პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 ათასი რეზერვისტი თუ 100 ათასი წინასაარჩევნო "აქტივი"
100 ათასი რეზერვისტი თუ 100 ათასი წინასაარჩევნო "აქტივი"

1989 წლის 9 აპ­რი­ლის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნის აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცი­ულ­მა დღემ "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის" უკვე სკან­და­ლურ თე­მას ახა­ლი იმ­პულ­სი შეს­ძი­ნა. 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ეზო­ში ჯა­რის­კა­ცებ­თან სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მის­თვის ჩვე­ულ ეგ­ზალ­ტი­რე­ბულ სტილ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "ვინც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელს აღ­მარ­თავს ქარ­თუ­ლი ჯა­რის იდე­ა­ზე, მათ შო­რის რე­ზერ­ვის­ტთა იდე­ა­ზე, ის პირ­და­პირ ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მტერს". პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მარ­ტო ბოლო 9 თვე­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერვში 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ჩა­ე­წე­რა და ეს რი­ცხვი ზა­ფხუ­ლამ­დე 100 ათასს მი­აღ­წევს. "მე არ ვლა­პა­რა­კობ გაწ­ვე­ულ რე­ზერვზე, არა­მედ ვლა­პა­რა­კობ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერ­ვის­ტებ­ზე. იმ ქარ­თვე­ლებ­ზე, ვი­საც უნდა თა­ვი­სი სოფ­ლის, თა­ვი­სი ქა­ლა­ქის, უბ­ნის, კორ­პუ­სის დაც­ვა და ამის­თვის ითხო­ვენ ჩვენ­გან წვრთნას და ია­რაღს. ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის ახი­რე­ბა," - და­ა­კონ­კრე­ტა სა­ა­კაშ­ვილ­მა. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­კეთ­და იმ ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ცოტა ხნის წინ წა­უ­ყე­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. შე­გახ­სე­ნებთ: ალა­სა­ნი­ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ზუგ­დიდ­სა და კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას­თან მო­სა­ზღვრე სოფ­ლებ­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის სა­ფარ­ქვეშ უკა­ნო­ნო ფორ­მი­რე­ბე­ბის შექ­მნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს გა­უგ­ზავ­ნა.

ალა­სა­ნია და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენს, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­წრა­ფოდ და­ი­წყო ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვი", ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი "აქ­ტი­უ­რი რე­ზერ­ვის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, სამ­ხედ­რო საქ­მე­ში გა­მო­უც­დე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა­გან და­კომ­პლექტდე­ბა და მისი ფუნ­ქცია სამ­ხედ­რო-სა­მო­ქა­ლა­ქო იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ექ­სპერ­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­დან­ვე მი­იქ­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის პრო­ექ­ტში ჩა­დე­ბულ­მა პუნ­ქტმა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის ერთ-ერთი ფუნ­ქცია კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბაა. კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტის ბო­ლოს კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. ეს კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ეჭვს ე.წ. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერვში პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლოს მა­მა­კა­ცე­ბი ლა­მის ერ­თმა­ნეთს ას­წრე­ბენ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერვში გა­წევ­რე­ბას, ია­რაღს ითხო­ვენ სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად და მათი რი­ცხვი მალე 100 ათასს მი­აღ­წევს, არა­ერთ კი­თხვას ბა­დებს. რა­ტომ გა­უჩ­ნდათ ამ მა­მა­კა­ცებს სურ­ვი­ლი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ე­წე­რონ რე­ზერვში მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, მა­შინ რო­დე­საც აგ­ვის­ტოს ომი­დან გა­სუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ასე­თი სურ­ვი­ლი არ გას­ჩე­ნი­ათ. სა­უ­ბა­რი პატ­რი­ო­ტულ აღტყი­ნე­ბა­ზე, რბი­ლად რომ ვთქვათ, უხერ­ხუ­ლია, თუნ­დაც იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერვში მი­მა­ვა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს, როცა რუ­სე­ბი მათ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებს იპყრობ­დნენ, სახ­ლებ­ში იყ­ვნენ შე­ყუ­ჟულ­ნი და ოკუ­პან­ტის­თვის პა­სი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც კი არ გა­უ­წე­ვი­ათ. არა­და, სოფ­ლად ლა­მის ყო­ველ მე­სა­მე ოჯახ­ში სა­ნა­დი­რო თოფი მა­ინც აქვთ.

უც­ნო­ბია, რა­ტომ აღივ­სო 50 ათა­სი მა­მა­კა­ცი ასე უცებ და ერ­თდრო­უ­ლად რე­ზერ­ვის­ტო­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი ჟი­ნით, რო­დე­საც არც ერთი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არ აჩ­ვე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასეთ გან­წყო­ბებს? ამ კი­თხვებ­ზე ერთ-ერთი შე­საძ­ლო პა­სუ­ხი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერვში გა­წევ­რე­ბულთ სო­ლი­დურ ხელ­ფასს უხ­დი­ან. სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ზე მეტი უმუ­შევ­რო­ბას უჩი­ვის, უმუ­შე­ვა­რი მა­მა­კა­ცი­სათ­ვის კი ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც მის­გან არ მო­ი­თხოვს ყო­ველ­დღე სამ­სა­ხურ­ში მის­ვლას, საკ­მა­ოდ დიდი საც­დუ­რია. თუკი იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში თით­ქოს 100 ათა­სი პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი მა­მა­კა­ცია, მათი და­ყო­ლი­ე­ბა "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით" რე­ზერ­ვის­ტო­ბა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს, მით უმე­ტეს, თუ ამა­ში ხელ­ფასს აი­ღე­ბენ.

ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერვზე პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და სა­ექ­სპერ­ტო წრე­ებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სი არ­სე­ბობს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის" არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით შექ­მნას, ბუ­ნებ­რი­ვია, იწო­ნე­ბენ და მა­გა­ლი­თად შვე­ი­ცა­რი­ა­სა და ნორ­ვე­გი­ას იშ­ვე­ლი­ე­ბენ. თუმ­ცა იმას არ ამ­ბო­ბენ, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა დიდი ხა­ნია მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრობ­ლე­მა არ დგას. სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით რე­ზერვზე ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი სო­ლი­დუ­რი თან­ხა ძი­რი­თა­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სრულ­ყო­ფის­თვის უფ­როა სა­ჭი­რო. თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­ხე­ლა ფსო­ნია და­დე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­თი გუ­ლუხ­ვო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­სა­გე­ბია. მო­საზ­რე­ბა, რომ ოპო­ნენ­ტე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად ან დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის და­სარ­ბე­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი პო­ლი­ცია და ჯარი ჰყავს და "ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი რე­ზერ­ვის" დახ­მა­რე­ბა სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა, ად­ვი­ლად ბა­თილ­დე­ბა თუნ­დაც 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის მა­გა­ლი­თით, როცა აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა­ში პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად და მას­ზე გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, ე.წ. ზონ­დერე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

P.S. სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას სა­ა­კაშ­ვილ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს დღე­ე­ბი არა­ერ­თხელ გა­იხ­სე­ნა და პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ სპონ­ტა­ნურ მი­ტინგზეც ისა­უბ­რა, რომ­ლის ზედ­მე­ტად პომ­პე­ზურ­მა და სა­ზე­ი­მო სცე­ნარ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. "ჩვენ ვი­ცო­დით, რომ ბრძა­ნე­ბა იყო გა­ცე­მუ­ლი ამ მი­ტინ­გის და­ბომბვის", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა. გა­მო­დის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტთან მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ერთი სი­ტყვაც არ უთ­ქვამს მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის შე­სა­ხებ, მზად იყო, ათა­სო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე რუ­სე­ბის ბომ­ბე­ბის სა­მიზ­ნედ ექ­ცია.

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

100 ათასი რეზერვისტი თუ 100 ათასი წინასაარჩევნო "აქტივი"

100 ათასი რეზერვისტი თუ 100 ათასი წინასაარჩევნო "აქტივი"

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის აღნიშვნის ტრადიციულმა დღემ "ნებაყოფლობითი რეზერვის" უკვე სკანდალურ თემას ახალი იმპულსი შესძინა. 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის ეზოში ჯარისკაცებთან სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მისთვის ჩვეულ ეგზალტირებულ სტილში განაცხადა, რომ "ვინც დღეს საქართველოში ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს". პრეზიდენტის თქმით, მარტო ბოლო 9 თვეში ნებაყოფლობით რეზერვში 50 ათასი ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე 100 ათასს მიაღწევს. "მე არ ვლაპარაკობ გაწვეულ რეზერვზე, არამედ ვლაპარაკობ ნებაყოფლობით რეზერვისტებზე. იმ ქართველებზე, ვისაც უნდა თავისი სოფლის, თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის დაცვა და ამისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნას და იარაღს. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე ჯგუფის ახირება," - დააკონკრეტა სააკაშვილმა. ეს სავარაუდოდ, გაკეთდა იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ცოტა ხნის წინ წაუყენა ხელისუფლებას. შეგახსენებთ: ალასანიამ "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდსა და კონფლიქტის ზონასთან მოსაზღვრე სოფლებში ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ უკანონო ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა და ამის დამადასტურებელი ინფორმაცია კონკრეტული სახელებითა და გვარებით უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.

ალასანია და კოალიცია "ქართული ოცნება", რომელსაც ის წარმოადგენს, ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყო ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფციის შემუშავება. რომლის მიხედვითაც, კონცეფციის თანახმად, "ნებაყოფლობითი რეზერვი", ყოფილი სამხედროებით დაკომპლექტებული "აქტიური რეზერვისგან" განსხვავებით, სამხედრო საქმეში გამოუცდელი მოქალაქეებისაგან დაკომპლექტდება და მისი ფუნქცია სამხედრო-სამოქალაქო იქნება. საზოგადოების და ექსპერტების ყურადღება თავიდანვე მიიქცია ნებაყოფლობითი რეზერვის პროექტში ჩადებულმა პუნქტმა, რომლის თანახმადაც, ნებაყოფლობითი რეზერვის ერთ-ერთი ფუნქცია კრიზისულ სიტუაციებში ხელისუფლების დახმარებაა. კრიზისული სიტუაციების ჩამონათვალი კი დაკონკრეტებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს კონცეფციის შემუშავება თავდაცვის სამინისტროდან ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში გადავიდა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვში პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერებაზე.

სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, თურმე საქართველოს მამაკაცები ლამის ერთმანეთს ასწრებენ ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრებას, იარაღს ითხოვენ სამშობლოს დასაცავად და მათი რიცხვი მალე 100 ათასს მიაღწევს, არაერთ კითხვას ბადებს. რატომ გაუჩნდათ ამ მამაკაცებს სურვილი ნებაყოფლობით ჩაეწერონ რეზერვში მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან გასული 4 წლის განმავლობაში მათ ასეთი სურვილი არ გასჩენიათ. საუბარი პატრიოტულ აღტყინებაზე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ "ნებაყოფლობით რეზერვში მიმავალი მამაკაცები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა რუსები მათ სოფლებსა და ქალაქებს იპყრობდნენ, სახლებში იყვნენ შეყუჟულნი და ოკუპანტისთვის პასიური წინააღმდეგობაც კი არ გაუწევიათ. არადა, სოფლად ლამის ყოველ მესამე ოჯახში სანადირო თოფი მაინც აქვთ.

უცნობია, რატომ აღივსო 50 ათასი მამაკაცი ასე უცებ და ერთდროულად რეზერვისტობის დაუოკებელი ჟინით, როდესაც არც ერთი სოციოლოგიური კვლევა არ აჩვენებს საზოგადოებაში ასეთ განწყობებს? ამ კითხვებზე ერთ-ერთი შესაძლო პასუხი ირაკლი ალასანიას მიერ მოპოვებულ ინფორმაციაშია, რომლის თანახმადაც, ნებაყოფლობით რეზერვში გაწევრებულთ სოლიდურ ხელფასს უხდიან. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის 70%-ზე მეტი უმუშევრობას უჩივის, უმუშევარი მამაკაცისათვის კი ხელფასი, რომელიც მისგან არ მოითხოვს ყოველდღე სამსახურში მისვლას, საკმაოდ დიდი საცდურია. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში თითქოს 100 ათასი პრობაციონერი მამაკაცია, მათი დაყოლიება "ნებაყოფლობით" რეზერვისტობაზე დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ ამაში ხელფასს აიღებენ.

ნებაყოფლობით რეზერვზე პოლიტიკოსებსა და საექსპერტო წრეებში განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტები, "ნებაყოფლობითი რეზერვის" არსებული ფორმით შექმნას, ბუნებრივია, იწონებენ და მაგალითად შვეიცარიასა და ნორვეგიას იშველიებენ. თუმცა იმას არ ამბობენ, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური სისტემა დიდი ხანია მოწესრიგებულია და ხელისუფლების უზურპაციისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრობლემა არ დგას. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნებაყოფლობით რეზერვზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხა ძირითადი შეიარაღებული ძალების სრულყოფისთვის უფროა საჭირო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რამხელა ფსონია დადებული არჩევნებზე, ხელისუფლების ასეთი გულუხვობა ნებაყოფლობითი რეზერვის დაფინანსებაზე გასაგებია. მოსაზრება, რომ ოპონენტების დასაშინებლად ან დემონსტრაციების დასარბევად ხელისუფლებას კარგად გაწვრთნილი პოლიცია და ჯარი ჰყავს და "ნებაყოფლობითი რეზერვის" დახმარება სულაც არ სჭირდება, ადვილად ბათილდება თუნდაც 26 მაისის აქციის დარბევის მაგალითით, როცა აქციის დარბევაში პოლიციასთან ერთად და მასზე გაცილებით აქტიურად სწორედ არაფორმალური დაჯგუფებები, ე.წ. ზონდერები მონაწილეობდნენ.

P.S. სამხედროების წინაშე გამოსვლისას სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს დღეები არაერთხელ გაიხსენა და პარლამენტის წინ გამართულ სპონტანურ მიტინგზეც ისაუბრა, რომლის ზედმეტად პომპეზურმა და საზეიმო სცენარმა საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. "ჩვენ ვიცოდით, რომ ბრძანება იყო გაცემული ამ მიტინგის დაბომბვის", - განაცხადა სააკაშვილმა. გამოდის, რომ ხელისუფლება, რომელსაც პარლამენტთან მისული ადამიანებისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს მოსალოდნელი სასიკვდილო საფრთხის შესახებ, მზად იყო, ათასობით მშვიდობიანი თანამოქალაქე რუსების ბომბების სამიზნედ ექცია.

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე