პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ“ - ჩეხეთის საელჩო
“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ“ - ჩეხეთის საელჩო

“სამ­წუ­ხა­როა იმის ხილ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ერთ დროს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა იყო, იხ­რე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ და ძირი ეთხრე­ბა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის კა­ნო­ნებს“, - შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

  • დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის მიზ­ნით, იზ­რდე­ბა სა­სა­მარ­თლო­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა.

„ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებ­თან ერ­თად, გა­ნაგ­რძობს ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. და­მო­უ­კი­დე­ბელ, თა­ვი­სუ­ფალ და პლუ­რა­ლის­ტურ მე­დი­ას კრი­ტი­კუ­ლი როლი აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სან­დო სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დე­ბა­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მე­დია, რო­გორც მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, კრი­ტი­კუ­ლად აკ­ვირ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს, იძი­ებს და აშუ­ქებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს, რი­თაც ხელს უწყობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საყ­რდე­ნი და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბია. სამ­წუ­ხა­როა იმის ხილ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ერთ დროს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა იყო, იხ­რე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ - ძირი ეთხრე­ბა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის კა­ნო­ნებს, კვლავ და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და ციფ­რუ­ლი არ­ხე­ბით თავ­დას­ხმე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის მიზ­ნით, იზ­რდე­ბა სა­სა­მარ­თლო­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ“ - ჩეხეთის საელჩო

“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ“ - ჩეხეთის საელჩო

“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ და ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს“, - შესაბამის განცხადებას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

  • დიპლომატიური უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროების მიზნით, იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება.

„ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად, განაგრძობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დამოუკიდებელ, თავისუფალ და პლურალისტურ მედიას კრიტიკული როლი აქვს მოსახლეობისთვის სანდო სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდებაში, საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში. მედია, როგორც მაკონტროლებელი, კრიტიკულად აკვირდება ძალაუფლების მქონე პირებს, იძიებს და აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რითაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას.

დამოუკიდებელი, თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობია. სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ - ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების შევიწროების მიზნით, იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“, - აღნიშნულია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.