სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთან გამომძიებელიც არ მოსულა, იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ?" - ანდრო ჭიჭინაძე
"ჩემთან გამომძიებელიც არ მოსულა, იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ?" - ანდრო ჭიჭინაძე

ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­კუ­რა­ტუ­რას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გი­ნა, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მათი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩვენს წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი ოთხი თვეა, ელო­დე­ბი­ან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნოს, მაგ­რამ, რო­გორც ჭი­ჭი­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, საქ­მეს არა­ფე­რი ემა­ტე­ბა, რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ფი­ზი­კუ­რად არ არ­სე­ბობს.

“ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მქონ­და და მაქვს, რომ გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რა­ზეც ად­ვო­კა­ტებ­მა ილა­პა­რა­კეს, გვე­ტყვი­ან, რა­ტომ უნდა იყოს ჩვენს საქ­მე­ში გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი თან­დარ­თუ­ლი, რად­გან არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვინც ჩემს გვერ­დით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ არის ნახ­სე­ნე­ბი.

ჩვენ, და­ახ­ლო­ე­ბით, ოთხი თვეა, ვე­ლო­დე­ბით რა­ღა­ცას, რომ გან­ვი­თარ­დეს, ანუ მა­თი­ვე ლო­გი­კით, წინ რომ წა­ი­წი­ონ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ ემა­ტე­ბა საქ­მეს, რა უნდა და­ე­მა­ტოს, როცა ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი არ­სე­ბობს, ანუ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მათ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ. ესეც არ არის პრობ­ლე­მა, კა­ცე­ბი ვართ, დის­კომ­ფორ­ტსაც ავი­ტანთ, და­ვე­ლო­დე­ბით, უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს უნდა ჰქონ­დეს რა­ღაც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი და რა­ღაც მა­ინც წარ­მო­ად­გი­ნონ, ვე­ლო­დე­ბით ამ­დე­ნი ხა­ნია.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი სო­ლი­და­რუ­ლია. რა სო­ლი­და­რო­ბაც დღეს გაჩ­ნდა ბოლო პე­რი­ოდ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, ადა­მი­ა­ნებ­მა რო­გორც და­ი­ნა­ხეს ერ­თმა­ნე­თი, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ში­ნა­გა­ნი სო­ლი­და­რო­ბის გრძნო­ბა აქვს.

იმ პი­რო­ბებ­ში, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ და­ა­მა­ტა, ხომ შე­იძ­ლე­ბა, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მო­სუ­ლი­ყო, ვინც ამ საქ­მეს იძი­ებს და რამე მა­ინც ეკი­თხა ჩვენ­თვის. ჩემ­თან პი­რა­დად არა­ვინ მო­სუ­ლა და იქ­ნებ “ია­კუ­ძას” ლი­დე­რი ვარ? იმ პი­რო­ბებ­ში როცა საქ­მეს არა­ფე­რი ემა­ტე­ბა, წე­სით ხომ უნდა მო­სუ­ლი­ყო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი?” , - აღ­ნიშ­ნა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემთან გამომძიებელიც არ მოსულა, იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ?" - ანდრო ჭიჭინაძე

"ჩემთან გამომძიებელიც არ მოსულა, იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ?" - ანდრო ჭიჭინაძე

ირონიანარევი მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურას მტკიცებულებებისთვის, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგინა, რადგან აბსოლუტურად ყველა მათი მტკიცებულება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირები ოთხი თვეა, ელოდებიან, პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს, მაგრამ, როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საქმეს არაფერი ემატება, რადგან მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს.

“ძალიან დიდი იმედი მქონდა და მაქვს, რომ გამოკითხვის ოქმები, რაზეც ადვოკატებმა ილაპარაკეს, გვეტყვიან, რატომ უნდა იყოს ჩვენს საქმეში გამოკითხვის ოქმები თანდართული, რადგან არცერთი ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ჩემს გვერდით არის წარმოდგენილი, არ არის ნახსენები.

ჩვენ, დაახლოებით, ოთხი თვეა, ველოდებით რაღაცას, რომ განვითარდეს, ანუ მათივე ლოგიკით, წინ რომ წაიწიონ და აბსოლუტურად არაფერი არ ემატება საქმეს, რა უნდა დაემატოს, როცა ფიზიკურად არაფერი არსებობს, ანუ ჩვენს წინააღმდეგ მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ესეც არ არის პრობლემა, კაცები ვართ, დისკომფორტსაც ავიტანთ, დაველოდებით, უბრალოდ, ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს რაღაც სამართლებრივი საფუძველი და რაღაც მაინც წარმოადგინონ, ველოდებით ამდენი ხანია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი სოლიდარულია. რა სოლიდარობაც დღეს გაჩნდა ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ, ადამიანებმა როგორც დაინახეს ერთმანეთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის საზოგადოების მშენებლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც შინაგანი სოლიდარობის გრძნობა აქვს.

იმ პირობებში, როცა პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულებები ვერ დაამატა, ხომ შეიძლება, გამომძიებელი მოსულიყო, ვინც ამ საქმეს იძიებს და რამე მაინც ეკითხა ჩვენთვის. ჩემთან პირადად არავინ მოსულა და იქნებ “იაკუძას” ლიდერი ვარ? იმ პირობებში როცა საქმეს არაფერი ემატება, წესით ხომ უნდა მოსულიყო გამომძიებელი?” , - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.