კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავების ყველაზე ორიგინალური გატაცებები
ვარსკვლავების ყველაზე ორიგინალური გატაცებები

მათ ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბებ­სა თუ შო­უ­მე­ნებს, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში - რო­გორც სკან­და­ლუ­რი ქრო­ნი­კე­ბის გმი­რებს. თუმ­ცა ყვე­ლას, ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­სა და საქ­მი­ან­საც კი, აქვს რა­ი­მე სხვა გა­ტა­ცე­ბა ან საქ­მე. სწო­რედ ამ ვარ­სკვლა­ვურ ჰო­ბი­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ და გა­და­ვავ­ლებთ თვალს, ვინ რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფალ დროს.

დიტა ფონ ტიზი თა­ვი­სუ­ფალ დროს თურ­მე ქა­ლის თეთ­რე­ულს, უფრო სწო­რად, საც­ვლებს აგ­რო­ვებს. ინ­ტი­მუ­რი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში გას­ჩე­ნია, როცა მა­მა­მი­სის საყ­ვა­რელ ჟურ­ნალ "პლე­ი­ბო­ის" ფურ­ცლავ­და. მა­შინ ალ­ბათ ვერც იფიქ­რებ­და, რომ ამ ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზეც ბევ­რჯერ მოხ­ვდე­ბო­და და ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის უამ­რავ რეკ­ლა­მა­შიც მო­უ­წევ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

ჯონ ტრა­ვოლ­ტას ძა­ლი­ან უყ­ვარს ცა და თვითმფრი­ნა­ვე­ბი. იმ­დე­ნად, რომ მარ­თვაც ის­წავ­ლა და იყი­და ბო­ინგ-707, რო­მელ­საც თა­ვი­სი შვი­ლე­ბის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. ასე რომ, უქ­მე­ებ­ზე ტრა­ვოლ­ტას ნახ­ვა ძი­რი­თა­დად ცაში შე­იძ­ლე­ბა, თვითმფრი­ნა­ვის სა­ჭეს­თან.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის გა­ტა­ცე­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რად­გან ის თვალ­სა­ჩი­ნოა - ენ­ჯის ტა­ტუ­ი­რე­ბე­ბი უყ­ვარს. ამ­ჟა­მად 13 ტატუ აქვს. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან მისი მო­რი­გი ახა­ლი ტა­ტუს გა­მო­ჩე­ნას.

ჯერ­ჯე­რო­ბით ენჯი ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და "კო­ლექ­ცია" დიდი ხა­ნია არ გა­უმ­დიდ­რე­ბია.

ჯონი დეპს მე­ტად ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი გა­ტა­ცე­ბა ჰქო­ნია. ის აგ­რო­ვებს... მტრე­დე­ბის ჩონ­ჩხებს. სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბო­და, რო­გორ ნა­დი­რობს "ჯეკ ბე­ღუ­რა" საბ­რა­ლო "მშვი­დო­ბის ფრინ­ვე­ლებ­ზე".

ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკს, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ ამე­რი­კელს, კა­ლათ­ბურ­თი უყ­ვარს. თა­ნაც, მხო­ლოდ ყუ­რე­ბა კი არა, თა­მა­შიც. არც ისე ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­ტა­ცე­ბაა, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აშ­კა­რად სა­სარ­გებ­ლო.

მა­დო­ნას უც­ნა­უ­რი ჰო­ბიც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. სკან­და­ლე­ბი­სა და ეპა­ტა­ჟის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ­სკვლა­ვი ბავ­შვე­ბის­თვის ზღაპ­რებს წერს და ძა­ლი­ან უყ­ვარს მათი ხმა­მაღ­ლა კი­თხვა სა­ბავ­შვო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის. მისი ზღაპ­რე­ბი ბავ­შვებ­საც მოს­წონთ და სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მე­ნენ "მა­დო­ნა დე­ი­დას".

ლედი გა­გას უც­ნა­უ­რი ჰობი აქვს - ჩაის ფინ­ჯნებს აგ­რო­ვებს და ყო­ველ­თვის და­ა­ტა­რებს კო­ლექ­ცი­ი­დან ერთ ექ­სპო­ნატს გას­ტრო­ლებ­ზე. ეს ეხ­მა­რე­ბა თურ­მე, რომ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში მყოფ­მა თავი ისე იგ­რძნოს, რო­გორც სახ­ლში.

არ­ნოლდ შვარ­ცე­ნე­გე­რი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მხო­ლოდ გმი­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მას თურ­მე ჭად­რა­კის თა­მა­ში ჰყვა­რე­ბია და არც ისე ცუდი შე­დე­გე­ბი ჰქო­ნია.

რო­გორც ჩანს, ძა­ლის­მი­ე­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რულს ჭკუ­ის ასა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სპორ­ტიც ხიბ­ლავს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ვარსკვლავების ყველაზე ორიგინალური გატაცებები

ვარსკვლავების ყველაზე ორიგინალური გატაცებები

მათ ყველა იცნობს, როგორც მსახიობებსა თუ შოუმენებს, უკიდურეს შემთხვევაში - როგორც სკანდალური ქრონიკების გმირებს. თუმცა ყველას, ყველაზე ცნობილსა და საქმიანსაც კი, აქვს რაიმე სხვა გატაცება ან საქმე. სწორედ ამ ვარსკვლავურ ჰობიზე ვილაპარაკებთ და გადავავლებთ თვალს, ვინ რით არის დაკავებული თავისუფალ დროს.

დიტა ფონ ტიზი თავისუფალ დროს თურმე ქალის თეთრეულს, უფრო სწორად, საცვლებს აგროვებს. ინტიმური დეტალებისადმი სიყვარული მოზარდობის ასაკში გასჩენია, როცა მამამისის საყვარელ ჟურნალ "პლეიბოის" ფურცლავდა. მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ამ ჟურნალის გარეკანზეც ბევრჯერ მოხვდებოდა და ქალის თეთრეულის უამრავ რეკლამაშიც მოუწევდა მონაწილეობის მიღება.

ჯონ ტრავოლტას ძალიან უყვარს ცა და თვითმფრინავები. იმდენად, რომ მართვაც ისწავლა და იყიდა ბოინგ-707, რომელსაც თავისი შვილების სახელი დაარქვა. ასე რომ, უქმეებზე ტრავოლტას ნახვა ძირითადად ცაში შეიძლება, თვითმფრინავის საჭესთან.

ანჯელინა ჯოლის გატაცება ყველასთვის ცნობილია, რადგან ის თვალსაჩინოა - ენჯის ტატუირებები უყვარს. ამჟამად 13 ტატუ აქვს. თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან მისი მორიგი ახალი ტატუს გამოჩენას.

ჯერჯერობით ენჯი ბავშვების მოვლა-პატრონობით არის დაკავებული და "კოლექცია" დიდი ხანია არ გაუმდიდრებია.

ჯონი დეპს მეტად ექსტრავაგანტური გატაცება ჰქონია. ის აგროვებს... მტრედების ჩონჩხებს. საინტერესო სანახავი იქნებოდა, როგორ ნადირობს "ჯეკ ბეღურა" საბრალო "მშვიდობის ფრინველებზე".

ჯასტინ ტიმბერლეიკს, როგორც ჭეშმარიტ ამერიკელს, კალათბურთი უყვარს. თანაც, მხოლოდ ყურება კი არა, თამაშიც. არც ისე ორიგინალური გატაცებაა, თუმცა ჯანმრთელობისთვის აშკარად სასარგებლო.

მადონას უცნაური ჰობიც ყველასთვის ცნობილია. სკანდალებისა და ეპატაჟის მოყვარული ვარსკვლავი ბავშვებისთვის ზღაპრებს წერს და ძალიან უყვარს მათი ხმამაღლა კითხვა საბავშვო აუდიტორიისთვის. მისი ზღაპრები ბავშვებსაც მოსწონთ და სიამოვნებით უსმენენ "მადონა დეიდას".

ლედი გაგას უცნაური ჰობი აქვს - ჩაის ფინჯნებს აგროვებს და ყოველთვის დაატარებს კოლექციიდან ერთ ექსპონატს გასტროლებზე. ეს ეხმარება თურმე, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფმა თავი ისე იგრძნოს, როგორც სახლში.

არნოლდ შვარცენეგერი, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ გმირობის მოყვარული არ ყოფილა. მას თურმე ჭადრაკის თამაში ჰყვარებია და არც ისე ცუდი შედეგები ჰქონია.

როგორც ჩანს, ძალისმიერი სპორტის მოყვარულს ჭკუის ასამოძრავებელი სპორტიც ხიბლავს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება