სამხედრო
სამართალი
მსოფლიო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლია კაპანაძე: "ქალი სიყვარულის გარეშე არ უნდა გახდეს არც ცოლი და არც დედა!"
ლია კაპანაძე: "ქალი სიყვარულის გარეშე არ უნდა გახდეს არც ცოლი და არც დედა!"

მსა­ხი­ობ­მა სა­მოც­და­ათ წელს უკვე გა­და­ა­ბი­ჯა, მაგ­რამ საქ­მეს ბევრ ახალ­გაზ­რდა­ზე უფრო დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკი­დე­ბა. ყო­ველ­გვა­რი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შეც გა­რეგ­ნუ­ლად მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზად კი იმას ასა­ხე­ლებს, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი... ლია კა­პა­ნა­ძე დღეს­დღე­ო­ბით თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში ოთხ სპექ­ტაკლშია და­კა­ვე­ბუ­ლი...

- მამა სამ­ხედ­რო ექი­მი იყო და სა­მუ­შა­ოდ ხა­ბა­როვ­სკში გა­იწ­ვი­ეს. 3 წლის ვი­ყა­ვი, თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვი­და და მე და ჩემი და, რო­მე­ლიც ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სი იყო, მუშ­თა­ი­დის ბაღ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა... იმ პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში, ორი დიდი პარ­კი იყო: მუშ­თა­ი­დი­სა და ფუ­ნი­კუ­ლო­რის. როცა ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, თეთრ "პა­ნამ­კას"ვი­ხუ­რავ­დი და მა­მას დას­თან ერ­თად, სა­სე­ირ­ნოდ მივ­ყავ­დი. მუშ­თა­ი­დის ბაღს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, გული სი­ხა­რუ­ლის­გან მი­ფან­ცქა­ლებ­და, რად­გა­ნაც კა­რუ­სე­ლებ­ზე უნდა "მე­კა­ტა­ვა", მაგ­რამ არ მიყ­ვარ­და სარ­კე­ე­ბი­ან ოთახ­ში შეს­ვლა, რად­გა­ნაც ცოტა პუნ­ტკუ­ნა ვი­ყა­ვი და სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ებ­ში გა­წე­ლილს რომ ვხე­დავ­დი, ტი­რილს ვი­წყებ­დი... იმ პე­რი­ოდ­ში სულ სხვა ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დით... მახ­სოვს, მუშ­თა­ი­დის ბაღს მწვა­ნედ შე­ღე­ბი­ლი რკი­ნის რი­კუ­ლე­ბი ჰქონ­და. ბი­ლი­კე­ბი და­ფხვნი­ლი წი­თე­ლი აგუ­რით იყო მო­ფე­ნი­ლი. მა­შინ უფ­რო­სე­ბი­ცა და ბავ­შვე­ბიც ყვე­ლა­ფერს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით...

- ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გახ­სოვთ ის დღე, რო­დე­საც პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში წახ­ვე­დით...

- კი, კარ­გად მახ­სოვს ეგ დღე­ცა და ზო­გა­დად, პე­რი­ო­დიც... სკო­ლის ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ლაღი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. მერ­ხთან ორ­მოც­და­ხუ­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯდო­მა არ შე­მეძ­ლო. ეს ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლე­ბა იყო... ხუ­თო­სა­ნი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, კარ­გად მხო­ლოდ იმ საგ­ნებს ვსწავ­ლობ­დი. მი­ზი­დავ­და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ილუსტრა­ცი­ე­ბი, კინო... რო­გორც კი კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე ახა­ლი ფილ­მი გა­მო­ვი­დო­და, მე და ჩემი და მის სა­ნა­ხა­ვად მა­შინ­ვე მივ­დი­ო­დით... 1941 წელს პირ­ველ კლას­ში ვი­ყა­ვი, ომი რომ და­ი­წყო. ირ­გვლივ ყვე­ლას სა­შინ­ლად უჭირ­და. ერთი სული გვქონ­და, სულ იმას ვფიქ­რობ­დით, ომის ჯო­ჯო­ხე­თი რო­დის დამ­თავ­რდე­ბო­და. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით... ის უბე­დუ­რე­ბა გა­მოვ­ლი­ლი რომ მაქვს, დღეს ძა­ლი­ან მიკ­ვირს, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ამ­დენ წუ­წუნს რომ ვის­მენ - გა­ჭირ­ვე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ­თო... არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, რომ არ უჭირ­დეს, არ არ­სე­ბობს ის­ტო­რი­ა­ში პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ხალ­ხი დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რობ­და, რად­გა­ნაც თა­ვი­სე­ბუ­რი პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, სა­მა­მუ­ლო ომის დროს მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე ცხოვ­რე­ბა იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ორას გრამ პურს გვაძ­ლევ­დნენ... მა­მა­ჩე­მი ხა­ბა­როვ­სკში იყო. დე­ი­დე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბიც ომში იყ­ვნენ. მოკ­ლედ, სახ­ლში მხო­ლოდ ქა­ლე­ბი: დედა, ორი დე­ი­და, ბე­ბია, მე და ჩემი და ვი­ყა­ვით. უფ­რო­სე­ბი პა­ტა­რებს სა­ოც­რად გვიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ...

- პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი რა ასაკ­ში გა­ა­კე­თეთ?

- ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ფილ­მებ­მა - "არ­სე­ნამ", "და­რი­კომ", "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძემ"მო­ახ­დი­ნა... მაგ­რამ დიდი გავ­ლე­ნა მა­ინც ფილმმა - "ბუ­რა­ტი­ნოს თავ­გა­და­სა­ვალ­მა"იქო­ნია. ბუ­რა­ტი­ნო­სა­ვით თხე­ლი და გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი. სახ­ლში ამ პერ­სო­ნა­ჟის იმი­ტა­ცი­ას ვა­კე­თებ­დი ხოლ­მე, რაც ყვე­ლას მოს­წონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, კი­ნოს­ტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ონ­თან რომ მოვ­ხვდი. რა­ღაც ფილ­მს იღებ­დნენ. მა­შინ ჩა­ვი­ფიქ­რე, ფილმში, ამ ად­გი­ლას მეც აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­მი­ღე­ბენ-მეთ­ქი. მარ­თლაც, გა­ვი­და წლე­ბი და ზუს­ტად იმ პა­ვი­ლი­ონ­ში ფილ­მის სინ­ჯებ­ზე და­მი­ბა­რეს. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

- სკო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- სკო­ლა­ში ხში­რად აწყობ­დნენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მაგ­რამ იქ არას­დროს ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. სა­ოც­რად მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სცე­ნა­ზე მსა­ხი­ო­ბებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი, მე ამას ვერ შევ­ძლებ-მეთ­ქი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ ჩემ­ში არ­ტის­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იყო... და სა­ბო­ლო­ოდ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც. ალ­ბათ სხვა­გან ვერც შევ­ძლებ­დი სწავ­ლას. მამა და დე­ი­და ექი­მე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ექი­მო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. ერ­თა­დერ­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა, რა­საც მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვე­უფ­ლე­ბო­დი, ფსი­ქო­ლო­გო­ბა გახ­ლავთ. ისე, მსა­ხი­ო­ბი ფსი­ქო­ლო­გიც უნდა იყოს. ჩვენ ხომ ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სიღ­რმე­ებს ვწვდე­ბით...

- ახლა იქ­ნებ, ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნოთ, რო­დე­საც შე­გიყ­ვარ­დათ... იმ ადა­მი­ა­ნის­გან შვი­ლი გყავთ. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ტომ დას­რულ­და? ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ ეს თქვე­ნი ბრა­ლია?

- რე­ჟი­სორ გია მა­ტა­რა­ძეს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით დავ­შორ­დი. სა­კუ­თა­რი ბედი თვი­თონ გა­დავ­წყვი­ტე... ერთხე­ლაც გიამ მი­თხრა: თუ გინ­და, ცო­ლად მო­გიყ­ვა­ნო და ეს ნათ­ქვა­მი ვერ ვა­პა­ტიე... ალ­ბათ, ბევრ ქალს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ ჩა­უყ­ლა­პავს. მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ მე ამას არ გა­ვა­კე­თებ­დი. ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, მას რომ დავ­შორ­დი. იმ რთუ­ლი პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნა გვერ­დით მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, მე­გობ­რებ­მა გა­მი­ად­ვი­ლეს... რაკი გიას ცო­ლო­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი, ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ არ მიყ­ვარ­და. მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ასეთ ლაფ­სუსს სწო­რედ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი! თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რა­მის პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია და მი­პა­ტი­ე­ბია კი­დეც... თუ და­მი­ჯე­რებთ, არას­დროს არა­ვის­თან მი­ჩხუ­ბია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ­თვის გული არა­ერ­თხელ უტ­კე­ნი­ათ. თუმ­ცა გვერ­დით მა­ინც ყო­ველ­თვის ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მყავ­დნენ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ - ისე, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ოჯა­ხის წევ­რიც კი მე­გო­ნა... იოლი ნამ­დვი­ლად არ იყო ბავ­შვთან და მო­ხუც დე­დას­თან ერ­თად მარ­ტო დარ­ჩე­ნა. თან, ხელ­ფა­სი მხო­ლოდ 35 მა­ნე­თი მქონ­და... მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯი მა­ინც გა­დავ­დგი.

- ბა­ტო­ნი გია შვილ­თან თუ ურ­თი­ერ­თობ­და?

- ის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე პა­ტივს მცემ­და. ჩემს შვილ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. გიამ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ბოლო წუ­თე­ბი მე­უღ­ლეს­თან - მა­რი­ნა კა­ხი­ან­თან და ჩემს ქე­თის­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. მა­რი­ნა ჩემს შვილს დიდ პა­ტივს სცემს. ქე­თი­საც თა­ვი­სი ძმა - ვატო ძა­ლი­ან უყ­ვარს. ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მა­რი­ნა არ ყო­ფი­ლა...

- რო­გორც ვიცი, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, ვინც თქვენ და გია მა­ტა­რა­ძე და­გა­შო­რათ, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე იყო. იმ ქალ­ბა­ტონს ცხოვ­რე­ბა­ში თუ შეხ­ვედ­რი­ხართ?

- შე­იძ­ლე­ბა, ქუ­ჩა­ში მის­თვის უნებ­ლი­ეთ გვერ­დი ამივ­ლია, არ ვიცი და არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ის ადა­მი­ა­ნი. საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვას ხომ არ და­ვი­წყებ­დი? მაგ­რამ რო­დე­საც გიამ მი­თხრა: თუ გინ­და, ცო­ლად მო­გიყ­ვა­ნო, იმ დროს, თურ­მე იმ ქალს ხვდე­ბო­და. ეს ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვე და ის ქალი დავ­წყევ­ლე... ასე რომ, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა მაქვს გავ­ლი­ლი რო­გორც დე­დას, ქალს, მსა­ხი­ობს და ამი­ტომ, ამ ცხოვ­რე­ბა­ში უკვე არა­ფე­რი მიკ­ვირს...

- ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ თქვენ და მსა­ხი­ობ დოდო აბა­ში­ძეს რო­მა­ნი გქონ­დათ. ხში­რად გით­ქვამთ, რომ ის ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დათ. თუ გა­იხ­სე­ნებთ მას­თან შეხ­ვედ­რის პირ­ველ დღეს?

- პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, მის­თვის, ისე, რო­გორც მა­მა­კა­ცის­თვის არც კი შე­მი­ხე­დავს... ის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა "მაცი ხვი­ტი­ას"გა­და­ღე­ბებ­ზე მოხ­და. მა­შინ არც კი დავ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვართ ერ­თმა­ნეთს... დოდო ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, ისე­თი მო­უ­ბა­რი, რომ გარ­შე­მო მუდ­მი­ვად აუ­დი­ტო­რი­ას იკ­რებ­და ხოლ­მე... მახ­სოვს, გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, სა­მეგ­რე­ლო­ში დაგვპა­ტი­ჟეს, იმ სუფ­რა­ზე თა­მა­და სწო­რედ დოდო იყო. სტუმ­რად გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან წა­ვე­დით, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, სუფ­რი­დან მალე გა­მო­ვი­პა­რე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ დო­დოს თა­მა­დო­ბა რომ ვნა­ხე, წა­მოს­ვლა აღარ მო­მინ­და... ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ვი­ყა­ვით... ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის უკ­ვირ­და. მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ჩნევ­დნენ, რომ დოდო ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რი და მხი­ა­რუ­ლი გახ­და, მაგ­რამ შეც­დო­მა არც მას ვა­პა­ტიე! სიყ­ვა­რულ­ში შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა რამ მო­ი­ტყუო, მაგ­რამ თა­მაშს ვერ ვი­ტან!

- თქვენ არას­დროს გი­თა­მა­ში­ათ?

- არც დო­დოს­თან და არც გი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ მი­თა­მა­შია! ძა­ლი­ან უნ­დო­და დო­დოს ჩემ­თან შე­რი­გე­ბა, მაგ­რამ გი­თხა­რით, რომ არ მი­ვე­ცი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა... ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს კი­ნოს­ტუ­დი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შევ­ხვდით. ის თა­ვის ამ­პლუ­ა­ში იყო - რა­ღა­ცას ჰყვე­ბო­და და მე­გობ­რე­ბი უს­მენ­დნენ. ჩემ ზურგს უკან იდგა, ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობ­და, უნ­დო­და, მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ვგრძნობ­დი, მე­ლო­და, რო­დის მი­ვი­დო­დი, მაგ­რამ არ მი­ვე­დი. ში­ნა­გან­მა ხმამ მი­კარ­ნა­ხა, რომ ასე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი...

- დღეს ნა­ნობთ ამ საქ­ცი­ელს?

- არა, იმ საქ­ცი­ელს, რაც დო­დოს ჩემ­თან შე­ე­შა­ლა, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებს არ ვა­პა­ტი­ებ...

- ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბას იწყე­ბენ, რა რჩე­ვას მის­ცემ­დით?

- მრჩე­ვე­ლად ვერ გა­მოვ­დგე­ბი. მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი: შე­იძ­ლე­ბა, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქალი აღ­მოჩ­ნდე, მაგ­რამ გრძნო­ბა­ზე უარი არ უნდა თქვა. მე ამაღ­ლე­ბულ სიყ­ვა­რულ­ზე ვლა­პა­რა­კობ. არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ უნდა წა­ვი­დეს ცხოვ­რე­ბი­დან ისე, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­მო­ცა­დოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა სიყ­ვა­რუ­ლი სექსში გა­და­ი­ზარ­დოს. ქალი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე არ უნდა გახ­დეს არც ცოლი და არც დედა!

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თინა
0

ღმერთმა გაგახაროთ და 100 წელი გაციცხლოთ და მაართალი ბრძანდებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ლია კაპანაძე: "ქალი სიყვარულის გარეშე არ უნდა გახდეს არც ცოლი და არც დედა!"

ლია კაპანაძე: "ქალი სიყვარულის გარეშე არ უნდა გახდეს არც ცოლი და არც დედა!"

მსახიობმა სამოცდაათ წელს უკვე გადააბიჯა, მაგრამ საქმეს ბევრ ახალგაზრდაზე უფრო დიდი ენთუზიაზმით ეკიდება. ყოველგვარი პლასტიკური ოპერაციის გარეშეც გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება. ამ ყველაფრის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ძალიან უყვარს ფეხით სიარული... ლია კაპანაძე დღესდღეობით თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ოთხ სპექტაკლშია დაკავებული...

- მამა სამხედრო ექიმი იყო და სამუშაოდ ხაბაროვსკში გაიწვიეს. 3 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვიდა და მე და ჩემი და, რომელიც ჩემზე 4 წლით უფროსი იყო, მუშთაიდის ბაღში წაგვიყვანა... იმ პერიოდში, თბილისში, ორი დიდი პარკი იყო: მუშთაიდისა და ფუნიკულორის. როცა ქალაქში ძალიან ცხელოდა, თეთრ "პანამკას"ვიხურავდი და მამას დასთან ერთად, სასეირნოდ მივყავდი. მუშთაიდის ბაღს რომ მივუახლოვდებოდით, გული სიხარულისგან მიფანცქალებდა, რადგანაც კარუსელებზე უნდა "მეკატავა", მაგრამ არ მიყვარდა სარკეებიან ოთახში შესვლა, რადგანაც ცოტა პუნტკუნა ვიყავი და საკუთარ თავს სარკეებში გაწელილს რომ ვხედავდი, ტირილს ვიწყებდი... იმ პერიოდში სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდით... მახსოვს, მუშთაიდის ბაღს მწვანედ შეღებილი რკინის რიკულები ჰქონდა. ბილიკები დაფხვნილი წითელი აგურით იყო მოფენილი. მაშინ უფროსებიცა და ბავშვებიც ყველაფერს ვუფრთხილდებოდით...

- ალბათ განსაკუთრებულად გახსოვთ ის დღე, როდესაც პირველად სკოლაში წახვედით...

- კი, კარგად მახსოვს ეგ დღეცა და ზოგადად, პერიოდიც... სკოლის ცხოვრებასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, რადგანაც საკმაოდ ლაღი ბავშვი ვიყავი. მერხთან ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ჯდომა არ შემეძლო. ეს ჩემთვის საშინელება იყო... ხუთოსანი არასდროს ვყოფილვარ. რაც მაინტერესებდა, კარგად მხოლოდ იმ საგნებს ვსწავლობდი. მიზიდავდა მხატვრული ლიტერატურა, ილუსტრაციები, კინო... როგორც კი კინოეკრანებზე ახალი ფილმი გამოვიდოდა, მე და ჩემი და მის სანახავად მაშინვე მივდიოდით... 1941 წელს პირველ კლასში ვიყავი, ომი რომ დაიწყო. ირგვლივ ყველას საშინლად უჭირდა. ერთი სული გვქონდა, სულ იმას ვფიქრობდით, ომის ჯოჯოხეთი როდის დამთავრდებოდა. ადამიანები ერთმანეთს ვუფრთხილდებოდით... ის უბედურება გამოვლილი რომ მაქვს, დღეს ძალიან მიკვირს, ადამიანებისგან ამდენ წუწუნს რომ ვისმენ - გაჭირვებულად ვცხოვრობთო... არ არსებობს ოჯახი, რომ არ უჭირდეს, არ არსებობს ისტორიაში პერიოდი, როდესაც ხალხი დალხენილი ცხოვრობდა, რადგანაც თავისებური პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ვიმეორებ, სამამულო ომის დროს მაინც განსაკუთრებულად მძიმე ცხოვრება იყო. წარმოიდგინეთ, ორას გრამ პურს გვაძლევდნენ... მამაჩემი ხაბაროვსკში იყო. დეიდების მეუღლეებიც ომში იყვნენ. მოკლედ, სახლში მხოლოდ ქალები: დედა, ორი დეიდა, ბებია, მე და ჩემი და ვიყავით. უფროსები პატარებს საოცრად გვიფრთხილდებოდნენ...

- პროფესიული არჩევანი რა ასაკში გააკეთეთ?

- ჩემზე დიდი შთაბეჭდილება პატრიოტული სულისკვეთების ფილმებმა - "არსენამ", "დარიკომ", "გიორგი სააკაძემ"მოახდინა... მაგრამ დიდი გავლენა მაინც ფილმმა - "ბურატინოს თავგადასავალმა"იქონია. ბურატინოსავით თხელი და გამხდარი ვიყავი. სახლში ამ პერსონაჟის იმიტაციას ვაკეთებდი ხოლმე, რაც ყველას მოსწონდა. დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, კინოსტუდიის პავილიონთან რომ მოვხვდი. რაღაც ფილმს იღებდნენ. მაშინ ჩავიფიქრე, ფილმში, ამ ადგილას მეც აუცილებლად გადამიღებენ-მეთქი. მართლაც, გავიდა წლები და ზუსტად იმ პავილიონში ფილმის სინჯებზე დამიბარეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- სკოლის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდით?

- სკოლაში ხშირად აწყობდნენ ღონისძიებებს, მაგრამ იქ არასდროს ვმონაწილეობდი. საოცრად მორიდებული ვიყავი. სცენაზე მსახიობებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, მე ამას ვერ შევძლებ-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემში არტისტული მონაცემები იყო... და საბოლოოდ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე კიდეც. ალბათ სხვაგან ვერც შევძლებდი სწავლას. მამა და დეიდა ექიმები იყვნენ, მაგრამ ექიმობაზე არასდროს მიფიქრია. ერთადერთი სპეციალობა, რასაც მსახიობობის პარალელურად დავეუფლებოდი, ფსიქოლოგობა გახლავთ. ისე, მსახიობი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ჩვენ ხომ ადამიანის სულის სიღრმეებს ვწვდებით...

- ახლა იქნებ, ის პერიოდი გაიხსენოთ, როდესაც შეგიყვარდათ... იმ ადამიანისგან შვილი გყავთ. როგორ ფიქრობთ, ეს ურთიერთობა რატომ დასრულდა? ხომ არ გგონიათ, რომ ეს თქვენი ბრალია?

- რეჟისორ გია მატარაძეს ჩემი ინიციატივით დავშორდი. საკუთარი ბედი თვითონ გადავწყვიტე... ერთხელაც გიამ მითხრა: თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო და ეს ნათქვამი ვერ ვაპატიე... ალბათ, ბევრ ქალს ცხოვრებაში ბევრი რამ ჩაუყლაპავს. მაპატიეთ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი. ფეხმძიმედ ვიყავი, მას რომ დავშორდი. იმ რთული პერიოდის გადატანა გვერდით მყოფმა ადამიანებმა, მეგობრებმა გამიადვილეს... რაკი გიას ცოლობაზე უარი ვუთხარი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არ მიყვარდა. მიყვარდა, მაგრამ ასეთ ლაფსუსს სწორედ საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებდი! თუმცა ცხოვრებაში ბევრი რამის პატიება შემიძლია და მიპატიებია კიდეც... თუ დამიჯერებთ, არასდროს არავისთან მიჩხუბია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის გული არაერთხელ უტკენიათ. თუმცა გვერდით მაინც ყოველთვის ისეთი ადამიანები მყავდნენ, რომლებიც ძალიან მიფრთხილდებოდნენ - ისე, რომ ზოგიერთი მათგანი ოჯახის წევრიც კი მეგონა... იოლი ნამდვილად არ იყო ბავშვთან და მოხუც დედასთან ერთად მარტო დარჩენა. თან, ხელფასი მხოლოდ 35 მანეთი მქონდა... მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი.

- ბატონი გია შვილთან თუ ურთიერთობდა?

- ის სიცოცხლის ბოლომდე პატივს მცემდა. ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა. გიამ თავისი ცხოვრების ბოლო წუთები მეუღლესთან - მარინა კახიანთან და ჩემს ქეთისთან ერთად გაატარა. მარინა ჩემს შვილს დიდ პატივს სცემს. ქეთისაც თავისი ძმა - ვატო ძალიან უყვარს. ჩვენი დაშორების მიზეზი მარინა არ ყოფილა...

- როგორც ვიცი, მისი პირველი მეუღლე, ვინც თქვენ და გია მატარაძე დაგაშორათ, სუხიშვილების მოცეკვავე იყო. იმ ქალბატონს ცხოვრებაში თუ შეხვედრიხართ?

- შეიძლება, ქუჩაში მისთვის უნებლიეთ გვერდი ამივლია, არ ვიცი და არ მაინტერესებდა ის ადამიანი. საქმეების გარჩევას ხომ არ დავიწყებდი? მაგრამ როდესაც გიამ მითხრა: თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო, იმ დროს, თურმე იმ ქალს ხვდებოდა. ეს ამბავი მოგვიანებით შევიტყვე და ის ქალი დავწყევლე... ასე რომ, ძალიან რთული გზა მაქვს გავლილი როგორც დედას, ქალს, მსახიობს და ამიტომ, ამ ცხოვრებაში უკვე არაფერი მიკვირს...

- ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ და მსახიობ დოდო აბაშიძეს რომანი გქონდათ. ხშირად გითქვამთ, რომ ის ძალიან გიყვარდათ. თუ გაიხსენებთ მასთან შეხვედრის პირველ დღეს?

- პირველად რომ ვნახე, მისთვის, ისე, როგორც მამაკაცისთვის არც კი შემიხედავს... ის პირველი შეხვედრა "მაცი ხვიტიას"გადაღებებზე მოხდა. მაშინ არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს... დოდო ისეთი საინტერესო ადამიანი იყო, ისეთი მოუბარი, რომ გარშემო მუდმივად აუდიტორიას იკრებდა ხოლმე... მახსოვს, გადაღების შემდეგ, სამეგრელოში დაგვპატიჟეს, იმ სუფრაზე თამადა სწორედ დოდო იყო. სტუმრად გადასაღები მოედნიდან წავედით, დაღლილი ვიყავი. თავიდან ვიფიქრე, სუფრიდან მალე გამოვიპარები-მეთქი, მაგრამ დოდოს თამადობა რომ ვნახე, წამოსვლა აღარ მომინდა... ჩვენ შორის ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით... ჩვენი ურთიერთობა არავის უკვირდა. მისი მეგობრები ამჩნევდნენ, რომ დოდო ჩემთან ურთიერთობის შემდეგ ბედნიერი და მხიარული გახდა, მაგრამ შეცდომა არც მას ვაპატიე! სიყვარულში შეიძლება პატარა რამ მოიტყუო, მაგრამ თამაშს ვერ ვიტან!

- თქვენ არასდროს გითამაშიათ?

- არც დოდოსთან და არც გიასთან ურთიერთობაში არ მითამაშია! ძალიან უნდოდა დოდოს ჩემთან შერიგება, მაგრამ გითხარით, რომ არ მივეცი ამის საშუალება... ბოლოს ერთმანეთს კინოსტუდიის ტერიტორიაზე შევხვდით. ის თავის ამპლუაში იყო - რაღაცას ჰყვებოდა და მეგობრები უსმენდნენ. ჩემ ზურგს უკან იდგა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, უნდოდა, მივსულიყავი, ვგრძნობდი, მელოდა, როდის მივიდოდი, მაგრამ არ მივედი. შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ ასე მოვქცეულიყავი...

- დღეს ნანობთ ამ საქციელს?

- არა, იმ საქციელს, რაც დოდოს ჩემთან შეეშალა, ზოგადად, ადამიანებს არ ვაპატიებ...

- ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრებას იწყებენ, რა რჩევას მისცემდით?

- მრჩეველად ვერ გამოვდგები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: შეიძლება, მიტოვებული ქალი აღმოჩნდე, მაგრამ გრძნობაზე უარი არ უნდა თქვა. მე ამაღლებულ სიყვარულზე ვლაპარაკობ. არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს ცხოვრებიდან ისე, რომ სიყვარული არ გამოცადოს. აუცილებელი არაა სიყვარული სექსში გადაიზარდოს. ქალი სიყვარულის გარეშე არ უნდა გახდეს არც ცოლი და არც დედა!

მერი კობიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)