პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – "თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – "თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

რუს­თა­ვის ჭა­ლის ტყის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში, უკვე ტრა­დი­ცი­უ­ლად, „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ და „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი“ ჩა­ერ­თნენ. გამ­წვა­ნე­ბის მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე 2000 ნერ­გი და­ირ­გო. აქ­ცია პრო­ექ­ტის „ნა­პირ­ზე“ ორ­გა­ნი­ზე­ბით და­ი­გეგ­მა და ის თან­ხვედ­რა­შია რუს­თა­ვის ჭა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას­თან. რუს­თა­ვის ჭალა მდი­ნა­რე მტკვრის ორი­ვე ნა­პირს მო­ი­ცავს და და­ახ­ლო­ე­ბით 300 ჰექ­ტარს შე­ად­გენს. მდი­ნა­რის მიერ ჭა­ლის ტყის გავ­ლით მო­ტა­ნილ ჰა­ე­რის ნა­კადს რუს­თა­ვის ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის გა­ნი­ა­ვე­ბის ფუნ­ქცია უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა ეკო­სის­ტე­მა გა­ნად­გურ­და. სწო­რედ ამი­ტომ ჭა­ლის ტყის აღ­დგე­ნას დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

გა­რე­მოს დაც­ვა სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა „თე­გე­ტა მო­ტორ­სის­თვი­საც“, სწო­რედ ამი­ტომ კომ­პა­ნია პრო­ექტ „ნა­პირ­ზე“-ს მხარ­დამ­ჭე­რია და გამ­წვა­ნე­ბის მას­შტა­ბურ აქ­ცი­ა­ში უკვე მე­ო­რე წე­ლია მო­ნა­წი­ლე­ობს. მხარ­და­ჭე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­ექ­ტში „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თნენ. პრო­ექ­ტის „ნა­პირ­ზე“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დო­ნა­ცი­ის პლატ­ფორ­მა Tegeta.care-ზეც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი და ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათი მხარ­და­ჭე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „გა­რე­მოს დაც­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. ჩვენ მუდ­მი­ვად ვე­ძებთ ისეთ პარტნი­ო­რებს, რომ­ლე­ბიც გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნე­ვენ და სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რე­ბი არი­ან. ჩვენ Tegeta.care-ის პარტნი­ორ­თან, პრო­ექტთან „ნა­პირ­ზე“ უკვე მე­ო­რე წე­ლია ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. სწო­რედ ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ერ­თო აქ­ტი­ვო­ბაა გამ­წვა­ნე­ბის მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია. გვი­ხა­რია, რომ ხე­ე­ბის დარ­გვა იმ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია, რო­მელ­მაც ახა­ლი სი­ცო­ცხლე უნდა შეს­ძი­ნოს მტკვრის ჭა­ლას.

ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლებ­საც ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ და სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნათ გა­რე­მოს დაც­ვა­ში. ამ გზით ხელს შე­ვუ­წყობთ, ერთი მხრივ, მათი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას და ასე­ვე ჩვენს წვლილს შე­ვი­ტანთ ქა­ლაქ რუს­თა­ვის ეკო­სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში“.

შალ­ვა ახვლე­დი­ა­ნი, „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ დი­რექ­ტო­რი: „თე­გე­ტა გრინ პლა­ნეტ­ში“ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ და კარ­გად ვი­აზ­რებთ ჩვენს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რუს­თა­ვის ჭალა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებ­და ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა 90-იანი წლე­ბი­დან ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა: ტყე გა­ი­ჩე­ხა, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გა­უ­ა­რეს­და და ეკო­სის­ტე­მა მო­ირ­ღვა. დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ მი­და­მო­ე­ბის­თვის პირ­ვან­დე­ლი იერ­სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბა და გვი­ხა­რია, რომ აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში ვერ­თვე­ბით.

ზო­გა­დად, „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ პრო­ფი­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვაა, რაც მათ რე­ციკ­ლი­რე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბა­სა და აღ­დგე­ნას გუ­ლის­ხმობს. გა­რე­მოს­თვის მავ­ნე ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად ვერ­თვე­ბით ისეთ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში, რომ­ლე­ბიც გამ­წვა­ნე­ბას, ტყე­ე­ბის გა­შე­ნე­ბა­სა და ეკო­სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ი­ცავს“.

ჭა­ლის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი ეტა­პი ქა­ლაქ­ში მდი­ნა­რის­პი­რა ტყის გა­შე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. პირ­ვე­ლი სა­ვე­ლე გას­ვლე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად, 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან და­ი­გეგ­მა. ამ­ჯე­რად გამ­წვა­ნე­ბის მას­შტა­ბურ აქ­ცი­ა­ში 150 მო­ხა­ლი­სე ჩა­ერ­თვo, ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლე­ბი­დან და ქვე­მო ქარ­თლის სკა­უ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან.

დათა ცინ­ცა­ძე, პრო­ექ­ტის „ნა­პირ­ზე“ თა­ნა­ავ­ტო­რი: „პრო­ექ­ტი 6 მე­გობ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა. ჩვენ რუს­თავ­ში გა­ვი­ზარ­დეთ და კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში შე­იქ­მნა. პრო­ექ­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჭა­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. გვსურ­და, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქემ­დე მიგ­ვე­ტა­ნა ინ­ფორ­მა­ცია რუს­თა­ვის ჭა­ლი­სა და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­სის­ტე­მა და­ირ­ღვა და ქა­ლაქ­მა გა­წყვი­ტა კავ­ში­რი ამ უნი­კა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ას­თან. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ამ კავ­ში­რის აღ­დგე­ნაა.

ამ­ჯე­რად დავრგეთ და­მა­ტე­ბით 2000 ხე. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ „თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ აღ­მოჩ­ნდა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რი­დან, რო­მელ­მაც პარტნი­ო­რო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ­თან ერ­თად იტ­ვირ­თა“.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რუს­თა­ვის ჭა­ლის გამ­წვა­ნე­ბას­თან ერ­თად, მთლი­ა­ნად მდი­ნა­რე მტკვრის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა. ამ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ჩა­ნა­ფიქრზე პრო­ექ­ტის „ნა­პირ­ზე“ შემ­ქმნე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, მკვლევ­რებ­თან და მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ. ამ პრო­ცეს­ში კი კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თვა და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის, რათა გა­რე­მო უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს.

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – "თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – "თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში, უკვე ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთნენ. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 2000 ნერგი დაირგო. აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს მოიცავს და დაახლოებით 300 ჰექტარს შეადგენს. მდინარის მიერ ჭალის ტყის გავლით მოტანილ ჰაერის ნაკადს რუსთავის ინდუსტრიული ზონის განიავების ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა ეკოსისტემა განადგურდა. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გარემოს დაცვა სტრატეგიული მიმართულებაა „თეგეტა მოტორსისთვისაც“, სწორედ ამიტომ კომპანია პროექტ „ნაპირზე“-ს მხარდამჭერია და გამწვანების მასშტაბურ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. მხარდაჭერის პარალელურად პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის „ნაპირზე“ შესახებ ინფორმაცია დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც არის განთავსებული და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა ეძლევა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოს დაცვითი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვას პრიორიტეტად მიიჩნევენ და სხვადასხვა ინიციატივის ავტორები არიან. ჩვენ Tegeta.care-ის პარტნიორთან, პროექტთან „ნაპირზე“ უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. სწორედ ამ თანამშრომლობის საერთო აქტივობაა გამწვანების მასშტაბური აქცია. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს მტკვრის ჭალას.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ „თეგეტას“ თანამშრომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროექტში ჩართულიყვნენ და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვაში. ამ გზით ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ასევე ჩვენს წვლილს შევიტანთ ქალაქ რუსთავის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში“.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართულებით. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა მოირღვა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება და გვიხარია, რომ აღნიშნულ პროექტში ვერთვებით.

ზოგადად, „თეგეტა გრინ პლანეტის“ პროფილი სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვერთვებით ისეთ ინიციატივებში, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს“.

ჭალის აღდგენის პირველი ეტაპი ქალაქში მდინარისპირა ტყის გაშენებას გულისხმობდა. პირველი საველე გასვლები და აქტივობები, მოხალისეებთან ერთად, 2023 წლის გაზაფხულიდან დაიგეგმა. ამჯერად გამწვანების მასშტაბურ აქციაში 150 მოხალისე ჩაერთვo, ადგილობრივი სკოლებიდან და ქვემო ქართლის სკაუტების ორგანიზაციიდან.

დათა ცინცაძე, პროექტის „ნაპირზე“ თანაავტორი: „პროექტი 6 მეგობრის ინიციატივით შეიქმნა. ჩვენ რუსთავში გავიზარდეთ და კარგად ვაცნობიერებთ რეალობას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულებში შეიქმნა. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ჭალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. გვსურდა, თითოეულ მოქალაქემდე მიგვეტანა ინფორმაცია რუსთავის ჭალისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ადგილობრივი ეკოსისტემა დაირღვა და ქალაქმა გაწყვიტა კავშირი ამ უნიკალურ ტერიტორიასთან. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ კავშირის აღდგენაა.

ამჯერად დავრგეთ დამატებით 2000 ხე. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსი“ აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი კომპანია კერძო სექტორიდან, რომელმაც პარტნიორობის სურვილი გამოთქვა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად იტვირთა“.

პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის გამწვანებასთან ერთად, მთლიანად მდინარე მტკვრის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ფართომასშტაბიან ჩანაფიქრზე პროექტის „ნაპირზე“ შემქმნელები საერთაშორისო პარტნიორებთან, მკვლევრებთან და მოხალისეებთან ერთად მუშაობენ. ამ პროცესში კი კერძო სექტორის ჩართვა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რათა გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS