მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლავრენტი ბერია და მისი ქალები
ლავრენტი ბერია და მისი ქალები

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, კრემ­ლის "რუხი კარ­დი­ნა­ლის" - ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას მე­ქალ­თა­ნე­ო­ბა­ზე ხმე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ ვრცელ­დე­ბო­და, რო­დე­საც "პენ­სნე­ი­ა­ნი კა­ცის" ში­შით ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რაკ­საც კი ვე­რა­ვინ ბე­დავ­და და არა­თუ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ ნონ­კონ­ფორ­მის­ტებს, არა­მედ საბ­ჭო­ე­თის მორ­ჩილ ობი­ვა­ტე­ლებ­საც კი, შავი "ემა­დი­ნე­ბის" სა­ბუ­რა­ვე­ბის ღა­მე­ულ ღრჭი­ალ­ზე ძილი უკრთე­ბო­დათ.

სხვა­თა შო­რის, ერთ-ერ­თმა ამე­რი­კელ­მა ის­ტო­რი­კოს­მა, რო­მე­ლიც ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გვსტუმ­რობ­და თბი­ლის­ში, ამა­ზე ფრი­ად გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რად იხუმ­რა: "ბე­რი­ას იმ­თა­ვით­ვე უყ­ვარ­და ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი, ლა­მაზ ქა­ლებს კი მხო­ლოდ მა­შინ­ღა შე­უყ­ვარ­დათ ის, როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა იგდო ხელთ". რო­გორც ყო­ველ­თვის, ამ ხუმ­რო­ბა­შიც მწა­რე სი­მარ­თლე გა­მოსჭვი­ვის - ლავ­რენ­ტი ბე­რია ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სუ­ლაც არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და დონ­ჟუ­ა­ნო­ბით, თუმ­ცა მეხ­სი­ე­რე­ბა და ჟინი მა­ში­ნაც ჰქონ­და და როცა "პენ­სნე­ი­ან კა­ცად" იქცა, გა­იხ­სე­ნა თით­ქმის ყვე­ლა ქალი, ვინც კი ოდეს­მე მოს­წონ­და.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ, რუ­სეთ­შიც და და­სავ­ლეთ­შიც უამ­რავ­ჯერ და­ი­წე­რა ბე­რი­ას ვნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჭორ-მარ­თლის გარ­კვე­ვა არა­ვის უც­დია. არა­და, ბე­რია და მისი ქა­ლე­ბი ბა­ნა­ლუ­რი თემა სუ­ლაც არაა - კრემ­ლის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან "პენ­სნე­ი­ან კაცს" ყვე­ლა­ზე მე­ტად სუს­ტი სქე­სის მი­მართ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­არ­ჩევ­და; ამი­ტო­მაც, მისი პი­როვ­ნუ­ლი პორ­ტრე­ტი­სათ­ვის ამ შტრი­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც ბე­რი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იხ­სე­ნე­ბენ, "პენ­სნე­ი­ა­ნი კაცი" ამა თუ იმ ქა­ლი­სად­მი სიმ­პა­თი­ას არა­სო­დეს მა­ლავ­და და სა­წად­ლის მი­საღ­წე­ვად არა­ფერს ერი­დე­ბო­და. მარ­თა­ლი რომ ით­ქვას, ამ მხრივ ზედ­მე­ტი გარ­ჯაც არ სჭირ­დე­ბო­და - ქა­ლე­ბი მისი მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და მტკი­ცე ხა­სი­ა­თით იხიბ­ლე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბი­ლი რუსი მწერ­ლის, ფა­ზილ ის­კან­დე­რის მო­თხრო­ბა­ში - "ო, მა­რატ!", რომ­ლის მი­ხედ­ვით მერე ფილ­მიც გა­და­ი­ღეს, ერ­თგვა­რი ირო­ნი­ი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი, თუ რო­გორ დამ­ღუპ­ვე­ლად იმოქ­მე­და მთა­ვარ გმირ­ზე იმის თვალ­ნათ­ლივ და­ნახ­ვამ, რომ მას და ბე­რი­ას ერთი და იგი­ვე ქალი აინ­ტე­რე­სებ­დათ: და­უღ­ლე­ლი მე­ქალ­თა­ნე მა­რა­ტი უეც­რად პე­სი­მისტ იმ­პო­ტენ­ტად გა­და­იქ­ცა. სხვა­თა შო­რის, ეს სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რა­საც ის­ტო­რი­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გია შე­ის­წავ­ლის.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ფიქ­როთ, რომ მა­რა­ტის (უფრო სწო­რად - მისი პრო­ტო­ტი­პის) უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბა "პენ­სნე­ი­ა­ნი კა­ცის" პი­როვ­ნუ­ლი ში­შის შე­დე­გი იყო; მაგ­რამ ისევ იმ ამე­რი­კელ ის­ტო­რი­კოსს თუ და­ვე­სეს­ხე­ბით, მე­ქალ­თა­ნე­ო­ბა თა­ვის­თა­ვად, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა­სა და ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ასეთ პი­როვ­ნე­ბებს შიში ნაკ­ლე­ბად აწუ­ხებთ. ყვე­ლაფ­რის თა­ვი­და­თა­ვი მა­ინც ისაა, რომ ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ქმე­დე­ბა­ში ყო­ველ­თვის აშ­კა­რად გა­მოსჭვი­ო­და ერთი რამ - ის ქა­ლებს ზე­რე­ლედ არ უყუ­რებ­და და არც წუ­თი­ე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ­და.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას საყ­ვარ­ლე­ბი, ამ სი­ტყვის ტრა­დი­ცი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, არ ჰყო­ლია - მას ჰყავ­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა ევა­ლე­ბო­დათ და ბე­რი­ას გარ­და, სხვა პარტნი­ო­რებ­ზე ოც­ნე­ბაც არ შე­ეძ­ლოთ. ბუ­ნებ­რი­ვია, თუკი რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი "პენ­სნე­ი­ა­ნი კა­ცის" ამ მო­თხოვ­ნებს და­არ­ღვევ­და, სი­ცო­ცხლეს გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და.

"ლავ­რენ­ტის თა­ვი­სი ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ქალი უყ­ვარ­და; რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, თით­ქმის ყვე­ლას მი­მართ თა­ვი­სე­ბუ­რად ერ­თგუ­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნავ­და სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი დი­სი­დენ­ტი აბ­დუ­რაჰ­მან ავ­ტორ­ხა­ნო­ვი. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ თა­ვის ქა­ლებს ბე­რია აბორ­ტის გა­კე­თე­ბას სას­ტი­კად უკ­რძა­ლავ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ერთი უკა­ნო­ნო შვი­ლის­თვის გვა­რი არ მი­უ­ცია და არც ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­უ­ჩე­ნია. სხვა­თა შო­რის, ამით ისარ­გებ­ლეს სხვა­დას­ხვა ჯუ­რის ავან­ტი­უ­რის­ტებ­მა და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან რუ­სეთ­ში "პენ­სნე­ი­ა­ნი კა­ცის" ათა­სო­ბით "უკა­ნო­ნო შთა­მო­მა­ვა­ლი" გა­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ამ­ბე­ბის შე­თხზვით ფუ­ლის შოვ­ნას ცდი­ლობ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სეთ­ში ბე­რი­ას შთა­მო­მავ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ. ამ სა­კი­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ; მათი მტკი­ცე­ბით, საკ­მა­ოდ ბევ­რი ფაქ­ტი მარ­თლაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა და საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის მკვლევ­რე­ბის­თვის ფას­და­უ­დე­ბელ ცნო­ბებ­საც შე­ი­ცავს.

მა­გა­ლი­თად, 1999 წელს, რუ­სულ გა­ზეთ "არ­გუ­მენ­ტი ი ფაქ­ტი"-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სენ­სა­ცი­უ­რი მა­სა­ლა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ II მსოფ­ლიო ომის და­სა­წყის­ში, როცა სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან (კერ­ძოდ - ბოლ­ნი­სი­დან) გერ­მა­ნე­ლე­ბის გა­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ გა­სა­სახ­ლე­ბელ­თა სი­ა­ში ვინ­მე ერნა ქინდლის სა­ხე­ლი ჯერ წი­თე­ლი ფან­ქრით შე­მო­ხა­ზა, მერე სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ, ბრძა­ნე­ბა გას­ცა - ხსე­ნე­ბუ­ლი პირი ციმ­ბი­რის ნაც­ვლად, პოდ­მოს­კო­ვი­ე­ში, ერთ-ერთ "და­ხუ­რულ ქა­ლაქ­ში" (მა­შინ ასე იხ­სე­ნი­ებ­დნენ ისეთ ქა­ლა­ქებს, რომ­ლებ­შიც ზე­სა­ი­დუმ­ლო სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი), სა­ბავ­შვო ბა­ღის უბ­რა­ლო მას­წავ­ლებ­ლად გა­ეშ­ვათ - ცხა­დია, მი­წერ-მო­წე­რი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მკაც­რი შე­ზღუდ­ვით.

გერ­მა­ნელ­თა გა­სახ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პი­რებ­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უყოყ­მა­ნოდ აღას­რუ­ლეს ბრძა­ნე­ბა. ერნა ქინდლი 29 წლის ბოლ­ნი­სე­ლი, დე­დით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და მა­მით გერ­მა­ნე­ლი, ენით აუ­წე­რე­ლი სი­ლა­მა­ზის, ახალ­გა­თხო­ვი­ლი ქალი აღ­მოჩ­ნდა. ის და­კა­ვე­ბის დღეს­ვე გა­დაგ­ზავ­ნეს მოს­კოვ­ში, ხოლო მისი მე­უღ­ლე - ვინ­მე პაულ მი­უ­ლე­რი ციმ­ბირ­ში გა­და­კარ­გეს. "წი­თე­ლარ­მი­ე­ლებ­მა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ნავ­თლუ­ღის სად­გურ­ზე მიგ­ვრე­კეს. იქ კი უკვე ეშე­ლო­ნი გვე­ლო­და.

თი­თო­ე­ულ ვა­გონ­თან ჯა­რის­კა­ცი იდგა, ხელ­ში სია ეკა­ვა და გვა­რებს ხმა­მაღ­ლა კი­თხუ­ლობ­და... მე და ჩემს მე­უღ­ლეს მე­სა­მე ვა­გონ­ში ას­ვლა გვი­წევ­და. ჯერ პა­უ­ლი ავი­და და ხელი გა­მო­მი­წო­და, მაგ­რამ ამ დროს, აქე­დან და იქი­დან ორი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო ამო­მიდ­გა. მათ სა­ხე­ლი მკი­თხეს და შემ­დეგ კი მიბ­რძა­ნეს: "გა­მოგ­ვყე­ვით! თქვენ აქ არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბათ!" და წა­მიყ­ვა­ნეს. ჩემს მე­უღ­ლეს ვა­გო­ნი­დან ჩა­მოხ­ტო­მა სურ­და, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს", - იხ­სე­ნებ­და შემ­დეგ ერნა ქინდლი - იგი­ვე ირი­ნა ნემ­ცო­ვა ჟურ­ნა­ლის­ტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ახალ­გაზ­რდა ქალი მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ სა­მო­ქა­ლა­ქო­ტან­საც­მლი­ან პირს გა­და­ა­ბა­რეს, მათ კი და­ხუ­რუ­ლი სამ­თავ­რო­ბო ვა­გო­ნით მოს­კოვ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს. "არც კი ვი­ცო­დი, სად მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ კი­თხვა­საც ვე­ღარ ვბე­დავ­დი... თან­მხლებ­მა პი­რებ­მა მკაც­რად გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ გაქ­ცე­ვა არც მე­ცა­და - ტუ­ა­ლეტ­ში შეს­ვლი­სა­საც კი კარი ჩა­უ­კე­ტა­ვი უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა", - გა­იხ­სე­ნა ერნა ქინდლმა.

იგი ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ერთ-ერთ კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში შე­ახ­ვედ­რეს: "მე უწინ მას პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ რომ შემ­ხვდა, შე­მახ­სე­ნა - ერ­თმა­ნეთს თბი­ლის­ში, ოპე­რის თე­ატ­რში შევ­ხვედ­რი­ვარ­თო... ოპე­რა­ში იმ დღეს მე და პა­უ­ლი ვი­ყა­ვით და როცა ხალ­ხი აჩურ­ჩულ­და, ბე­რია მო­ვი­დაო, მახ­სოვს, შე­ვე­ცა­დე, და­მე­ნა­ხა... იმ დღეს მისი მზე­რა კი და­ვი­ჭი­რე, მაგ­რამ მეტი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, თვა­ლი სწრა­ფად ავა­რი­დე", - აღ­ნიშ­ნავ­და ერნა ქინდლი. სწო­რედ ეს გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ქა­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი და­ედ­გი­ნა და რო­დე­საც დრო დად­გე­ბო­და, თა­ვის­თან და­ე­ბა­რე­ბი­ნა.

"არ­გუ­მენ­ტი ი ფაქ­ტი"-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გერ­მა­ნე­ლი ქალი დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბო­და, თუ რაზე ესა­უბ­რა ბე­რია მას შეხ­ვედ­რი­სას: "მას ჰქონ­და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი და თა­მა­მად იქ­ცე­ო­და. მი­თხრა, რომ და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­ვე­წო­ნე და ამი­ტო­მაც სურ­და, ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბი­სა­გან ვეხ­სნე... მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და იმა­ზე, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და უეც­რად ვიგ­რძე­ნი, რომ პი­როვ­ნუ­ლად თით­ქოს აღარც კი ვარ­სე­ბობ­დი - ლავ­რენ­ტი ჩემს აზ­რებს კი­თხუ­ლობ­და და მე უბ­რა­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის უნა­რიც აღარ მქონ­და", - ამ­გვა­რი სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ ქალ­თან სა­წა­დელს მალე მი­აღ­წია და ერნა ქინდლი და­ორ­სულ­და. ამის შემ­დეგ ბე­რი­ამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქმის სულ გა­წყვი­ტა, თან სას­ტი­კად აუკ­რძა­ლა აბორ­ტის გა­კე­თე­ბა და მომ­ხდა­რის გახ­მა­უ­რე­ბა.

ერნა ქინდლს სამ­შო­ბი­ა­რო­ში მი­უ­ტა­ნეს ახა­ლი პას­პორ­ტი ირი­ნა ნემ­ცო­ვას სა­ხელ­ზე, თუმ­ცა­ღა თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ მი­უ­ცი­ათ. მას ვა­ჟიშ­ვი­ლი ეყო­ლა და სა­ხე­ლად პავ­ლე და­არ­ქვა. ბიჭი ათი წლი­სა იქ­ნე­ბო­და, როცა მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა და­ი­ჭი­რეს და დახ­ვრი­ტეს: "ერთ დღეს სკო­ლი­დან მო­ვე­დი და ვხე­დავ - დედა ოთახ­ში ზის და ტი­რის. რა მო­გი­ვი­და-მეთ­ქი, ვკი­თხე და - მა­მა­შე­ნი და­ი­ღუ­პაო. ადრე ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ მამა ციმ­ბირ­ში იყო გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი და ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ცნო­ბა თუ მი­ი­ღო-მეთ­ქი", - გა­ნუ­ცხა­და რუ­სულ გა­ზეთს პავ­ლე ნემ­ცოვ­მა წლე­ბის შემ­დეგ. მან მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის მე­რე­ღა შე­ი­ტყო დე­დი­სა­გან სი­მარ­თლე.

მე­ო­რე ამ­ბა­ვი კი, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, ბე­რი­ას ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დელ გა­ტა­ცე­ბას უკავ­შირ­დე­ბა: 1919 წელს, რო­დე­საც ბა­თუმ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რობ­და, ლავ­რენ­ტიმ ერთი ლაზი გო­გო­ნა - ასიე ჯი­ვე­ლე­ქ­ოღ­ლი გა­იც­ნო. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ მერე გო­გოს მშობ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდეგ­ნი წა­ვიდ­ნენ - ქა­ლიშ­ვილს ქრის­ტი­ანს არ გა­ვა­ტან­თო. ასი­ე­მაც მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ღა­რა­ფე­რი და­უ­პი­რის­პი­რა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ახალ­გაზ­რდა ბე­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ე­წყვი­ტა.

რაღა თქმა უნდა, ლავ­რენ­ტიმ ეს არად ჩა­აგ­დო და შე­ე­ცა­და, ასი­ეს გული კვლა­ვაც მო­ე­გო. სხვა­თა შო­რის, ამის გა­კე­თე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია, რად­გან ქა­ლიშ­ვილს მის­და­მი გრძნო­ბა არც გა­ნე­ლე­ბო­და. ერთი სი­ტყვით, ბე­რი­ამ ერთ-ერთი თა­ვი­სი ლაზი ძმო­ბი­ლის დახ­მა­რე­ბით, გოგო მო­ი­ტა­ცა და ფე­რი­ის მთა­ზე გა­და­მა­ლა. მე­ო­რე დი­ლით ადრე, მე­ცხრე ცაზე მყოფ ახალ­გაზ­რდებს ინ­გლი­სუ­რი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია და­ად­გა (იმ დროს ბა­თუმს ბრი­ტა­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია მარ­თავ­და) და ორი­ვე­ნი და­ა­პა­ტიმ­რა. ასიე, რო­გორც ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ქვე­შევ­რდო­მი, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მა­მას ჩა­ა­ბა­რეს, ლავ­რენ­ტი კი ცი­ხე­ში ჩას­ვეს.

მას შემ­დეგ, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­რი­ას ასი­ეს შე­სა­ხებ აღა­რა­ფე­რი სმე­ნო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყველ­გან და­ე­ძებ­და. 1951 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კი­დან ოს­მა­ლე­თის ყო­ფილ ქვე­შევ­რდო­მებს ასახ­ლებ­დნენ და ბე­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ინ­ტრი­გებს ხლარ­თავ­დნენ, "პენ­სნე­ი­ან კაცს" სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნი­დან გა­სა­სახ­ლე­ბე­ლი "თურ­ქე­ბის" სია შე­უ­ტა­ნეს, რო­მელ­შიც ასიე ჯი­ვე­ლე­ქ­ოღ­ლიც იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ლავ­რენ­ტიმ მისი სა­ხე­ლი და გვა­რიც წი­თე­ლი ფან­ქრით შე­მო­ხა­ზა და ბრძა­ნე­ბაც გას­ცა - ეშე­ლო­ნი­დან ჩა­მოხ­სე­ნი­თო. არა­და, მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე დაძ­რუ­ლი იყო და სა­დღაც კას­პი­ის­პი­რა ვე­ლებ­ზე მიქ­რო­და. ის ჩე­კის­ტებ­მა ას­ტრა­ხან­თან შე­ა­ჩე­რეს, ქალი გად­მოს­ვეს და მოს­კოვ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს. იმ დროს ასიე 50 წლი­სა იყო. ქმარ-შვი­ლი არ ჰყავ­და და და­ობ­ლე­ბულ ძმის­შვილს ზრდი­და. ქალი ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ძველ სიყ­ვა­რულს კი­დევ შეხ­ვდე­ბო­და. ბე­რი­ას ამ­ბა­ვი, ცხა­დია, კარ­გად იცო­და, მაგ­რამ მას­ზე ოც­ნე­ბა­საც ვერ ბე­დავ­და.

ასიე და ლავ­რენ­ტი ერ­თმა­ნეთს, რო­გორც წესი, კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში შეხ­ვდნენ და ქალი გა­ნაც­ვიფ­რა იმან, რომ მტკი­ცე ხა­სი­ა­თით სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს თვალ­ზე ცრემ­ლი უბრწყი­ნავ­და. მან კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმის ამო­ღე­ბაც კი ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, მერე ძალა მო­იკ­რი­ბა და ასი­ეს უთხრა: "შენ­სა­ვით ჯერ არც ერთი ქალი არ მყვა­რე­ბია... ვწუხ­ვარ, რომ ბედ­მა ამ­დე­ნი ხნით დაგ­ვა­შო­რა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ისევ ძვე­ლე­ბუ­რად მიყ­ვარ­ხარ..." ქალ­მა პა­სუ­ხი არ გას­ცა. ის პოდ­მოს­კო­ვი­ე­ში, ბე­რი­ას ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე დარ­ჩა. იქ მა­ნამ­დე ცხოვ­რობ­და, სა­ნამ "პენ­სნე­ი­ან კაცს" და­ი­ჭერ­დნენ, მერე კი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ნე­ბარ­თვა აიღო და თურ­ქეთ­ში გა­და­სახ­ლდა.

ასი­ემ ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბამ­დე იცო­ცხლა და 1988 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ძლი­ე­რე­ბას უკვე წყა­ლი ჰქონ­და შემ­დგა­რი, ერთ-ერთი რუ­სუ­ლი გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც იმ დროს თურ­ქეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და, ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. "ლავ­რენ­ტი ბე­რია სა­ოც­რად ვაჟ­კა­ცუ­რი კაცი იყო. მის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი კი სა­ო­ცა­რი იცო­და და ამა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მე გვი­ან დავ­რწმუნ­დი", - უთხრა ჟურ­ნა­ლისტს ქალ­მა.

"ამ მო­ხუც ქალს ტრა­პი­ზო­ნის მახ­ლობ­ლად, ერთ პა­ტა­რა სო­ფელ­ში შევ­ხვდი. მას ეტყო­ბო­და, რომ ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი დღე­საც არ გა­ნე­ლე­ბო­და და ამი­ტომ, ბე­რი­ა­ზე ობი­ექ­ტუ­რად სა­უ­ბა­რი მა­ინც გა­უ­ჭირ­და", - ასე მთავ­რდე­ბო­და სტა­ტია, რო­მე­ლიც ასიე ჯი­ვე­ლე­ქ­ოღ­ლის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობ­და. იმ დროს, ამ მა­სა­ლას რუ­სეთ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ათი­ო­დე წლის შემ­დეგ, ასიე ჯი­ვე­ლე­ქ­ოღ­ლის ძმის­შვილს, თურ­ქეთ­ში ყოფ­ნი­სას, მეც შევ­ხვდი, მაგ­რამ მის­გან ახა­ლი ვე­რა­ფე­რი შე­ვი­ტყვე.

ბე­რი­ას სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, რა თქმა უნდა, ამ ორი შემ­თხვე­ვით სუ­ლაც არ ამო­ი­წუ­რე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, "პენ­სნე­ი­ა­ნი კა­ცის" ბუ­ნე­ბის ამო­საც­ნო­ბად ესეც კმა­რა - ლავ­რენ­ტი ბე­რია სა­ოც­რად მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და მტკი­ცე პი­როვ­ნე­ბა იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი თა­ვი­სი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­მუ­ნიზ­მის იდე­ა­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ლავრენტი ბერია და მისი ქალები

ლავრენტი ბერია და მისი ქალები

საყოველთაოდ ცნობილი საბჭოთა მაღალჩინოსნის, კრემლის "რუხი კარდინალის" - ლავრენტი ბერიას მექალთანეობაზე ხმები ჯერ კიდევ მაშინ ვრცელდებოდა, როდესაც "პენსნეიანი კაცის" შიშით ხმამაღლა ლაპარაკსაც კი ვერავინ ბედავდა და არათუ თითზე ჩამოსათვლელ ნონკონფორმისტებს, არამედ საბჭოეთის მორჩილ ობივატელებსაც კი, შავი "ემადინების" საბურავების ღამეულ ღრჭიალზე ძილი უკრთებოდათ.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა ამერიკელმა ისტორიკოსმა, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ გვსტუმრობდა თბილისში, ამაზე ფრიად გონებამახვილურად იხუმრა: "ბერიას იმთავითვე უყვარდა ლამაზი ქალები, ლამაზ ქალებს კი მხოლოდ მაშინღა შეუყვარდათ ის, როცა ძალაუფლება იგდო ხელთ". როგორც ყოველთვის, ამ ხუმრობაშიც მწარე სიმართლე გამოსჭვივის - ლავრენტი ბერია ახალგაზრდობაში სულაც არ გამოირჩეოდა დონჟუანობით, თუმცა მეხსიერება და ჟინი მაშინაც ჰქონდა და როცა "პენსნეიან კაცად" იქცა, გაიხსენა თითქმის ყველა ქალი, ვინც კი ოდესმე მოსწონდა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რუსეთშიც და დასავლეთშიც უამრავჯერ დაიწერა ბერიას ვნებების შესახებ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჭორ-მართლის გარკვევა არავის უცდია. არადა, ბერია და მისი ქალები ბანალური თემა სულაც არაა - კრემლის სხვა მაღალჩინოსნებისგან "პენსნეიან კაცს" ყველაზე მეტად სუსტი სქესის მიმართ გადამეტებული ინტერესი გამოარჩევდა; ამიტომაც, მისი პიროვნული პორტრეტისათვის ამ შტრიხის გათვალისწინება აუცილებელია.

როგორც ბერიას თანამედროვენი იხსენებენ, "პენსნეიანი კაცი" ამა თუ იმ ქალისადმი სიმპათიას არასოდეს მალავდა და საწადლის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა. მართალი რომ ითქვას, ამ მხრივ ზედმეტი გარჯაც არ სჭირდებოდა - ქალები მისი მიზანსწრაფული და მტკიცე ხასიათით იხიბლებოდნენ.

ცნობილი რუსი მწერლის, ფაზილ ისკანდერის მოთხრობაში - "ო, მარატ!", რომლის მიხედვით მერე ფილმიც გადაიღეს, ერთგვარი ირონიითაა გადმოცემული, თუ როგორ დამღუპველად იმოქმედა მთავარ გმირზე იმის თვალნათლივ დანახვამ, რომ მას და ბერიას ერთი და იგივე ქალი აინტერესებდათ: დაუღლელი მექალთანე მარატი უეცრად პესიმისტ იმპოტენტად გადაიქცა. სხვათა შორის, ეს სავსებით რეალური და საინტერესო ფაქტია, რასაც ისტორიული ფსიქოლოგია შეისწავლის.

შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ მარატის (უფრო სწორად - მისი პროტოტიპის) უეცარი ცვლილება "პენსნეიანი კაცის" პიროვნული შიშის შედეგი იყო; მაგრამ ისევ იმ ამერიკელ ისტორიკოსს თუ დავესესხებით, მექალთანეობა თავისთავად, მიზანსწრაფულობასა და ხასიათის სიმტკიცესთანაა დაკავშირებული და ასეთ პიროვნებებს შიში ნაკლებად აწუხებთ. ყველაფრის თავიდათავი მაინც ისაა, რომ ლავრენტი ბერიას ქმედებაში ყოველთვის აშკარად გამოსჭვიოდა ერთი რამ - ის ქალებს ზერელედ არ უყურებდა და არც წუთიერი სიამოვნებისთვის იყენებდა.

აქედან გამომდინარე, ლავრენტი ბერიას საყვარლები, ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით, არ ჰყოლია - მას ჰყავდა არაოფიციალური ცოლები, რომლებსაც კარჩაკეტილი ცხოვრება ევალებოდათ და ბერიას გარდა, სხვა პარტნიორებზე ოცნებაც არ შეეძლოთ. ბუნებრივია, თუკი რომელიმე მათგანი "პენსნეიანი კაცის" ამ მოთხოვნებს დაარღვევდა, სიცოცხლეს გამოემშვიდობებოდა.

"ლავრენტის თავისი ბობოქარი ცხოვრების განმავლობაში უამრავი ქალი უყვარდა; რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თითქმის ყველას მიმართ თავისებურად ერთგული იყო", - აღნიშნავდა საყოველთაოდ ცნობილი ჩეჩენი დისიდენტი აბდურაჰმან ავტორხანოვი. ასევე საინტერესოა ისიც, რომ თავის ქალებს ბერია აბორტის გაკეთებას სასტიკად უკრძალავდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი უკანონო შვილისთვის გვარი არ მიუცია და არც ზედმეტი ყურადღება გამოუჩენია. სხვათა შორის, ამით ისარგებლეს სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტებმა და გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან რუსეთში "პენსნეიანი კაცის" ათასობით "უკანონო შთამომავალი" გამოჩნდა, რომლებიც სხვადასხვაგვარი ამბების შეთხზვით ფულის შოვნას ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში ბერიას შთამომავლების გამოჩენა არ გაჰკვირვებიათ. ამ საკითხით სერიოზული ისტორიკოსებიც დაინტერესდნენ; მათი მტკიცებით, საკმაოდ ბევრი ფაქტი მართლაც საყურადღებოა და საბჭოთა პერიოდის მკვლევრებისთვის ფასდაუდებელ ცნობებსაც შეიცავს.

მაგალითად, 1999 წელს, რუსულ გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტი"-ში გამოქვეყნდა სენსაციური მასალა იმის თაობაზე, რომ II მსოფლიო ომის დასაწყისში, როცა სამხრეთ საქართველოდან (კერძოდ - ბოლნისიდან) გერმანელების გასახლების გადაწყვეტილება მიიღეს, ლავრენტი ბერიამ გასასახლებელთა სიაში ვინმე ერნა ქინდლის სახელი ჯერ წითელი ფანქრით შემოხაზა, მერე სრულიად საიდუმლოდ, ბრძანება გასცა - ხსენებული პირი ციმბირის ნაცვლად, პოდმოსკოვიეში, ერთ-ერთ "დახურულ ქალაქში" (მაშინ ასე იხსენიებდნენ ისეთ ქალაქებს, რომლებშიც ზესაიდუმლო სტრატეგიული ობიექტები იყო განლაგებული), საბავშვო ბაღის უბრალო მასწავლებლად გაეშვათ - ცხადია, მიწერ-მოწერისა და გადაადგილების უფლებების მკაცრი შეზღუდვით.

გერმანელთა გასახლებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, რასაკვირველია, უყოყმანოდ აღასრულეს ბრძანება. ერნა ქინდლი 29 წლის ბოლნისელი, დედით აზერბაიჯანელი და მამით გერმანელი, ენით აუწერელი სილამაზის, ახალგათხოვილი ქალი აღმოჩნდა. ის დაკავების დღესვე გადაგზავნეს მოსკოვში, ხოლო მისი მეუღლე - ვინმე პაულ მიულერი ციმბირში გადაკარგეს. "წითელარმიელებმა ყველა ჩვენგანი ნავთლუღის სადგურზე მიგვრეკეს. იქ კი უკვე ეშელონი გველოდა.

თითოეულ ვაგონთან ჯარისკაცი იდგა, ხელში სია ეკავა და გვარებს ხმამაღლა კითხულობდა... მე და ჩემს მეუღლეს მესამე ვაგონში ასვლა გვიწევდა. ჯერ პაული ავიდა და ხელი გამომიწოდა, მაგრამ ამ დროს, აქედან და იქიდან ორი მაღალჩინოსანი სამხედრო ამომიდგა. მათ სახელი მკითხეს და შემდეგ კი მიბრძანეს: "გამოგვყევით! თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ!" და წამიყვანეს. ჩემს მეუღლეს ვაგონიდან ჩამოხტომა სურდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს", - იხსენებდა შემდეგ ერნა ქინდლი - იგივე ირინა ნემცოვა ჟურნალისტთან ინტერვიუში.

ახალგაზრდა ქალი მაღალჩინოსანმა სამხედროებმა სამ სამოქალაქოტანსაცმლიან პირს გადააბარეს, მათ კი დახურული სამთავრობო ვაგონით მოსკოვში ჩაიყვანეს. "არც კი ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ კითხვასაც ვეღარ ვბედავდი... თანმხლებმა პირებმა მკაცრად გამაფრთხილეს, რომ გაქცევა არც მეცადა - ტუალეტში შესვლისასაც კი კარი ჩაუკეტავი უნდა დამეტოვებინა", - გაიხსენა ერნა ქინდლმა.

იგი ლავრენტი ბერიას ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში შეახვედრეს: "მე უწინ მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ რომ შემხვდა, შემახსენა - ერთმანეთს თბილისში, ოპერის თეატრში შევხვედრივართო... ოპერაში იმ დღეს მე და პაული ვიყავით და როცა ხალხი აჩურჩულდა, ბერია მოვიდაო, მახსოვს, შევეცადე, დამენახა... იმ დღეს მისი მზერა კი დავიჭირე, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა, თვალი სწრაფად ავარიდე", - აღნიშნავდა ერნა ქინდლი. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ლავრენტი ბერიას ქალის შესახებ ყველაფერი დაედგინა და როდესაც დრო დადგებოდა, თავისთან დაებარებინა.

"არგუმენტი ი ფაქტი"-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გერმანელი ქალი დეტალურად ჰყვებოდა, თუ რაზე ესაუბრა ბერია მას შეხვედრისას: "მას ჰქონდა დახვეწილი მანერები და თამამად იქცეოდა. მითხრა, რომ დანახვისთანავე მოვეწონე და ამიტომაც სურდა, ციმბირში გადასახლებისაგან ვეხსნე... მელაპარაკებოდა იმაზე, რაც მაინტერესებდა და უეცრად ვიგრძენი, რომ პიროვნულად თითქოს აღარც კი ვარსებობდი - ლავრენტი ჩემს აზრებს კითხულობდა და მე უბრალო წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აღარ მქონდა", - ამგვარი საუბრების შემდეგ, ლავრენტი ბერიამ ქალთან საწადელს მალე მიაღწია და ერნა ქინდლი დაორსულდა. ამის შემდეგ ბერიამ მასთან ურთიერთობა თითქმის სულ გაწყვიტა, თან სასტიკად აუკრძალა აბორტის გაკეთება და მომხდარის გახმაურება.

ერნა ქინდლს სამშობიაროში მიუტანეს ახალი პასპორტი ირინა ნემცოვას სახელზე, თუმცაღა თავისუფალი გადაადგილების უფლება არ მიუციათ. მას ვაჟიშვილი ეყოლა და სახელად პავლე დაარქვა. ბიჭი ათი წლისა იქნებოდა, როცა მისი ბიოლოგიური მამა დაიჭირეს და დახვრიტეს: "ერთ დღეს სკოლიდან მოვედი და ვხედავ - დედა ოთახში ზის და ტირის. რა მოგივიდა-მეთქი, ვკითხე და - მამაშენი დაიღუპაო. ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ მამა ციმბირში იყო გადასახლებული და ვიფიქრე, ალბათ ცნობა თუ მიიღო-მეთქი", - განუცხადა რუსულ გაზეთს პავლე ნემცოვმა წლების შემდეგ. მან მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერეღა შეიტყო დედისაგან სიმართლე.

მეორე ამბავი კი, რომელიც არანაკლებ საინტერესოა, ბერიას ახალგაზრდობის დროინდელ გატაცებას უკავშირდება: 1919 წელს, როდესაც ბათუმში რევოლუციონერობდა, ლავრენტიმ ერთი ლაზი გოგონა - ასიე ჯიველექოღლი გაიცნო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე გოგოს მშობლები წინააღმდეგნი წავიდნენ - ქალიშვილს ქრისტიანს არ გავატანთო. ასიემაც მათ გადაწყვეტილებას ვეღარაფერი დაუპირისპირა და იძულებული გახდა, ახალგაზრდა ბერიასთან ურთიერთობა შეეწყვიტა.

რაღა თქმა უნდა, ლავრენტიმ ეს არად ჩააგდო და შეეცადა, ასიეს გული კვლავაც მოეგო. სხვათა შორის, ამის გაკეთება არ გასჭირვებია, რადგან ქალიშვილს მისდამი გრძნობა არც განელებოდა. ერთი სიტყვით, ბერიამ ერთ-ერთი თავისი ლაზი ძმობილის დახმარებით, გოგო მოიტაცა და ფერიის მთაზე გადამალა. მეორე დილით ადრე, მეცხრე ცაზე მყოფ ახალგაზრდებს ინგლისური სამხედრო პოლიცია დაადგა (იმ დროს ბათუმს ბრიტანული ადმინისტრაცია მართავდა) და ორივენი დააპატიმრა. ასიე, როგორც ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომი, მალევე გაათავისუფლეს და მამას ჩააბარეს, ლავრენტი კი ციხეში ჩასვეს.

მას შემდეგ, კარგა ხნის განმავლობაში ბერიას ასიეს შესახებ აღარაფერი სმენოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან დაეძებდა. 1951 წელს, როდესაც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკიდან ოსმალეთის ყოფილ ქვეშევრდომებს ასახლებდნენ და ბერიას წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდნენ, "პენსნეიან კაცს" სოხუმის რაიონიდან გასასახლებელი "თურქების" სია შეუტანეს, რომელშიც ასიე ჯიველექოღლიც იყო აღნიშნული.

ლავრენტიმ მისი სახელი და გვარიც წითელი ფანქრით შემოხაზა და ბრძანებაც გასცა - ეშელონიდან ჩამოხსენითო. არადა, მატარებელი უკვე დაძრული იყო და სადღაც კასპიისპირა ველებზე მიქროდა. ის ჩეკისტებმა ასტრახანთან შეაჩერეს, ქალი გადმოსვეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. იმ დროს ასიე 50 წლისა იყო. ქმარ-შვილი არ ჰყავდა და დაობლებულ ძმისშვილს ზრდიდა. ქალი ვერც წარმოიდგენდა, თუ ძველ სიყვარულს კიდევ შეხვდებოდა. ბერიას ამბავი, ცხადია, კარგად იცოდა, მაგრამ მასზე ოცნებასაც ვერ ბედავდა.

ასიე და ლავრენტი ერთმანეთს, როგორც წესი, კონსპირაციულ ბინაში შეხვდნენ და ქალი განაცვიფრა იმან, რომ მტკიცე ხასიათით საყოველთაოდ ცნობილ მაღალჩინოსანს თვალზე ცრემლი უბრწყინავდა. მან კარგა ხნის განმავლობაში ხმის ამოღებაც კი ვეღარ მოახერხა, მერე ძალა მოიკრიბა და ასიეს უთხრა: "შენსავით ჯერ არც ერთი ქალი არ მყვარებია... ვწუხვარ, რომ ბედმა ამდენი ხნით დაგვაშორა ერთმანეთს, მაგრამ ისევ ძველებურად მიყვარხარ..." ქალმა პასუხი არ გასცა. ის პოდმოსკოვიეში, ბერიას ერთ-ერთ აგარაკზე დარჩა. იქ მანამდე ცხოვრობდა, სანამ "პენსნეიან კაცს" დაიჭერდნენ, მერე კი საბჭოთა ხელისუფლებისგან ნებართვა აიღო და თურქეთში გადასახლდა.

ასიემ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და 1988 წლის ოქტომბერში, როცა საბჭოთა კავშირის ძლიერებას უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი, ერთ-ერთი რუსული გაზეთის ჟურნალისტს, რომელიც იმ დროს თურქეთში მოგზაურობდა, ვრცელი ინტერვიუ მისცა. "ლავრენტი ბერია საოცრად ვაჟკაცური კაცი იყო. მის პოლიტიკურ შეხედულებებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სიყვარული კი საოცარი იცოდა და ამაში, სამწუხაროდ, მე გვიან დავრწმუნდი", - უთხრა ჟურნალისტს ქალმა.

"ამ მოხუც ქალს ტრაპიზონის მახლობლად, ერთ პატარა სოფელში შევხვდი. მას ეტყობოდა, რომ ძველი სიყვარული დღესაც არ განელებოდა და ამიტომ, ბერიაზე ობიექტურად საუბარი მაინც გაუჭირდა", - ასე მთავრდებოდა სტატია, რომელიც ასიე ჯიველექოღლის ამბავს მოგვითხრობდა. იმ დროს, ამ მასალას რუსეთში გამოხმაურება არ მოჰყოლია. ათიოდე წლის შემდეგ, ასიე ჯიველექოღლის ძმისშვილს, თურქეთში ყოფნისას, მეც შევხვდი, მაგრამ მისგან ახალი ვერაფერი შევიტყვე.

ბერიას სასიყვარულო თავგადასავლები, რა თქმა უნდა, ამ ორი შემთხვევით სულაც არ ამოიწურება, მაგრამ ვფიქრობ, "პენსნეიანი კაცის" ბუნების ამოსაცნობად ესეც კმარა - ლავრენტი ბერია საოცრად მიზანსწრაფული და მტკიცე პიროვნება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, კომუნიზმის იდეალებს ემსახურებოდა.

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი "გზა"

ქობულეთის საკრებულოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს უკვე მეორედ, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა