პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ევროპა ტრამპს ტარიფების გაზრდაზე? - განიხილება საპასუხო ზომები: "ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები"
რას პასუხობს ევროპა ტრამპს ტარიფების გაზრდაზე? - განიხილება საპასუხო ზომები:  "ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები"

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ტე­ლე­ფო­ნით დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ - მი­ნისტრს კირ სტარ­მერს ესა­უბ­რა.

რო­გორც ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი პლატ­ფორ­მა x-ზე წერს, კირ სტარ­მერს გა­უ­ზი­ა­რა შეშ­ფო­თე­ბა გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ზე აშშ-ს ტა­რი­ფე­ბის გავ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, გა­ნი­ხი­ლეს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სა­კი­თხე­ბი და ევ­რო­კავ­ში­რი-დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვა­ლი სა­მი­ტი.

  • ამას­თან, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტრამ­პის მიერ და­წე­სე­ბულ ტა­რი­ფებ­ზე სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის­თვის მზა­დაა.

"ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი ღრმა შეშ­ფო­თე­ბა პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მიერ 2 აპ­რილს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბის და იმ ზი­ა­ნის გამო, რო­მელ­საც ტა­რი­ფე­ბი აყე­ნებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას - მათი პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნის გამო, მათ შო­რის მსოფ­ლი­ოს უღა­რი­ბეს ქვეყ­ნებს.

მან კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­კავ­ში­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს აშშ-სთან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ამას­თან, ცხად­ყო, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის და­იც­ვას თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამავდრო­უ­ლად, მან ხაზი გა­უს­ვა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ითა­ნამ­შრომ­ლოს პარტნი­ო­რებ­თან გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის­თვის ამ ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ თი­თო­ე­უ­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი იმოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე გა­ი­მე­ო­რა ევ­რო­კავ­ში­რის მტკი­ცე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თო და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით. მან შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა რუ­სე­თის მიერ სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვის შე­ჩე­რე­ბის გამო.

პრე­ზი­დენ­ტმა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნი­ხი­ლეს 19 მა­ისს და­გეგ­მი­ლი ევ­რო­კავ­ში­რი-დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მი­ტის­თვის მზა­დე­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ევ­რო­კავ­ში­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ძი­რი­თად სფე­რო­ებ­ში, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის, ვაჭ­რო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის ჩათ­ვლით.

პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შეხ­ვდე­ბა ლონ­დონ­ში 24 აპ­რილს, ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მიტ­ზე", - აღი­ნიშ­ნე­ბა გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რას პასუხობს ევროპა ტრამპს ტარიფების გაზრდაზე? - განიხილება საპასუხო ზომები: "ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები"

რას პასუხობს ევროპა ტრამპს ტარიფების გაზრდაზე? - განიხილება საპასუხო ზომები:  "ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები"

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტელეფონით დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრს კირ სტარმერს ესაუბრა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა x-ზე წერს, კირ სტარმერს გაუზიარა შეშფოთება გლობალურ ეკონომიკაზე აშშ-ს ტარიფების გავლენასთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, ასევე, განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები და ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის მომავალი სამიტი.

  • ამასთან, გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საჭიროების შემთხვევაში, ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებისთვის მზადაა.

"ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებული ტარიფების და იმ ზიანის გამო, რომელსაც ტარიფები აყენებს ყველა ქვეყანას - მათი პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენის გამო, მათ შორის მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება ჩაერთოს აშშ-სთან მოლაპარაკებებში, ამასთან, ცხადყო, რომ ევროკავშირი მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები პროპორციული საპასუხო ზომების საჭიროების შემთხვევაში. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა მის გადაწყვეტილებას, ითანამშრომლოს პარტნიორებთან გლობალური ეკონომიკისთვის ამ ახალ რეალობაზე რეაგირებისთვის და აღნიშნა, რომ თითოეული სავაჭრო პარტნიორი იმოქმედებს საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად.

პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა ევროკავშირის მტკიცე ვალდებულება, მჭიდროდ ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, ისევე როგორც უკრაინის საერთო და გრძელვადიანი მხარდაჭერის კუთხით. მან შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის შეჩერების გამო.

პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს 19 მაისს დაგეგმილი ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის სამიტისთვის მზადების საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის გაძლიერებას ძირითად სფეროებში, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ვაჭრობისა და ეკონომიკის ჩათვლით.

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდება ლონდონში 24 აპრილს, ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლის საერთაშორისო სამიტზე", - აღინიშნება განცხადებაში.