პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს იმედის" თითო წიგნი - სააღდგომო საჩუქრად ყველა მკითხველს!
"საქართველოს იმედის" თითო წიგნი - სააღდგომო საჩუქრად ყველა მკითხველს!

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" სა­აღ­დგო­მოდ კი­დევ ერთ სა­ჩუ­ქარს უმ­ზა­დე­ბენ მკი­თხველს. ეს გახ­ლავთ წიგ­ნე­ბის სე­რი­ის "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" ერთი ტომი. გვე­სა­უბ­რე­ბა წიგ­ნე­ბის სე­რი­ის "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი:

  • - პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დი" ჟურ­ნალ­მა "კა­რიბ­ჭემ" და "პა­ლიტ­რა L"-მა წლე­ბის წინ ერ­თობ­ლი­ვად გა­მოს­ცეს და ეს მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლი ბევ­რის­თვის სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბად იქცა. სე­რია მო­ი­ცავს წიგ­ნებს იმ წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ცნო­ბილ ხატ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს იმედ­ზე" არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი.

ხატი "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დი", რო­მე­ლიც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი, მრევ­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ამ დი­დე­ბულ ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ყვე­ლა წმინ­და­ნი, რო­მელ­თა მე­ო­ხე­ბაც არ მოჰ­კლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მოგ­ვცა, რომ გა­მოგ­ვე­ცა წიგ­ნე­ბი ამ წმინ­და­ნე­ბის შე­სა­ხებ... იმ დრო­ის­თვის ახალ­შექ­მნი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" ხატი 2011 წლის 25 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან წმინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­აბ­რძა­ნეს. უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-მ იმ დღეს ასე მი­მარ­თა მრევლს: "დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს, რომ ღირ­სი გაგ­ვხა­და, შექ­მნი­ლი­ყო ეს ხატი და მას ეწო­დე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დი". ეს ხატი ღვთის მად­ლი­თა და ძა­ლით იქ­ნე­ბა სას­წა­ულ­მოქ­მე­დი და ყო­ველ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სარ­წმუ­ნო­ე­ბით, სიმ­დაბ­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მოვა ამ ხატ­თან, აღუს­რულ­დე­ბა თხოვ­ნა მისი და ლოც­ვა მისი. ამ ხა­ტის მად­ლით ღმერ­თმა და­ლო­ცოს, გა­ა­ხა­როს, გა­ამ­თლი­ა­ნოს და და­ამ­შვი­დოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამ ხა­ტის მად­ლით ღმერ­თმა და­აბ­რუ­ნოს ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ხა­ტის მად­ლით ღმერ­თმა გვა­ცხოვ­ნოს ჩვენ, ამინ!"

"სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" სე­რი­ის წიგ­ნებ­ში და­ი­წე­რა ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ყვე­ლა წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბა. გა­მო­ვი­ყე­ნეთ ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა და სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა, და­ი­წე­რა იმ წმინ­და­ნებ­ზეც, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და ლი­ტე­რა­ტუ­რა. ხატ­ზე 270-მდე წმინ­და­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა სე­რი­ის ამა თუ იმ წიგნ­შია აღ­წე­რი­ლი. "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" წიგ­ნე­ბი ჩვენ თვალ­წინ აცო­ცხლებს მარ­თლმა­დი­დე­ბელ წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბას, მათ სწავ­ლე­ბებ­სა და და­რი­გე­ბებს... "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" ყო­ვე­ლი წიგ­ნი ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რია ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის. ახლა კი, წლე­ბის მერე, ბევ­რის­თვის სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ესინ­ფორ­მა­ცია - თი­თო­ე­უ­ლი ტომი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წიგ­ნია და მკი­თხველს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნაც­დე­ვი­ნებს მთლი­ა­ნი პრო­ექ­ტის სუ­ლის­კვე­თე­ბას. სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რო­მე­ლი წმინ­და­ნე­ბი ინე­ბე­ბენ ახლა თქვენს ოჯა­ხებ­ში შე­მობ­რძა­ნე­ბას, რად­გან გა­ზე­თის სხვა­დას­ხვა ეგ­ზემპლარ­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტო­მე­ბი იქ­ნე­ბა სა­ჩუქ­რად.

შეგ­ვე­წი­ოს "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დის" ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ყვე­ლა წმინ­და­ნის მად­ლი. უფალ­მა და­ლო­ცოს, გა­ამ­თლი­ა­ნოს და და­ამ­შვი­დოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"საქართველოს იმედის" თითო წიგნი - სააღდგომო საჩუქრად ყველა მკითხველს!

"საქართველოს იმედის" თითო წიგნი - სააღდგომო საჩუქრად ყველა მკითხველს!

გაზეთი "კვირის პალიტრა" და გამომცემლობა "პალიტრა L" სააღდგომოდ კიდევ ერთ საჩუქარს უმზადებენ მკითხველს. ეს გახლავთ წიგნების სერიის "საქართველოს იმედის" ერთი ტომი. გვესაუბრება წიგნების სერიის "საქართველოს იმედის" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

  • - პროექტი "საქართველოს იმედი" ჟურნალმა "კარიბჭემ" და "პალიტრა L"-მა წლების წინ ერთობლივად გამოსცეს და ეს მრავალტომეული ბევრისთვის სამაგიდო წიგნებად იქცა. სერია მოიცავს წიგნებს იმ წმინდანების ცხოვრების შესახებ, რომლებიც ცნობილ ხატზე "საქართველოს იმედზე" არიან გამოსახული.

ხატი "საქართველოს იმედი", რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, მრევლისთვის კარგად არის ცნობილი. ამ დიდებულ ხატზე გამოსახულია ყველა წმინდანი, რომელთა მეოხებაც არ მოჰკლებია საქართველოს არსებობის განმავლობაში. ჩვენმა პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მოგვცა, რომ გამოგვეცა წიგნები ამ წმინდანების შესახებ... იმ დროისთვის ახალშექმნილი "საქართველოს იმედის" ხატი 2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოდან წმინდა სამების ტაძარში გადააბრძანეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იმ დღეს ასე მიმართა მრევლს: "დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, შექმნილიყო ეს ხატი და მას ეწოდება "საქართველოს იმედი". ეს ხატი ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულმოქმედი და ყოველ ადამიანს, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლითა და სიყვარულით მოვა ამ ხატთან, აღუსრულდება თხოვნა მისი და ლოცვა მისი. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ჩვენი ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ, ამინ!"

"საქართველოს იმედის" სერიის წიგნებში დაიწერა ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრება. გამოვიყენეთ ყველა არსებული გამოცემა და საარქივო მასალა, დაიწერა იმ წმინდანებზეც, რომელთა შესახებაც აქამდე არ არსებობდა ლიტერატურა. ხატზე 270-მდე წმინდანია გამოსახული. თითოეულის ცხოვრება და მოღვაწეობა სერიის ამა თუ იმ წიგნშია აღწერილი. "საქართველოს იმედის" წიგნები ჩვენ თვალწინ აცოცხლებს მართლმადიდებელ წმინდანთა ცხოვრებას, მათ სწავლებებსა და დარიგებებს... "საქართველოს იმედის" ყოველი წიგნი ნამდვილი საგანძურია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის. ახლა კი, წლების მერე, ბევრისთვის სიახლე იქნება ესინფორმაცია - თითოეული ტომი დამოუკიდებელი წიგნია და მკითხველს აუცილებლად განაცდევინებს მთლიანი პროექტის სულისკვეთებას. საინტერესო კი ის არის, რომელი წმინდანები ინებებენ ახლა თქვენს ოჯახებში შემობრძანებას, რადგან გაზეთის სხვადასხვა ეგზემპლარში სრულიად განსხვავებული ტომები იქნება საჩუქრად.

შეგვეწიოს "საქართველოს იმედის" ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის მადლი. უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო...