სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმართა უფლებები
პატიმართა უფლებები

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ველ­მა კად­რებ­მა მსჯავ­რდე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­აქ­ცია. სა­მო­მავ­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­ტი­მარ­თა დაც­ვა­სა და სრულ უსაფრ­თხო­ე­ბას გვპირ­დე­ბა. რისი უფ­ლე­ბა აქვთ პა­ტიმ­რებს, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი და რა ხარ­ვე­ზე­ბი აქვს მას? თქვენს კი­თხვებს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­კი­თხვე­ბი:

მკი­თხვე­ლი ვასო: სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტიმ­რე­ბის აუ­ტა­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­მარ­თავ­მა კა­ნო­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა თუ ამ კა­ნო­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ? თუ და­ვი­ცავთ იმ კა­ნო­ნებს, რაც დღეს ძა­ლა­შია, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა თუ კა­ნო­ნიც შე­საც­ვლე­ლია?

თუ თქვენ გუ­ლის­ხმობთ პა­ტი­მარ­თა მი­მართ წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებს, მა­შინ უნდა ით­ქვას, რომ პირ­ველ რიგ­ში ამ სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით და ამის შე­დე­გად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მით. ამას­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მოპ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კუ­თხით.

მკი­თხვე­ლი თა­მა­რი: ყვე­ლა პა­ტი­მა­რი ერთი და იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლობს თუ ბრალ­დე­ბას გა­აჩ­ნია? ვგუ­ლის­ხმობ პა­ემ­ნე­ბი­სა და ზა­რის უფ­ლე­ბას.

ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რო­გო­რი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს მსჯავ­რდე­ბუ­ლი. ტი­პის გან­სა­ზღვრა კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მე­ზე.

და­ხუ­რუ­ლი ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­გორც წესი, სას­ჯელს იხ­დის პირი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი გან­ზრა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ნე­სა­ზღვრა 10 წელ­ზე მეტი ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა; გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი, უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი პირი და ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი, რომ­ლებ­საც სას­ჯე­ლის სა­ხით გან­სა­ზღვრუ­ლი ჰქონ­დათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, აგ­რეთ­ვე მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი წე­სით გად­მოყ­ვა­ნი­ლია სხვა ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. ამ ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს:

ა) 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დეს 1 ხან­მოკ­ლე პა­ე­მა­ნი, ხოლო წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მით – თვე­ში 1 და­მა­ტე­ბი­თი ხან­მოკ­ლე პა­ე­მა­ნი;

ბ) 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით ჰქონ­დეს 3 სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, თი­თო­ე­უ­ლი – არა უმე­ტეს 15 წუ­თი­სა, ხოლო წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მით, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით − ული­მი­ტო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, თი­თო­ე­უ­ლი − არა უმე­ტეს 15 წუ­თი­სა.

უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თილ მსჯავ­რდე­ბულს, რო­მე­ლიც სას­ჯელს იხ­დის და­ხუ­რუ­ლი ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, უფ­ლე­ბა აქვს, ჰქონ­დეს 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ხან­გრძლი­ვი პა­ე­მა­ნი, ხოლო წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მით – წე­ლი­წად­ში 2 და­მა­ტე­ბი­თი ხან­გრძლი­ვი პა­ე­მა­ნი.

ნა­ხევ­რად ღია ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­გორც წესი, სას­ჯელს იხ­დის პირი, რო­მე­ლიც მსჯავ­რდე­ბუ­ლია ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის და რომ­ლის­თვის და­ნიშ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ვადა არ აღე­მა­ტე­ბა 10 წელს; მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი წე­სით გად­მოყ­ვა­ნი­ლია სხვა ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან; ქალი, რო­მელ­საც შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს სას­ჯე­ლი ვა­დი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით.

ნა­ხევ­რად ღია ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდნენ სხვა პი­რე­ბი, მათი პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მსჯავ­რდე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს:

ა) 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დეს 2 ხან­მოკ­ლე პა­ე­მა­ნი, ხოლო წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მით – თვე­ში 1 და­მა­ტე­ბი­თი ხან­მოკ­ლე პა­ე­მა­ნი;

ბ) 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით ჰქონ­დეს 4 სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, თი­თო­ე­უ­ლი – არა უმე­ტეს 15 წუ­თი­სა, ხოლო წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მით, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით − ული­მი­ტო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, თი­თო­ე­უ­ლი − არა უმე­ტეს 15 წუ­თი­სა;

გ)და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გილ­დეს ნა­ხევ­რად ღია ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მისი დე­ბუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

დ) 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დეს 2 ხან­გრძლი­ვი პა­ე­მა­ნი, ხოლო წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მით – წე­ლი­წად­ში 2 და­მა­ტე­ბი­თი ხან­გრძლი­ვი პა­ე­მა­ნი.

მკი­თხვე­ლი შალ­ვა: ტე­ლე­ვი­ზო­რი, რა­დიო, ტე­ლე­ფო­ნი, კომ­პი­უ­ტე­რი - ამ ყვე­ლაფ­რით სარ­გებ­ლო­ბა პა­ტი­მარს აკ­რძა­ლუ­ლი აქვს თუ უბ­რა­ლოდ, არ აძ­ლე­ვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის" თა­ნახ­მად ბრალ­დე­ბულს/მსჯავ­რდე­ბულს უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია პრე­სი­თა და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ისარ­გებ­ლოს მხატ­ვრუ­ლი და სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რით; ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ნის­ტრის 2011 წლის 30 მა­ისს ბრძა­ნე­ბის #97 "პა­ტიმ­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის, შე­რე­უ­ლი ტი­პის ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ", 21-ე და 28-ე მუხ­ლე­ბის თა­ნახ­მად პა­ტი­მარს უფ­ლე­ბა აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნე­ბარ­თვით იქო­ნი­ოს სა­კუ­თა­რი რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი ან ტე­ლე­ვი­ზო­რი. შე­ზღუდ­ვაა მხო­ლოდ იმ პი­რის მი­მართ, რო­მე­ლიც მო­თავ­სე­ბუ­ლია სა­მარ­ტოო სა­კან­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, მისი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ქონა აკ­რძა­ლუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის 74-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უფ­ლე­ბა აქვს პა­ტიმ­რის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნოს წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მა - კერ­ძოდ, დარ­თოს ნება ისარ­გებ­ლოს პი­რა­დი კომ­პი­უ­ტე­რით.

მკი­თხვე­ლი ალექ­სან­დრე: პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლნი გახ­დნენ და ცო­ცხლე­ბიც აღარ არი­ან, რო­დეს­მე გა­და­ი­ხე­დე­ბა თუ არა? მათ ოჯა­ხებს ამის­თვის რა­ი­მე ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა მო­უ­წევთ?

თუ ამ ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ არის და­წყე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­მა უნდა მი­მარ­თონ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით. ოჯა­ხის წევ­რებს ამ კუ­თხით არა­ნა­ი­რი ხარ­ჯის გა­ღე­ბა არ მო­უ­წევთ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ საქ­მე­ე­ბის გა­და­სინ­ჯვას, რო­მელ­ზეც უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ახ­ლად­გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ზა­ნიზ­მი უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვი­სა ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­უ­ბა­რია გარ­კვე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე. რომ­ლის მი­ზა­ნი, სწო­რედ უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვა იქ­ნე­ბა.

მკი­თხვე­ლი მა­ი­კო: როცა პა­ტიმ­რის­თვის ნივ­თე­ბის შეგ­ზავ­ნა გვინ­და, ყო­ველ ჯერ­ზე ახალ-ახა­ლი აკ­რძალ­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგე­ბით. რის მი­ხედ­ვით რე­გუ­ლირ­დე­ბა შე­საგ­ზავ­ნი ნივ­თე­ბის აკ­რძალ­ვა ან ნე­ბა­დარ­თუ­ლო­ბა?

სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის 2011 წლის 30 მა­ი­სის #97 ბრა­ძა­ნე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის, ნივ­თე­ბის, ნა­კე­თე­ბო­ბის და დო­კუ­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს რო­მელ­თა შე­ნახ­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლებს/მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, ამა­ვე ბრძა­ნე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია იმ პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბის, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სხვა ნივ­თე­ბი­სა და საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა მი­ღე­ბის შე­ნახ­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ბრალ­დე­ბულს კა­ნო­ნი­ე­რად გა­აჩ­ნია.

მკი­თხვე­ლი ზურა: სად შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ძი­ოთ და გა­ვეც­ნოთ პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბებს? რო­მელ კა­ნონ­შია ეს ასა­ხუ­ლი?

პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბებს შე­იძ­ლე­ბა გა­ეც­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სი", ასე­ვე, უფ­ლე­ბე­ბი გა­წე­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ნის­ტრის 2011 წლის 30 მა­ისს ბრძა­ნე­ბა #97 -პა­ტიმ­რო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის, შე­რე­უ­ლი ტი­პის ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ".

მკი­თხვე­ლი თემო: ერთ კა­მე­რა­ში რომ 30 კაცი ზის და გა­რეთ ჰა­ერ­ზე არ გა­ყავთ, ეს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა არ არის?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სით" დად­გე­ნი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ლი­მი­ტი თი­თო­ე­ულ მსჯავ­რდე­ბულ­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტი­პის მი­ხედ­ვით. კერ­ძოდ:

მსჯავ­რდე­ბულ­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის ნორ­მა ნა­ხევ­რად ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ უნდა იყოს 2 კვ. მეტრზე, და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში – 2,5 კვ. მეტრზე, ქალ­თა სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში – 3 კვ. მეტრზე, არას­რულ­წლო­ვან­თა სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში – 3,5 კვ. მეტრზე, ხოლო ბრალ­დე­ბულ­თა/მსჯავ­რდე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში – 3 კვ. მეტრზე ნაკ­ლე­ბი.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის #142 ბრძა­ნე­ბით, რე­გუ­ლირ­დე­ბა ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა გან­თავ­სე­ბის ლი­მი­ტი, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით.

თუ კონ­კრე­ტულ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა ბრძა­ნე­ბით დად­გე­ნილ ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა გან­თავ­სე­ბის ლი­მიტს და ასე­ვე თუ არ არის და­ცე­უ­ლი ფარ­თობ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ლი­მი­ტე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის" ასე­ვე ზე­მო­აღ­ნი­შუ­ლი ბრძა­ნე­ბის დარ­ღვე­ვას.

მსჯავ­რდე­ბულს, რო­მე­ლიც სას­ჯელს იხ­დის და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მო­თავ­სე­ბუ­ლია ნა­ხევ­რად ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის საკ­ნის ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ სად­გომ­ში, ან არ მუ­შა­ობს სუფ­თა ჰა­ერ­ზე, აქვს სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ დღე­ში ერთი სა­ა­თი­სა.

მკი­თხვე­ლი ლაშა: თუ შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­კვით, პა­ტი­მარს აქვს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა? სა­ერ­თოდ, სწავ­ლის ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის? თუ სტუ­დენ­ტი მოხ­ვდა სა­პყრო­ბი­ლე­ში, შეძ­ლებს თუ არა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას და დიპ­ლო­მის აღე­ბას?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სი" გან­სა­ზღვრავს ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია შექ­მნას პი­რო­ბე­ბი, რათა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა/მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა მი­ი­ღონ ზო­გა­დი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

მკი­თხვე­ლი ნინო: რა შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი პა­ტიმ­რის ვა­დამ­დე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა?

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, და­ნა­შა­უ­ლი სამ კა­ტე­გო­რი­ად იყო­ფა: ნაკ­ლე­ბად მძი­მე, მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე. და­ნა­შა­უ­ლი ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა თუ მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი (ვა­დი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით) კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის არ აღე­მა­ტე­ბა ხუთ წელს, და­ნა­შა­უ­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა თუ ვა­დი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი ათ წელს არ აღე­მა­ტე­ბა ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა და­ნა­შა­უ­ლი, რო­დე­საც მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით ათ წელ­ზე მეტს ით­ვა­ლის­წი­ნებს

და­ნა­შა­უ­ლის კა­ტე­გო­რი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მსჯავ­რდე­ბულ­თა ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მე­ქა­ნიზმს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის ნა­ხევ­რის გას­ვლის შემ­დეგ, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის ორი მე­სა­მე­დის გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სამი მე­ო­თხე­დის გას­ვლის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თოს მსჯავ­რდე­ბულ­მა ან/და მისი ოჯა­ხის წევ­რმა, ად­ვო­კატ­მა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს მუდ­მივ მოქ­მედ კო­მი­სი­ას. კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს წარ­დგე­ნილ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას რის შემ­დე­გაც გა­მო­აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 1) შუ­ამ­დგომ­ლო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ხებ 2) შუ­ამ­დგომ­ლო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ. კო­მი­სი­ის მიერ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით სა­ჩივ­რდე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში.

მსჯავ­რდე­ბულ­თა ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე ავად­მყო­ფო­ბის ან ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო. მსგავ­სი ტი­პის შუ­ამ­დგომ­ლო­ბებს იხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი მუდ­მოვ­მოქ­მე­დი კო­მი­სია. და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბის შე­საძ­ლოა გახ­დეს მსჯავ­რდე­ბუ­ლის სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრძა­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პატიმართა უფლებები

პატიმართა უფლებები

პატიმართა წამების ამსახველმა კადრებმა მსჯავრდებულთა უფლებები საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია. სამომავლოდ ხელისუფლება პატიმართა დაცვასა და სრულ უსაფრთხოებას გვპირდება. რისი უფლება აქვთ პატიმრებს, რას ითვალისწინებს კანონი და რა ხარვეზები აქვს მას? თქვენს კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ვასო: საქართველოში პატიმრების აუტანელი მდგომარეობა გაუმართავმა კანონებმა განაპირობა თუ ამ კანონების შეუსრულებლობამ? თუ დავიცავთ იმ კანონებს, რაც დღეს ძალაშია, მდგომარეობა გაუმჯობესდება თუ კანონიც შესაცვლელია?

თუ თქვენ გულისხმობთ პატიმართა მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, მაშინ უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში ამ სისტემური პრობლემის არსებობა გამოწვეულია არაეფექტური გამოძიებით და ამის შედეგად დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომით. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელია კანონმდებლობაც წამებისა და არასათანადო მოპრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

მკითხველი თამარი: ყველა პატიმარი ერთი და იგივე უფლებებით სარგებლობს თუ ბრალდებას გააჩნია? ვგულისხმობ პაემნებისა და ზარის უფლებას.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია როგორი ტიპის დაწესებულებაში იხდის სასჯელს მსჯავრდებული. ტიპის განსაზღვრა კი დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმეზე.

დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. ამ ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

ბ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.

უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის პირი, რომელიც მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის და რომლისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 10 წელს; მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; ქალი, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ასევე შეიძლება განთავსდნენ სხვა პირები, მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

ბ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;

გ)დამოუკიდებლად გადაადგილდეს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე მისი დებულებით დადგენილი წესით.

დ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

მკითხველი შალვა: ტელევიზორი, რადიო, ტელეფონი, კომპიუტერი - ამ ყველაფრით სარგებლობა პატიმარს აკრძალული აქვს თუ უბრალოდ, არ აძლევენ ამის საშუალებას?

საქართველოს კანონის "პატიმრობის კოდექსის" თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2011 წლის 30 მაისს ბრძანების #97 "პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ", 21-ე და 28-ე მუხლების თანახმად პატიმარს უფლება აქვს ადმინისტრაციის ნებართვით იქონიოს საკუთარი რადიომიმღები ან ტელევიზორი. შეზღუდვაა მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში.

რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, მისი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქონა აკრძალულია. აღნიშნული დებულების 74-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციას უფლება აქვს პატიმრის მიმართ გამოიყენოს წახალისების ფორმა - კერძოდ, დართოს ნება ისარგებლოს პირადი კომპიუტერით.

მკითხველი ალექსანდრე: პატიმრების საქმეები, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ და ცოცხლებიც აღარ არიან, როდესმე გადაიხედება თუ არა? მათ ოჯახებს ამისთვის რაიმე ხარჯების გაღება მოუწევთ?

თუ ამ ფაქტებზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული, ამ შემთხვევაში, ოჯახის წევრებმა უნდა მიმართონ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ოჯახის წევრებს ამ კუთხით არანაირი ხარჯის გაღება არ მოუწევთ. რაც შეეხება იმ საქმეების გადასინჯვას, რომელზეც უკვე დასრულებულია გამოძიება, შესაძლებელია ახლადგამოვლენილი გარემოების არსებობის პირობებში. სხვა სამართლებრივი მეზანიზმი უკანონო განაჩენების გადახედვისა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა საუბარია გარკვეული საგამოძიებო კომისიების შექმნის თაობაზე. რომლის მიზანი, სწორედ უკანონო განაჩენების გადახედვა იქნება.

მკითხველი მაიკო: როცა პატიმრისთვის ნივთების შეგზავნა გვინდა, ყოველ ჯერზე ახალ-ახალი აკრძალვების წინაშე ვდგებით. რის მიხედვით რეგულირდება შესაგზავნი ნივთების აკრძალვა ან ნებადართულობა?

საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის #97 ბრაძანება ითვალისწინებს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთებობის და დოკუმენტების ჩამონათვალს რომელთა შენახვა და გამოყენება ეკრძალება ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, ამავე ბრძანებით განსაზღვრულია იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღების შენახვისა და გამოყენების უფლება ბრალდებულს კანონიერად გააჩნია.

მკითხველი ზურა: სად შეიძლება მოვიძიოთ და გავეცნოთ პატიმრების უფლებებს? რომელ კანონშია ეს ასახული?

პატიმრების უფლებებს შეიძლება გაეცნოთ საქართველოს კანონში "პატიმრობის კოდექსი", ასევე, უფლებები გაწერილია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2011 წლის 30 მაისს ბრძანება #97 -პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ".

მკითხველი თემო: ერთ კამერაში რომ 30 კაცი ზის და გარეთ ჰაერზე არ გაყავთ, ეს კანონის დარღვევა არ არის?

საქართველოს კანონის "პატიმრობის კოდექსით" დადგენილია საცხოვრებელი ფართის ლიმიტი თითოეულ მსჯავრდებულზე დაწესებულების ტიპის მიხედვით. კერძოდ:

მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2 კვ. მეტრზე, დახურული ტიპის დაწესებულებაში – 2,5 კვ. მეტრზე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3 კვ. მეტრზე, არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3,5 კვ. მეტრზე, ხოლო ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში – 3 კვ. მეტრზე ნაკლები.

ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #142 ბრძანებით, რეგულირდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი, რაოდენობრივი თვალსაზრისით.

თუ კონკრეტულ სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობა აღემატება ბრძანებით დადგენილ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტს და ასევე თუ არ არის დაცეული ფართობთან დაკავშირებული ლიმიტები, აღნიშნული წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონის "პატიმრობის კოდექსის" ასევე ზემოაღნიშული ბრძანების დარღვევას.

მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის დაწესებულებაში, მოთავსებულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, ან არ მუშაობს სუფთა ჰაერზე, აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება არანაკლებ დღეში ერთი საათისა.

მკითხველი ლაშა: თუ შეიძლება გამარკვით, პატიმარს აქვს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლება? საერთოდ, სწავლის ან კვალიფიკაციის ამაღლების? თუ სტუდენტი მოხვდა საპყრობილეში, შეძლებს თუ არა სწავლის გაგრძელებას და დიპლომის აღებას?

საქართველოს კანონის "პატიმრობის კოდექსი" განსაზღვრავს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განათლების საკითხებს. კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.

მკითხველი ნინო: რა შემთხვევაშია შესაძლებელი პატიმრის ვადამდელი გათავისუფლება?

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაული სამ კატეგორიად იყოფა: ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე. დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება თუ მაქსიმალური სასჯელი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით) კონკრეტული დანაშაულისათვის არ აღემატება ხუთ წელს, დანაშაული მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება თუ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმალური სასჯელი ათ წელს არ აღემატება ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება დანაშაული, როდესაც მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ათ წელზე მეტს ითვალისწინებს

დანაშაულის კატეგორიების გათვალისწინებით კანონმდებლობა მსჯავრდებულთა ვადამდე ადრე გათავისუფლების შემდეგ მექანიზმს ითვალისწინებს. ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელის ნახევრის გასვლის შემდეგ, მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ორი მესამედის გასვლის შემთხვევაში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, სამი მეოთხედის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს მსჯავრდებულმა ან/და მისი ოჯახის წევრმა, ადვოკატმა, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივ მოქმედ კომისიას. კომისია განიხილავს წარდგენილ შუამდგომლობას რის შემდეგაც გამოაქვს გადაწყვეტილება 1) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ 2) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით საჩივრდება სასამართლოში.

მსჯავრდებულთა ვადამდე ადრე გათავისუფლება შესაძლებელია ასევე ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო. მსგავსი ტიპის შუამდგომლობებს იხილავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმოვმოქმედი კომისია. დაავადებები, რომლების შესაძლოა გახდეს მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი დამტკიცებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ