სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში და ძი­რი­თად უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში დღე­ი­დან ახა­ლი სას­წავ­ლო წელი და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, 2012-2013 წლის სას­წავ­ლო სე­ზო­ნი 2082 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ხეთ­ში, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ერი­სი­მე­დი­სა და სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შიბ­ლი­ა­ნის ახ­ლად გახ­სნილ სკო­ლებს ეს­ტუმ­რე­ბა.

წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წელი ორ­სე­მესტრი­ა­ნია. მოს­წავ­ლე­ე­ბი იან­ვარ­ში და აღ­დგო­მის დღე­ებ­ში და­ის­ვე­ნე­ბენ. I და XII კლა­სე­ლე­ბი სწავ­ლას მა­ის­ში, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში და­ას­რუ­ლე­ბენ. ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შაო წელს 527 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე, იხ­სნე­ბა სკო­ლე­ბი კა­ხეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა და გუ­რი­ა­ში.

დღეს­ვე, 140 ათა­სი მოს­წავ­ლე, პირ­ვე­ლი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით, სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან სა­ჩუქ­რად სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს მი­ი­ღებს. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი გა­და­ე­ცე­მათ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის წევ­რებს (70001-ზე ნაკ­ლე­ბი ქუ­ლით); იმ ოჯა­ხე­ბის მოს­წავ­ლე­ებს, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად სამი ან მეტი და-ძმა სწავ­ლობს სკო­ლა­ში; 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის შვი­ლებს. სულ ამ სამი კა­ტე­გო­რი­ის მოს­წავ­ლე­ებ­ზე მი­ლი­ო­ნამ­დე წიგ­ნი გა­ი­ცე­მა. გარ­და ამი­სა, 17 სექ­ტემ­ბერს, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველკ­ლა­სელს სკო­ლა­ში დახ­ვდე­ბა ნეტ­ბუ­ქი "ბუკი".

წელს პირ­ვე­ლად, სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 400 სკო­ლა­ში გა­ი­ყი­დე­ბა. სკო­ლებ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ისე გა­და­ნა­წილ­დე­ბა, რომ წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას მო­მიჯ­ნა­ვე სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბიც შეძ­ლე­ბენ. ამ ობი­ექ­ტებ­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი 10 ლარი იქ­ნე­ბა. წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებს 10 სექ­ტემ­ბრი­დან 8 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მი­ე­ცე­მათ. სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ამ სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში და ძირითად უმაღლეს სასწავლებლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, 2012-2013 წლის სასწავლო სეზონი 2082 საჯარო სკოლაში დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის ახლად გახსნილ სკოლებს ესტუმრება.

წლევანდელი სასწავლო წელი ორსემესტრიანია. მოსწავლეები იანვარში და აღდგომის დღეებში დაისვენებენ. I და XII კლასელები სწავლას მაისში, ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეები ივნისის შუა რიცხვებში დაასრულებენ. ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ასევე, იხსნება სკოლები კახეთში, სამეგრელოსა და გურიაში.

დღესვე, 140 ათასი მოსწავლე, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე მილიონამდე წიგნი გაიცემა. გარდა ამისა, 17 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში დახვდება ნეტბუქი "ბუკი".

წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ამ სკოლების ჩამონათვალი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"