლო მტერ­საც შე­მიძ­ლია, შე­ვუ­ნა­ხო. რაც შე­ე­ხე­ბა გრძნო­ბე­ბის გად­მო­ცე­მას, - ეს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მომ­დის შვი­ლებ­თან, მე­უღ­ლეს­თან, ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან. სა­ერ­თოდ, წე­რით უფრო მი­ად­ვილ­დე­ბა იმის გად­მო­ცე­მა, რა­საც ვგრძნობ, ვიდ­რე - ლა­პა­რა­კით.

- "ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით უფრო ხში­რად მოქ­მე­დებს, ვიდ­რე - გო­ნე­ბით".

- ასეა! ჩემი ინ­ტუ­ი­ცია თით­ქმის ყო­ველ­თვის მარ­თლდე­ბა.

- არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შენი ინ­ტუ­ი­ცია რას "გე­უბ­ნე­ბა"?

- თა­ვის დრო­ზე, როცა კა­ხიმ მი­თხრა, რომ მას ფეხ­ბურ­თის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა და პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა უნ­დო­და, და­ვე­თან­ხმე. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ვიცი, რისი გა­კე­თე­ბა უნდა და ამი­ტო­მაც, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყვე ხელი. მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვეც­დე­ბო­დი და ბევ­რს "ვი­მუ­შა­ვებ­დი" სა­ი­მი­სოდ, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­და­ედ­გა.

- დღეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად რას ამ­ბობს?

- არ ნა­ნობს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­უ­რე­კეს და სთხო­ვეს, - იმ თა­მა­შე­ბის ფი­რე­ბი მოგ­ვე­ცით, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დი­თო. კა­ხიმ ფი­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ის ვი­დე­ო­ე­ბი ნახა, სა­დაც ჩემ­პი­ონ­თა ლიგა მო­ი­გო. უყუ­რა იმ გა­მარ­ჯვე­ბას და თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა. ეს ბუ­ნებ­რი­ვია - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ მო­გე­ნატ­როს საქ­მე, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე აკე­თებ­დი, ძა­ლი­ან გიყ­ვარ­და და რო­მე­ლიც შენი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო?! კა­ხის ხალ­ხი უყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნებს, როცა ვინ­მეს ეხ­მა­რე­ბა, ეს კი პო­ლი­ტი­კა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბაა.

- პო­ლი­ტი­კა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო, კახი ამ ნა­ბიჯს მა­ინც გა­დად­გამ­და?

- აუ­ცი­ლებ­ლად! უბ­რა­ლოდ, ეს პრო­ცე­სი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გა­მო­ჩე­ნამ და­აჩ­ქა­რა.

- "თუ კე­თი­ლად ეპყრო­ბი­ან, მათი მარ­თვა ად­ვი­ლია, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, რა­ი­მე აი­ძუ­ლო, ად­გი­ლი­დან არც კი და­იძ­ვრე­ბა".

- ტკბი­ლი სი­ტყვით ყვე­ლა­ფერს გა­მა­კე­თე­ბი­ნებ, მაგ­რამ იმა­საც გა­აჩ­ნია, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვარ.

- "ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე ნი­შა­ნია. შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­ლომ­დე შე­იყ­ვა­როს ან სას­ტი­კი მტე­რიც იყოს".

- ყვე­ლა ადა­მი­ან­თან ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, ყვე­ლას ამო­ვუდ­გე­ბი მხარ­ში, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ვინ­მეს ისე­თი რა­ღაც შე­ე­შა­ლოს, რა­საც სა­კუ­თარ თავ­საც არ ვა­პა­ტი­ებ­დი, მერე ის ადა­მი­ა­ნი ჩემ გვერ­დით ვე­ღარ იქ­ნე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რმა გული ცუ­დად მატ­კი­ნა. ახლა ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ მათ­თან მე­გობ­რო­ბის სურ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად მაქვს.

- ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის მან­ძილ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარს ხომ არ და­შო­რე­ბი­ხარ?

- არა. ახლო მე­გობ­რე­ბი ერთ აზ­რზე ვართ. თუმ­ცა, ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბას რომც არ იზი­ა­რებ­დნენ, ამის­თვის არა­ვის დავ­კარ­გავ. მთა­ვა­რია, პი­როვ­ნუ­ლად არ ჩა­იჭ­რან.

- "თუ მას არას­წო­რად მო­ექ­ცე­ვი, არას­დროს გა­პა­ტი­ებს. ხში­რად შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მი­დის, მაგ­რამ ამას იმ­დე­ნად ჩუ­მად აკე­თებს, ვე­რა­ვინ ხვდე­ბა".

- ას­ტრო­ლო­გებს ნა­წი­ლობ­რივ ვე­თან­ხმე­ბი. შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე წავ­სულ­ვარ და მიზ­ნის­თვი­საც მი­მიღ­წე­ვია.

- "რე­ა­ლუ­რად, კირჩხი­ბის ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს თუ ეს­მის".

- იმის გან­ცდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­გე­ბენ, ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

- "უყ­ვარს ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა".

- მფლან­გვე­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ბავ­შვო­ბი­დან ფულს ვაგ­რო­ვებ, მაგ­რამ ძუნ­წი არ ვარ. შე­მიძ­ლია დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა სხვას მივ­ცე და მერე არც მოვ­თხო­ვო.

- "კირჩხიბს თუ რამე სურს (საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, უბ­რა­ლო საგ­ნამ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი), მთე­ლი ძა­ლით "ჩა­აფ­რინ­დე­ბა" და მას ხე­ლი­დან ვე­რა­ვინ გა­აგ­დე­ბი­ნებს".

- (იცი­ნის) რაც ჩე­მია, ჩემი უნდა იყოს! არც ნივ­თე­ბის გა­ნა­თხოვ­რე­ბა მიყ­ვარს. მე­სა­კუთ­რე ვარ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კა­ხი­ზე ასე­თი "ჩაფ­რე­ნი­ლი" იყა­ვი?

- არა, ეს ქორ­წი­ლის მერე და­მე­მარ­თა - ანუ მა­შინ, როცა გა­ვი­თა­ვი­სე, რომ ის მარ­თლა ჩემი იყო. კა­ხიც მე­სა­კუთ­რეა.

- "პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვის დროს ის ბევრ თვი­სე­ბას დე­ტა­ლუ­რად აფა­სებს".

- მარ­თა­ლია. კახი ჩემ მი­მართ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო და დღე­საც ასეა. მას ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა აქვს.

- "უსა­ფუძ­ვლო ში­შე­ბი ახა­სი­ა­თებს".

- ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვის მე­ში­ნია, სხვა - არაფ­რის.

- "მისი სახე სარ­კეა, რო­მელ­ზეც ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბაა ასა­ხუ­ლი".

- ვინც კარ­გად მიც­ნობს, ად­ვი­ლად გა­მო­იც­ნობს, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ვარ. ზოგ­ჯერ თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა­საც ვცდი­ლობ, მაგ­რამ ესეც მე­ტყო­ბა. ემო­ცი­უ­რი ვარ.

- შორ­სმჭვრე­ტე­ლი ხარ?

- კი.

- რის­კი­ა­ნი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ რის­კზე ხში­რად მივ­დი­ვარ. მამა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მა­რი­გებ­და: სა­ნამ რა­მეს იტყვი ან გა­ა­კე­თებ, ათამ­დე და­ით­ვა­ლეო. ჰოდა, ყო­ველ­თვის ასე ვიქ­ცე­ვი. რის­კი ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს.

- გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი 5 ნიშ­ნად იყო­ფი­ან. პი­რა­დად შენ, "მი­წის გვე­ლის" კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი. ას­ტრო­ლო­გე­ბი სხვე­ბის­გან მშვი­დი ხა­სი­ა­თით გა­მო­გარ­ჩე­ვენ.

- მშვი­დი შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ გავ­ხდი, მა­ნამ­დე მე­ტად მხი­ა­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი ვი­ყა­ვი.

- "როცა საქ­მე სახ­ლის დე­კო­რა­ცი­ას ეხე­ბა, გვე­ლი არ­ჩე­ვანს მშვიდ ტო­ნებ­ზე აკე­თებს. ურ­ჩევ­ნია, ერთი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი ჰქონ­დეს, ვიდ­რე 10 და უხა­რის­ხო".

- სახ­ლის და­ლა­გე­ბა, მორ­თვა, ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში, სახ­ლის დაწკრი­ა­ლე­ბა­ში ტოლს არა­ვის და­ვუ­დებ; თუ ეს ფი­ზი­კუ­რად არ შე­მიძ­ლია ან სხვა საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, დამ­ხმა­რე მომ­ყავს. თუმ­ცა, სახ­ლს უმე­ტე­სად მე ვა­ლა­გებ.

- "ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი ჰყავს, რად­გან ნაკ­ლე­ბად გახ­სნი­ლი ნა­ტუ­რაა".

- ძა­ლი­ან ბევ­რი ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი მყავს, მაგ­რამ მხო­ლოდ 2-3 ადა­მი­ან­თან ვარ ბო­ლომ­დე გახ­სნი­ლი, მათ შო­რის - ერთ-ერთი დე­და­ჩე­მია.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენს ფო­ტო­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და რო­გორც მივ­ხვდი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან ახ­ლობ­ლობ. ქალ­ბა­ტონ ეკა­ზე რას გვე­ტყვი?

- ერ­თმა­ნეთს ბევ­რჯერ შევ­ხვედ­რი­ვართ. მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ის პა­ტა­რას­თან პა­ტა­რაა, დიდ­თან - დიდი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა და კარ­გი მე­უღ­ლეა. ის არის ადა­მი­ა­ნი, ვის­გა­ნაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ის­წავ­ლო. მინ­და სულ ილა­პა­რა­კოს, მე კი ვუს­მი­ნო.

- ბერა შენი შვი­ლის - ლე­ვა­ნი­კოს ნათ­ლი­აა. კახი და ბერა ერ­თმა­ნეთს რო­გორ და­უ­მე­გობ­რდნენ?

- მათ ერ­თმა­ნე­თი მა­შინ გა­იც­ნეს, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შე­სა­ხებ. მერე ბე­რას ბუ­ბუ­კა მო­ვა­ნათ­ვლი­ნეთ და დავ­ნა­თე­სავ­დით კი­დეც. ბერა ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ნათ­ლი­აა, ბუ­ბუ­კა მას­ზე გიჟ­დე­ბა - მის სიმ­ღე­რებს გვარ­თვე­ვი­ნებს და უს­მენს. არა მგო­ნია, ღვიძლ ძმებს ბე­რა­ზე და კა­ხი­ზე უფრო მე­ტად უყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი. ის კარ­გად აღ­ზრდი­ლი ადა­მი­ა­ნია.

- "სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს გველ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა".

- ტყუ­ი­ლია! სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- "მთვა­რი­ა­ნი იდუ­მა­ლი ღამე უყ­ვარს. მთვა­რის შუქი მის ცვა­ლე­ბად ხა­სი­ათს მშვე­ნივ­რად ერ­წყმის".

- მთვა­რი­ან ღა­მე­ში სე­ირ­ნო­ბა მიყ­ვარს და ამა­ზე არც კახი ამ­ბობს უარს.

- "ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნი და ეგო­ის­ტი ხდე­ბა. პარტნი­ო­რის­გან შე­უძ­ლე­ბელ­საც კი ითხოვს".

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა კა­ხის­გან შე­უძ­ლე­ბე­ლი მო­მი­თხო­ვია, რა­ღაც უაზ­რო­ბა მით­ქვამს, მერე კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ და ჩემს ნათ­ქვამ­ზე გამ­ცი­ნე­ბია. კი­დევ კარ­გი, კა­ხის ჩემი ეს­მის.

- "და­სა­ხულ მი­ზანს პირ­და­პირ არას­დროს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლებს და ისეთ სა­ხეს მი­ი­ღებს, თით­ქოს სულ სხვა საქ­მით არის გარ­თუ­ლი..."

- ეს თვი­სე­ბაც მაქვს. ასე ძი­რი­თა­დად მა­შინ ხდე­ბა, როცა არ მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ციო.

- სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ხარ?

- კი. შე­იძ­ლე­ბა ფილმში ვნა­ხო, რო­გორ სჯი­ან ძაღლს და ამა­ზე ვი­ტი­რო.

- "გუ­ლის სწო­რის­თვის ყო­ველ­გვარ მსხვერ­პლს გა­ი­ღებს".

- კა­ხის გამო ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ დავ­თმე, რაც იმ დრო­ის­თვის მქონ­და - ეს იყო ჩემი კა­რი­ე­რა, რო­მელ­ზეც 5 წლის ასა­კი­დან ვოც­ნე­ბობ­დი. მიზ­ნის­თვის რომ მი­მეღ­წია, ბევ­რი ვიშ­რო­მე. ჩემი თა­ო­ბის გო­გო­ნებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ თბი­ლის­ში არც ერთ კას­ტინგზე არ მირ­ჩევ­დნენ, ყვე­ლას­გან და­წუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­დამ შთა­მა­გო­ნა, რომ შე­მეძ­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი და ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. ბევ­რი დამ­ცი­ნო­და, - პა­რიზ­ში რომ წახ­ვალ, წინ და­ჯე­ქი და უფრო მალე ჩახ­ვა­ლო. მარ­თლა წინ დავ­ჯე­ქი, ჩა­ვე­დი და და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. თუმ­ცა, მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი დავ­თმე.

- ასე­თი მსხვერ­პლის გა­ღე­ბა კა­ხიმ გთხო­ვა?

- არა, ეს სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­თხო­ვა, მერე კი მეც მო­ვეშ­ვი, მუ­შა­ო­ბა აღარ მო­ვინ­დო­მე... არა­ფერს ვნა­ნობ.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კახი პარ­ლა­მენ­ტა­რი გახ­დე­ბა, ხომ არ აპი­რებ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­დის გარ­და, სხვა სფე­რო­ში, თუნ­დაც - საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც მო­სინ­ჯო?

- მე­უღ­ლეს გვერ­დით მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვუდ­გე­ბი... ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბულ ბავ­შვთა მდგო­მა­რე­ო­ბას. ეს პა­ტა­რე­ბი ჩი­ნოვ­ნი­კებს მხო­ლოდ ახალ წელს ან შო­ბას ახ­სენ­დე­ბათ და მა­ში­ნაც, მათ­თან სტუმ­რო­ბას სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის იყე­ნე­ბენ. უნდა შე­იქ­მნას ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მათ გან­რიგს გა­წერს - ეს იქ­ნე­ბა ექ­სკურ­სი­ა­ზე წას­ვლა, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა და ა.შ. ამ პა­ტა­რებ­მა უნდა მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა და უნდა ჰქონ­დეთ იმის გან­ცდა, რომ 18 წლის შემ­დეგ სა­კუ­თარ მო­მა­ვალს თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ძა­ლას და ენერ­გი­ას არ და­ვი­შუ­რებ იმის­თვის, რომ ეს ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბას მა­ინც თუ შევ­ძლებ, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ახლა ის ბავ­შვე­ბი რა­ტომ არა­ვის ახ­სოვს?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ისი­ნი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან და ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა არა აქვთ. შენს ამ ჩა­ნა­ფიქრზე კა­ხის­თან გი­ლა­პა­რა­კია?

- არა, ამა­ზე კა­ხის­თან ჯერ არ მი­ლა­პა­რა­კია. ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რი პირ­ვე­ლად თქვენ გა­გან­დეთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როდის დამეგობრდნენ ივანიშვილისა და კალაძის ოჯახის წევრები

როდის დამეგობრდნენ ივანიშვილისა და კალაძის ოჯახის წევრები

"ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია. თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია, მაგრამ საკმარისია, რაიმე აიძულო, ადგილიდან არ დაიძვრება. მას შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ მის ბუნებაში შეღწევა რთულია. არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი დიზაინერ ანუკი არეშიძის ზოდიაქოს ნიშანია. როცა მას დავურეკე და ინტერვიუსთვის შეხვედრა ვთხოვე, იუარა, - ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, რომ ამ თემაზე ლაპარაკის განწყობა არ მაქვსო. თუმცა, ჩვენი შეხვედრა მოგვიანებით მაინც შედგა.

- ასტროლოგიით ბავშვობაში უფრო მეტად ვიყავი დაინტერესებული და პროგნოზსაც ხშირად ვეცნობოდი. მახსოვს, მშობლებმა ასტროლოგს ჩემი პირადი ჰოროსკოპიც შეადგენინეს, მაგრამ არ მისარგებლია.

- "მისი სულიერი მდგომარეობა ხშირად, მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ ხასიათი ხშირად ეცვლება".

- ხასიათი მართლაც, ხშირად მეცვლება. ახალმთვარეობას ვარ დაბადებული. კარგი ინტუიცია მაქვს და ზოგჯერ, საოცარ სიზმრებს ვნახულობ. ისიც ვიცი: ნანახზე თუ არ ვილაპარაკებ, ყველაფერი ამიხდება, თუ ვიტყვი - არა. ზოგჯერ რაღაც რომ მოხდება, მერე ვამხელ: ეს სიზმარში ნანახი მქონდა-მეთქი.

- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".

- ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები, მელანქოლიკი ნამდვილად არ ვარ.

- "მისი წყენინება ადვილია, მაგრამ რთულია უგუნებობის მიზეზის გარკვევა".

- ზოგჯერ უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ და ასეთ დროს ვინმემ უგუნებობის მიზეზი რომ მკითხოს, პასუხს ვერ გავცემ. ყოველთვის ვცდილობ, ცუდი ხასიათით სხვებს დისკომფორტი არ შევუქმნა.

- "კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- საიდუმლო მტერსაც შემიძლია, შევუნახო. რაც შეეხება გრძნობების გადმოცემას, - ეს ძალიან კარგად გამომდის შვილებთან, მეუღლესთან, ოჯახის სხვა წევრებთან, მეგობრებთან. საერთოდ, წერით უფრო მიადვილდება იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ, ვიდრე - ლაპარაკით.

- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით".

- ასეა! ჩემი ინტუიცია თითქმის ყოველთვის მართლდება.

- არჩევნებთან დაკავშირებით შენი ინტუიცია რას "გეუბნება"?

- თავის დროზე, როცა კახიმ მითხრა, რომ მას ფეხბურთისთვის თავის დანებება და პოლიტიკაში წასვლა უნდოდა, დავეთანხმე. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვიცი, რისი გაკეთება უნდა და ამიტომაც, მაქსიმალურად შევუწყვე ხელი. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ვეცდებოდი და ბევრს "ვიმუშავებდი" საიმისოდ, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა.

- დღეს ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად რას ამბობს?

- არ ნანობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელევიზიიდან დაურეკეს და სთხოვეს, - იმ თამაშების ფირები მოგვეცით, რომელშიც მონაწილეობდითო. კახიმ ფირების შერჩევისას ის ვიდეოები ნახა, სადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. უყურა იმ გამარჯვებას და თვალზე ცრემლი მოადგა. ეს ბუნებრივია - როგორ შეიძლება არ მოგენატროს საქმე, რომელსაც წლების მანძილზე აკეთებდი, ძალიან გიყვარდა და რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი იყო?! კახის ხალხი უყვარს და სიამოვნებს, როცა ვინმეს ეხმარება, ეს კი პოლიტიკაში მყოფი ადამიანისთვის აუცილებელი თვისებაა.

- პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, კახი ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდა?

- აუცილებლად! უბრალოდ, ეს პროცესი ბატონი ბიძინას გამოჩენამ დააჩქარა.

- "თუ კეთილად ეპყრობიან, მათი მართვა ადვილია, მაგრამ საკმარისია, რაიმე აიძულო, ადგილიდან არც კი დაიძვრება".

- ტკბილი სიტყვით ყველაფერს გამაკეთებინებ, მაგრამ იმასაც გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.

- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია. შეუძლია ადამიანები ბოლომდე შეიყვაროს ან სასტიკი მტერიც იყოს".

- ყველა ადამიანთან ბოლომდე ვიხარჯები, ყველას ამოვუდგები მხარში, მაგრამ საკმარისია ვინმეს ისეთი რაღაც შეეშალოს, რასაც საკუთარ თავსაც არ ვაპატიებდი, მერე ის ადამიანი ჩემ გვერდით ვეღარ იქნება. ბავშვობაში ბევრმა გული ცუდად მატკინა. ახლა ჩემთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ, მაგრამ მათთან მეგობრობის სურვილი ნაკლებად მაქვს.

- ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ნიშნით რომელიმე მეგობარს ხომ არ დაშორებიხარ?

- არა. ახლო მეგობრები ერთ აზრზე ვართ. თუმცა, ჩემს შეხედულებას რომც არ იზიარებდნენ, ამისთვის არავის დავკარგავ. მთავარია, პიროვნულად არ ჩაიჭრან.

- "თუ მას არასწორად მოექცევი, არასდროს გაპატიებს. ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- ასტროლოგებს ნაწილობრივ ვეთანხმები. შურისძიებაზე რამდენჯერმე წავსულვარ და მიზნისთვისაც მიმიღწევია.

- "რეალურად, კირჩხიბის ძალიან ცოტა ადამიანს თუ ესმის".

- იმის განცდა, რომ ადამიანები ვერ მიგებენ, ნამდვილად არ მაქვს.

- "უყვარს ფულის შეგროვება".

- მფლანგველი არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობიდან ფულს ვაგროვებ, მაგრამ ძუნწი არ ვარ. შემიძლია დაგროვილი თანხა სხვას მივცე და მერე არც მოვთხოვო.

- "კირჩხიბს თუ რამე სურს (საყვარელი ადამიანიდან დაწყებული, უბრალო საგნამდე დამთავრებული), მთელი ძალით "ჩააფრინდება" და მას ხელიდან ვერავინ გააგდებინებს".

- (იცინის) რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს! არც ნივთების განათხოვრება მიყვარს. მესაკუთრე ვარ.

- შეყვარებულობის პერიოდში კახიზე ასეთი "ჩაფრენილი" იყავი?

- არა, ეს ქორწილის მერე დამემართა - ანუ მაშინ, როცა გავითავისე, რომ ის მართლა ჩემი იყო. კახიც მესაკუთრეა.

- "პარტნიორის არჩევის დროს ის ბევრ თვისებას დეტალურად აფასებს".

- მართალია. კახი ჩემ მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო და დღესაც ასეა. მას ბევრი კარგი თვისება აქვს.

- "უსაფუძვლო შიშები ახასიათებს".

- ახლობელი ადამიანების დაკარგვის მეშინია, სხვა - არაფრის.

- "მისი სახე სარკეა, რომელზეც შინაგანი განწყობაა ასახული".

- ვინც კარგად მიცნობს, ადვილად გამოიცნობს, როგორ ხასიათზე ვარ. ზოგჯერ თავის ხელში აყვანასაც ვცდილობ, მაგრამ ესეც მეტყობა. ემოციური ვარ.

- შორსმჭვრეტელი ხარ?

- კი.

- რისკიანი?

- ვერ ვიტყვი, რომ რისკზე ხშირად მივდივარ. მამა ბავშვობიდანვე მარიგებდა: სანამ რამეს იტყვი ან გააკეთებ, ათამდე დაითვალეო. ჰოდა, ყოველთვის ასე ვიქცევი. რისკი ნაკლებად მიზიდავს.

- გველის წელში დაბადებული ადამიანები 5 ნიშნად იყოფიან. პირადად შენ, "მიწის გველის" კატეგორიას განეკუთვნები. ასტროლოგები სხვებისგან მშვიდი ხასიათით გამოგარჩევენ.

- მშვიდი შვილის გაჩენის შემდეგ გავხდი, მანამდე მეტად მხიარული და ხალისიანი ვიყავი.

- "როცა საქმე სახლის დეკორაციას ეხება, გველი არჩევანს მშვიდ ტონებზე აკეთებს. ურჩევნია, ერთი ძვირად ღირებული ნივთი ჰქონდეს, ვიდრე 10 და უხარისხო".

- სახლის დალაგება, მორთვა, ინტერიერის განახლება ძალიან მიყვარს. საოჯახო საქმეების კეთებაში, სახლის დაწკრიალებაში ტოლს არავის დავუდებ; თუ ეს ფიზიკურად არ შემიძლია ან სხვა საქმით ვარ დაკავებული, დამხმარე მომყავს. თუმცა, სახლს უმეტესად მე ვალაგებ.

- "ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს, რადგან ნაკლებად გახსნილი ნატურაა".

- ძალიან ბევრი ნაცნობი და ახლობელი მყავს, მაგრამ მხოლოდ 2-3 ადამიანთან ვარ ბოლომდე გახსნილი, მათ შორის - ერთ-ერთი დედაჩემია.

- სოციალურ ქსელში შენს ფოტოებს ვათვალიერებდი და როგორც მივხვდი, ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან ახლობლობ. ქალბატონ ეკაზე რას გვეტყვი?

- ერთმანეთს ბევრჯერ შევხვედრივართ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ის პატარასთან პატარაა, დიდთან - დიდი. არაჩვეულებრივი დედა და კარგი მეუღლეა. ის არის ადამიანი, ვისგანაც შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. მინდა სულ ილაპარაკოს, მე კი ვუსმინო.

- ბერა შენი შვილის - ლევანიკოს ნათლიაა. კახი და ბერა ერთმანეთს როგორ დაუმეგობრდნენ?

- მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პირველი განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. მერე ბერას ბუბუკა მოვანათვლინეთ და დავნათესავდით კიდეც. ბერა ყურადღებიანი ნათლიაა, ბუბუკა მასზე გიჟდება - მის სიმღერებს გვართვევინებს და უსმენს. არა მგონია, ღვიძლ ძმებს ბერაზე და კახიზე უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი. ის კარგად აღზრდილი ადამიანია.

- "საზოგადოებას უჭირს გველთან ურთიერთობა, რადგან ის საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა".

- ტყუილია! საიდუმლოებებით მოცული ნამდვილად არ ვარ.

- "მთვარიანი იდუმალი ღამე უყვარს. მთვარის შუქი მის ცვალებად ხასიათს მშვენივრად ერწყმის".

- მთვარიან ღამეში სეირნობა მიყვარს და ამაზე არც კახი ამბობს უარს.

- "ურთიერთობაში ხშირად ეჭვიანი და ეგოისტი ხდება. პარტნიორისგან შეუძლებელსაც კი ითხოვს".

- ყოფილა შემთხვევა კახისგან შეუძლებელი მომითხოვია, რაღაც უაზრობა მითქვამს, მერე კი დავფიქრებულვარ და ჩემს ნათქვამზე გამცინებია. კიდევ კარგი, კახის ჩემი ესმის.

- "დასახულ მიზანს პირდაპირ არასდროს მიუახლოვდება, მის გარშემო იტრიალებს და ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს სულ სხვა საქმით არის გართული..."

- ეს თვისებაც მაქვს. ასე ძირითადად მაშინ ხდება, როცა არ მინდა, საზოგადოების ყურადღება მივიქციო.

- სენტიმენტალური ხარ?

- კი. შეიძლება ფილმში ვნახო, როგორ სჯიან ძაღლს და ამაზე ვიტირო.

- "გულის სწორისთვის ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს".

- კახის გამო ყველაზე ძვირფასი რამ დავთმე, რაც იმ დროისთვის მქონდა - ეს იყო ჩემი კარიერა, რომელზეც 5 წლის ასაკიდან ვოცნებობდი. მიზნისთვის რომ მიმეღწია, ბევრი ვიშრომე. ჩემი თაობის გოგონებმა კარგად იციან, რომ თბილისში არც ერთ კასტინგზე არ მირჩევდნენ, ყველასგან დაწუნებული ვიყავი, მაგრამ დედამ შთამაგონა, რომ შემეძლო წარმატებული მოდელი გავმხდარიყავი და ვარჯიში დავიწყე. ბევრი დამცინოდა, - პარიზში რომ წახვალ, წინ დაჯექი და უფრო მალე ჩახვალო. მართლა წინ დავჯექი, ჩავედი და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. თუმცა, მერე ეს ყველაფერი დავთმე.

- ასეთი მსხვერპლის გაღება კახიმ გთხოვა?

- არა, ეს სიტუაციამ მოითხოვა, მერე კი მეც მოვეშვი, მუშაობა აღარ მოვინდომე... არაფერს ვნანობ.

- იმ შემთხვევაში, თუ კახი პარლამენტარი გახდება, ხომ არ აპირებ საკუთარი ძალები მოდის გარდა, სხვა სფეროში, თუნდაც - საქველმოქმედო საქმიანობაშიც მოსინჯო?

- მეუღლეს გვერდით მაქსიმალურად დავუდგები... ძალიან განვიცდი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა მდგომარეობას. ეს პატარები ჩინოვნიკებს მხოლოდ ახალ წელს ან შობას ახსენდებათ და მაშინაც, მათთან სტუმრობას საკუთარი პიარისთვის იყენებენ. უნდა შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც მათ განრიგს გაწერს - ეს იქნება ექსკურსიაზე წასვლა, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება და ა.შ. ამ პატარებმა უნდა მიიღონ განათლება და უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ 18 წლის შემდეგ საკუთარ მომავალს თავად უზრუნველყოფენ. ძალას და ენერგიას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ეს ჩანაფიქრი განვახორციელო. ერთი ადამიანის ცხოვრების გალამაზებას მაინც თუ შევძლებ, ბედნიერი ვიქნები. საინტერესოა, ახლა ის ბავშვები რატომ არავის ახსოვს?

- ალბათ იმიტომ, რომ ისინი არასრულწლოვნები არიან და ხმის მიცემის უფლება არა აქვთ. შენს ამ ჩანაფიქრზე კახისთან გილაპარაკია?

- არა, ამაზე კახისთან ჯერ არ მილაპარაკია. ჩემი ჩანაფიქრი პირველად თქვენ გაგანდეთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება