სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მამას ზაკის შესახებ მოვუყევი, პრობლემა არ ჰქონია... არ ვიცი, რატომ მლანძღავენ" - როგორია ცნობილი სვანი "ტიკტოკერი" გოგონას ცხოვრება აზიაში, ჩინელი მეუღლის ოჯახთან
"როცა მამას ზაკის შესახებ მოვუყევი, პრობლემა არ ჰქონია... არ ვიცი, რატომ მლანძღავენ" - როგორია ცნობილი სვანი "ტიკტოკერი" გოგონას ცხოვრება აზიაში, ჩინელი მეუღლის ოჯახთან

მეგი ვიბ­ლი­ა­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი ტი­კტო­კე­რია, რო­მელ­საც 100 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. სვან­მა გო­გო­ნამ წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ცხოვ­რე­ბა ჩი­ნეთ­ში და­ი­წყო, სა­დაც ოჯა­ხიც შექ­მნა. გვან­ჯო­უ­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი, ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გავ­ლე­ნა – ეს ის თე­მე­ბია, რომ­ლებ­ზეც მეგი გულ­წრფე­ლად გვიყ­ვე­ბა.

  • რო­გორ შე­ე­გუა ჩი­ნურ სამ­ზა­რე­უ­ლოს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა დიდი ოჯა­ხის გა­რე­მოს შექ­მნა შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში და რო­გო­რია ქარ­თვე­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა აზი­ა­ში? - მეგი თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბით გვი­ზი­ა­რებს:

- მეგი, რო­გო­რია ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­გი­ჭირ­და ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში?

- ალ­ბათ საკ­ვე­ბი... თა­ვი­დან ვერ ვეჩ­ვე­ო­დი, რომ ბრინ­ჯი უნდა მე­ჭა­მა. უპუ­რო­ბა მი­ჭირ­და ძა­ლი­ან, ახლა უკვე მი­ვეჩ­ვიე და ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ჩი­ნუ­რი კერ­ძე­ბი. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია ბრინ­ჯის პური, მა­გას ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე ჩემს დე­დამ­თილ­ზე, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას, ახლა მო­გიყ­ვე­ბით, ყო­ველ­დღე სვამს რძეს და სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ, სა­ერ­თოდ არა­ფერს აღარ ჭამს. ოღონდ ასეა წლე­ბია, ახალ­გაზ­რდო­ბი­დან. დი­ლას არ სა­უზ­მობს, დღე­ში ორ­ჯერ იკ­ვე­ბე­ბა და სა­ღა­მოს არა­ფერს აღარ ჭამს. ყო­ველ­თვის ერთ წო­ნა­ზეა.

გაბ­რი­ე­ლი ბე­ბი­ას­თან ერ­თად

- ერ­თად ცხოვ­რობთ?

- დიდ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, სახ­ლში ყო­ველ­თვის ბევ­რი ვი­ყა­ვით. გაბ­რი­ე­ლი რომ გა­ვა­ჩი­ნე, ხე­დავ­და ჩემს და-ძმებს, ჩემს მშობ­ლებს, ბავ­შვი ისე მი­ეჩ­ვია ყუ­რა­დღე­ბას, რომ დის­კომ­ფორ­ტი ექ­მნე­ბა მარ­ტო­ე­ბი რომ ვართ. სახ­ლში სულ ვი­ღაც გვყავ­და. ჩემს ქმარს ვუ­თხა­რი, რომ მის მშობ­ლებს ჩვენ­თან ეცხოვ­რათ. ისი­ნი ხან ვე­ნ­ჰა­ი­ზე მიფ­რი­ნავ­დნენ, სა­დაც ზღვის ნა­პირ­ზე ბინა აქვთ, ხან სა­ნი­ა­ზე და ხა­ნაც ჰარ­ბინ­ში, ცოტა ხნით, რად­გან იქ ძა­ლი­ან ცივა. ზაკს ვუ­თხა­რი, რად­გან გუ­ან­ჯო­უ­ში ვარ ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო, შენ­მა მშობ­ლებ­მა ჩვენ­თან იცხოვ­რონ-თქო. ზა­კის მამა ცუ­დად არის, ფილ­ტვებ­ზე პრობ­ლე­მა აქვს და სულ გა­ცი­ე­ბის შიში აქვს. ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ და გად­მო­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. არ სჯე­რათ ხოლ­მე რომ ჩემ­თვის ასე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია. მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, არ შე­მიძ­ლია სახ­ლში მარ­ტო ვიყო.

- შენი და ზა­კის გაც­ნო­ბის ის­ტო­რია მოგ­ვი­ყე­ვი...

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია არ გვაქვს, 2017 წლი­დან ერ­თად ვართ. "ვი­ჩატ­ზე“ და­მა­მა­ტა და სტი­კე­რებს მიგ­ზავ­ნი­და ხოლ­მე. ერთხელ ცუ­დად გავ­ხდი, მარ­ჯვე­ნა ყბა და­მი­სივ­და და წამ­ლებს ვსვამ­დი. სა­დარ­ბა­ზოს­თან მო­ვი­და და ან­ტი­ბი­ო­ტი­კი მო­მი­ტა­ნა, მა­შინ ვნა­ხე პირ­ვე­ლად ლა­ივ­ში. 8 აგ­ვის­ტოს გავ­ხდით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, რო­დე­საც ჩემი და­ბა­დე­ბის დღე მო­მი­ლო­ცა. ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა ზა­კის გა­რე­შე.

- გაბ­რი­ელ­თან ერ­თად ჩი­ნეთ­ში რომ დაბ­რუნ­დი, დედა და შენი და, მა­რი­ა­მი თან გა­მოგ­ყვნენ...

- დედა სამი თვე დარ­ჩა, ჩი­ნეთ­თან ხომ უვი­ზო გვაქვს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მა­რი­ა­მი ისევ ჩემ­თან არის, მინ­და, რომ აქ ის­წავ­ლოს. აქაც დიდ ოჯა­ხად ვცხოვ­რობთ. ჩემი დე­დამ­თი­ლი სა­ო­ცა­რი ქა­ლია. რაც გა­ბის ეხე­ბა არა­სო­დეს იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემს გა­რე­შე, ყვე­ლა­ფერს მე­კი­თხე­ბა. სას­წა­უ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი შე­უდ­გი­ნა, გიჟ­დე­ბი­ან ბავ­შვზე ბე­ბია-ბა­ბუა.

ზაკი მა­მო­ბამ ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა, კი­დევ უფრო მე­ტად ვგრძნობ, რომ ვუყ­ვარ­ვარ. რაც შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ჩემს მი­მართ. ზო­გა­დად ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ვთვლი, რომ ჩემს წი­ნა­შე არა­ვინ ვალ­დე­ბუ­ლი არ არის. რო­დე­საც სამ­ყა­როს­გან რა­ი­მეს ვი­ღებ, მად­ლი­ე­რი ვარ. პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ხა­რუ­ლე­ბიც კი ძა­ლი­ან მი­ხა­რია. უარ­ყო­ფით რა­ღა­ცებს არც ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. ბევ­რი კარ­გი რამ ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვა­რეს ზა­კის მშობ­ლებ­მა, ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- სვა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ასო­ცირ­დე­ბი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბას­თან, რო­გორ მი­ი­ღო მა­მამ ჩი­ნე­ლი სიძე?

- მამა ცოტა ისეა გან­წყო­ბი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ. თუმ­ცა რო­დე­საც ზა­კის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნეთ­ში გაშ­ვე­ბას, 17 წლი­დან ვმუ­შა­ობ, ბევ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე სა­კუ­თარ თავ­ზე, ჩემი და-ძმე­ბი ჩემ­თვის შვი­ლე­ბი­ვით არი­ან. თუ კი რამე შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს და რა­მეს ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერ­ში ჩემი და-ძმე­ბიც სულ მყავს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ხოლ­მე შვი­ლი რომ გე­ყო­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბიო და ამ დროს არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- ზა­კის რწმე­ნა­ზე მინ­და გკი­თხო, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ზე წყალ­ში შთაფვ­ლა ჩანს, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მა­შინ მო­ი­ნათ­ლა...

- სა­ნამ ზაკს გა­ვიც­ნობ­დი, ის უკვე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნი. ზრდას­რულ ასაკ­ში მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გაქ­რის­ტი­ან­და. დედა ჰყავს ათე­ის­ტი, მამა ბუ­დიზ­მის მიმ­დე­ვა­რი. ჯვარს ატა­რებს, რო­მელ­საც არა­სო­დეს იხ­სნის. 19 იან­ვარს თბი­ლის­ში ჩვენს ავ­ჭა­ლის ნათ­ლის­ღე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში გან­ბა­ნა ხდე­ბა. უბან­ში ყვე­ლა იქ და­დი­ან და ზა­კიც წა­მო­ვი­და. ეს კად­რი გა­და­ვი­ღე, როცა ზაკი ჩა­ვი­და. მომსწრე­ე­ბი ვინც იყ­ვნენ დაში და­უკ­რეს. უბ­რა­ლოდ გვი­ან გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ეს ვი­დეო და თვლიდ­ნენ, რომ ჩემს გამო მი­ი­ღო სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ჯვა­რი არ დაგ­ვი­წე­რია და ვა­პი­რებთ, მაგ­რამ გაბ­რი­ე­ლი 40 დღე­ზე მოვ­ნათ­ლეთ.

- 100 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი გყავს ტიკ-ტოკ­ზე, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე გა­ყე­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბა. ჩი­ნე­ლი გა­მომ­წე­რე­ბი თუ გყავს?

- ჩი­ნუ­რი ტიკ-ტო­კიც მქონ­და, მაგ­რამ 80 ათა­სი გა­მომ­წე­რი მყავ­და, ახ­ლაც ვერ ვე­გუ­ე­ბი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას. მას შემ­დეგ რაც გა­მომ­წე­რე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერ­და, გა­დავ­წყვი­ტე ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე მო­ვუყ­ვე ადა­მი­ანს, ამის გამო, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან გა­ვი­ლან­ძღე­ბი ხოლ­მე. არ­ცერთ რეკ­ლა­მა­ში არ მი­მი­ღია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უფა­სო­დაც წა­ვი­დო­დი, ისე მა­ინ­ტე­რე­სებს ჩვენ­თან რო­გორ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი ახ­სე­ნე და ხში­რად გაკ­რი­ტი­კე­ბენ ხოლ­მე ჩი­ნე­ლი მე­უღ­ლის გამო, ამ დროს ხაზს უს­ვა­მენ შენ სვა­ნო­ბას...

- არ ვიცი, რა­ტომ მლან­ძღა­ვენ. არ ვთვლი, რომ ვიმ­სა­ხუ­რებ, მაგ­რამ რა ვქნა. რად­გან სა­ჯა­როდ გა­მო­ვი­ტა­ნე ჩემი ოჯა­ხის ამ­ბე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი არის რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს სი­ძულ­ვი­ლი ჰქონ­დეს და გამ­ლან­ძღოს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას ვუყ­ვარ­ვარ და ნაკ­ლე­ბი უარ­ყო­ფი­თი ასა­ტა­ნია.

- ჩი­ნეთ­ში რას საქ­მი­ა­ნობ?

- კო­მერ­ცი­ულ რეკ­ლა­მებ­ში მი­ღე­ბენ, მაგ­რამ ასე­ვე ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ტან­საც­მლის ბრენ­დი ჩა­ვუშ­ვი. ფრი­ლან­სე­რი ვარ, სა­ა­გენ­ტო­ებ­თან არ ვმუ­შა­ობ. ზაკს თა­ვი­სი ბარი აქვს, 2018 წელს უცხო­ე­ლე­ბის­თვის გა­ა­კე­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როცა მამას ზაკის შესახებ მოვუყევი, პრობლემა არ ჰქონია... არ ვიცი, რატომ მლანძღავენ" - როგორია ცნობილი სვანი "ტიკტოკერი" გოგონას ცხოვრება აზიაში, ჩინელი მეუღლის ოჯახთან

"როცა მამას ზაკის შესახებ მოვუყევი, პრობლემა არ ჰქონია... არ ვიცი, რატომ მლანძღავენ" - როგორია ცნობილი სვანი "ტიკტოკერი" გოგონას ცხოვრება აზიაში, ჩინელი მეუღლის ოჯახთან

მეგი ვიბლიანი პოპულარული ტიკტოკერია, რომელსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. სვანმა გოგონამ წლების წინ საქართველო დატოვა და ცხოვრება ჩინეთში დაიწყო, სადაც ოჯახიც შექმნა. გვანჯოუში ცხოვრების გამოცდილება, კულტურული განსხვავებები, ოჯახური ურთიერთობები და სოციალური ქსელების გავლენა – ეს ის თემებია, რომლებზეც მეგი გულწრფელად გვიყვება.

  • როგორ შეეგუა ჩინურ სამზარეულოს, როგორ მოახერხა დიდი ოჯახის გარემოს შექმნა შორეულ ქვეყანაში და როგორია ქართველი ქალის ცხოვრება აზიაში? - მეგი თავისი გამოცდილებით გვიზიარებს:

- მეგი, როგორია ჩინეთში ცხოვრება, ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა ადაპტაციის პერიოდში?

- ალბათ საკვები... თავიდან ვერ ვეჩვეოდი, რომ ბრინჯი უნდა მეჭამა. უპურობა მიჭირდა ძალიან, ახლა უკვე მივეჩვიე და ძალიან შემიყვარდა ჩინური კერძები. ძალიან გემრიელია ბრინჯის პური, მაგას ვყიდულობ ხოლმე. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ჩემს დედამთილზე, როგორ ინარჩუნებს ფორმას, ახლა მოგიყვებით, ყოველდღე სვამს რძეს და საღამოს 6 საათის შემდეგ, საერთოდ არაფერს აღარ ჭამს. ოღონდ ასეა წლებია, ახალგაზრდობიდან. დილას არ საუზმობს, დღეში ორჯერ იკვებება და საღამოს არაფერს აღარ ჭამს. ყოველთვის ერთ წონაზეა.

გაბრიელი ბებიასთან ერთად

- ერთად ცხოვრობთ?

- დიდ ოჯახში გავიზარდე, სახლში ყოველთვის ბევრი ვიყავით. გაბრიელი რომ გავაჩინე, ხედავდა ჩემს და-ძმებს, ჩემს მშობლებს, ბავშვი ისე მიეჩვია ყურადღებას, რომ დისკომფორტი ექმნება მარტოები რომ ვართ. სახლში სულ ვიღაც გვყავდა. ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ მის მშობლებს ჩვენთან ეცხოვრათ. ისინი ხან ვენჰაიზე მიფრინავდნენ, სადაც ზღვის ნაპირზე ბინა აქვთ, ხან სანიაზე და ხანაც ჰარბინში, ცოტა ხნით, რადგან იქ ძალიან ცივა. ზაკს ვუთხარი, რადგან გუანჯოუში ვარ ჩემი პროფესიის გამო, შენმა მშობლებმა ჩვენთან იცხოვრონ-თქო. ზაკის მამა ცუდად არის, ფილტვებზე პრობლემა აქვს და სულ გაციების შიში აქვს. ჩემი შეთავაზება ძალიან გაუხარდათ და გადმოვიდნენ საცხოვრებლად. არ სჯერათ ხოლმე რომ ჩემთვის ასე უფრო კომფორტულია. მიჩვეული ვარ, არ შემიძლია სახლში მარტო ვიყო.

- შენი და ზაკის გაცნობის ისტორია მოგვიყევი...

- განსაკუთრებული ისტორია არ გვაქვს, 2017 წლიდან ერთად ვართ. "ვიჩატზე“ დამამატა და სტიკერებს მიგზავნიდა ხოლმე. ერთხელ ცუდად გავხდი, მარჯვენა ყბა დამისივდა და წამლებს ვსვამდი. სადარბაზოსთან მოვიდა და ანტიბიოტიკი მომიტანა, მაშინ ვნახე პირველად ლაივში. 8 აგვისტოს გავხდით შეყვარებულები, როდესაც ჩემი დაბადების დღე მომილოცა. ვერც წარმომიდგენია ცხოვრება ზაკის გარეშე.

- გაბრიელთან ერთად ჩინეთში რომ დაბრუნდი, დედა და შენი და, მარიამი თან გამოგყვნენ...

- დედა სამი თვე დარჩა, ჩინეთთან ხომ უვიზო გვაქვს და საქართველოში დაბრუნდა. მარიამი ისევ ჩემთან არის, მინდა, რომ აქ ისწავლოს. აქაც დიდ ოჯახად ვცხოვრობთ. ჩემი დედამთილი საოცარი ქალია. რაც გაბის ეხება არასოდეს იღებს გადაწყვეტილებას ჩემს გარეშე, ყველაფერს მეკითხება. სასწაული კვების რაციონი შეუდგინა, გიჟდებიან ბავშვზე ბებია-ბაბუა.

ზაკი მამობამ ძალიან შეცვალა, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ. რაც შვილი შეგვეძინა, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ. ზოგადად ძალიან მადლიერი ადამიანი ვარ. ვთვლი, რომ ჩემს წინაშე არავინ ვალდებული არ არის. როდესაც სამყაროსგან რაიმეს ვიღებ, მადლიერი ვარ. პატარ-პატარა სიხარულებიც კი ძალიან მიხარია. უარყოფით რაღაცებს არც ვაქცევ ყურადღებას. ბევრი კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში ყოველდღიურად. ძალიან შემიყვარეს ზაკის მშობლებმა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

- სვანები განსაკუთრებულად ასოცირდებიან ტრადიციულობასთან, როგორ მიიღო მამამ ჩინელი სიძე?

- მამა ცოტა ისეა განწყობილი განქორწინების მიმართ. თუმცა როდესაც ზაკის შესახებ მოვუყევი პრობლემა არ ჰქონია.რაც შეეხება ჩინეთში გაშვებას, 17 წლიდან ვმუშაობ, ბევრი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე, ჩემი და-ძმები ჩემთვის შვილებივით არიან. თუ კი რამე შემოსავალი მაქვს და რამეს ვაკეთებ, ყველაფერში ჩემი და-ძმებიც სულ მყავს. მეუბნებოდნენ ხოლმე შვილი რომ გეყოლება სხვანაირად იქნებიო და ამ დროს არაფერი შეცვლილა.

- ზაკის რწმენაზე მინდა გკითხო, საქართველოში გადაღებულ ვიდეოზე წყალში შთაფვლა ჩანს, ყველას ეგონა, რომ მაშინ მოინათლა...

- სანამ ზაკს გავიცნობდი, ის უკვე მართლმადიდებელი იყო ქრისტიანი. ზრდასრულ ასაკში მიიღო გადაწყვეტილება და გაქრისტიანდა. დედა ჰყავს ათეისტი, მამა ბუდიზმის მიმდევარი. ჯვარს ატარებს, რომელსაც არასოდეს იხსნის. 19 იანვარს თბილისში ჩვენს ავჭალის ნათლისღების მამათა მონასტერში განბანა ხდება. უბანში ყველა იქ დადიან და ზაკიც წამოვიდა. ეს კადრი გადავიღე, როცა ზაკი ჩავიდა. მომსწრეები ვინც იყვნენ დაში დაუკრეს. უბრალოდ გვიან გამოვაქვეყნე ეს ვიდეო და თვლიდნენ, რომ ჩემს გამო მიიღო სარწმუნოება, ჯვარი არ დაგვიწერია და ვაპირებთ, მაგრამ გაბრიელი 40 დღეზე მოვნათლეთ.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@viblianni/video/7480967425257737479" data-video-id="7480967425257737479" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@viblianni" href="https://www.tiktok.com/@viblianni?refer=embed">@viblianni</a> <p>❤️</p> <a target="_blank" title="♬ original sound - LYRICLOOM" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7455580670794926881?refer=embed">♬ original sound - LYRICLOOM</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

- 100 ათასზე მეტი გამომწერი გყავს ტიკ-ტოკზე, რა გამოწვევების წინაშე გაყენებს პოპულარობა. ჩინელი გამომწერები თუ გყავს?

- ჩინური ტიკ-ტოკიც მქონდა, მაგრამ 80 ათასი გამომწერი მყავდა, ახლაც ვერ ვეგუები ყურადღების ცენტრში ყოფნას. მას შემდეგ რაც გამომწერების რიცხვი გაიზარდა და უამრავი ადამიანი მწერდა, გადავწყვიტე ჩემს ყოველდღიურობაზე მოვუყვე ადამიანს, ამის გამო, ზოგჯერ ძალიან გავილანძღები ხოლმე. არცერთ რეკლამაში არ მიმიღია საქართველოში მონაწილეობა, უფასოდაც წავიდოდი, ისე მაინტერესებს ჩვენთან როგორ ხდება ეს ყველაფერი.

- უარყოფითი კომენტარები ახსენე და ხშირად გაკრიტიკებენ ხოლმე ჩინელი მეუღლის გამო, ამ დროს ხაზს უსვამენ შენ სვანობას...

- არ ვიცი, რატომ მლანძღავენ. არ ვთვლი, რომ ვიმსახურებ, მაგრამ რა ვქნა. რადგან საჯაროდ გამოვიტანე ჩემი ოჯახის ამბები, ბუნებრივი არის რომ ზოგიერთ ადამიანს სიძულვილი ჰქონდეს და გამლანძღოს, მაგრამ ადამიანების დიდ რაოდენობას ვუყვარვარ და ნაკლები უარყოფითი ასატანია.

- ჩინეთში რას საქმიანობ?

- კომერციულ რეკლამებში მიღებენ, მაგრამ ასევე ჩემს მეგობართან ერთად ტანსაცმლის ბრენდი ჩავუშვი. ფრილანსერი ვარ, სააგენტოებთან არ ვმუშაობ. ზაკს თავისი ბარი აქვს, 2018 წელს უცხოელებისთვის გააკეთა.