პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია
ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

21-23 მარტს თბი­ლის­ში ჯუ­დოს გრანდ სლე­მის ტურ­ნი­რი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 52 ქვეყ­ნის 385-მა ჯუ­დო­კამ მი­ი­ღო, მათ შო­რის 37-მა ქარ­თველ­მა. 3-დღი­ა­ნი ტურ­ნი­რის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ცხრა მე­და­ლი მო­ი­პო­ვა - ორი ოქრო, ორი ვერ­ცხლი და ხუთი ბრინ­ჯაო:

ოქრო: ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი, ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი;

ვერ­ცხლი: გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი, თე­მურ ნო­ზა­ძე;

ბრინ­ჯაო: გი­ორ­გი ჯაბ­ნი­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, ზაურ დვა­ლიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბე­როშ­ვი­ლი, ნინო ლო­ლა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი სა­ერ­თო გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, ჩა­მორ­ჩა მხო­ლოდ საფ­რან­გეთს (3 ოქრო, 3 ვერ­ცხლი, 2 ბრინ­ჯაო), ხოლო პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა კა­ცებ­ში.

თბი­ლი­სის გრანდ სლე­მის პირ­ველ სა­ტურ­ნი­რო დღეს ფი­ნა­ლურ ბლოკ­ში სამ­მა ქარ­თველ­მა იჭი­და­ვა, რო­მელ­თა­გა­ნაც მედ­ლის მო­პო­ვე­ბა თე­მურ ნო­ზა­ძემ (66 კგ.) შეძ­ლო. ქარ­თვე­ლი ჯუ­დო­კა ფი­ნალ­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შით მო­ას­პა­რე­ზე ალ­ბერტ ნა­გუ­ჩევ­თან და­მარ­ცხდა.

ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯუ­დო­კას, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის (73 კგ.) კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­მაც ტურ­ნი­რის მე­ო­რე დღეს ფი­ნალ­ში და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შით გა­მომ­სვლე­ლი, აგა­ი­ა­ნი და­ა­მარ­ცხა და ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ლა­შამ ზე­დი­ზედ მე­ო­რედ მო­ა­ხერ­ხა თბი­ლი­სურ ტურ­ნირ­ზე ოქ­როს მედ­ლის მო­პო­ვე­ბა.

იმა­ვე დღეს 81კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მომ­სვლე­ლი ორი ქარ­თვე­ლი – ზაურ დვა­ლაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ბე­როშ­ვი­ლი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლებს და­ე­უფლნენ. დვა­ლიშ­ვილ­მა ბრინ­ჯა­ოს ფი­ნალ­ში ფრან­გი ჯუ­დო­კა, აპერ­ბა და­ა­მარ­ცხა 22 წამ­ში იპო­ნით, ხოლო ბე­როშ­ვილ­მა კა­ნა­დელ ჯუ­დო­კას, გო­ტიე დრა­პოს მო­უ­გო.

გრანდ სლე­მის დას­კვნი­თი შე­ჯიბ­რის დღეს კი ფი­ნა­ლურ ბლოკ­ში სამი ქარ­თვე­ლი ჯუ­დო­კა ას­პა­რე­ზობ­და: მძი­მე­წო­ნო­სან­მა გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა ფი­ნალ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­ში მო­ას­პა­რე­ზე იანლ ტა­სო­ე­ვის და­მარ­ცხე­ბა, და­სა­ნან ბრძო­ლა­ში იუ­კო­თი და­მარ­ცხდა და ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა.

იმა­ვე დღეს გი­ორ­გი ჯაბ­ნი­აშ­ვილ­მა (90 კგ.) ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა – ქარ­თველ­მა ჯუ­დო­კამ მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის ბრძო­ლა­ში სლო­ვა­კი პე­ტერ ზილ­კა და­ა­მარ­ცხა.

ასე­ვე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა ირაკ­ლი დე­მეტ­რაშ­ვილ­მაც (+100 კგ.), რო­მელ­მაც უზ­ბე­კი ბახ­ტი­ო­რო­ვი და­ა­მარ­ცხა.

ცალ­კე უნდა გა­მოვ­ყოთ ქარ­თველ ქალ ჯუ­დო­კა­თა წარ­მა­ტე­ბა თბი­ლი­სის გრანდ სლემ­ზე: ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა 57 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა - ეთე­რი ფი­ნალ­ში ფრანგ მე­ტო­ქეს, მარ­ტა ფა­ვაზს 0-12 ჩა­მორ­ჩე­ბო­და და მა­ინც მო­ა­ხერ­ხა მისი და­მარ­ცხე­ბა 13-12. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ და­ე­უფ­ლა ამ ტურ­ნი­რის ოქ­როს მე­დალს. იმა­ვე წო­ნა­ში ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და ნინო ლო­ლა­ძე, რო­მელ­მაც გერ­მა­ნე­ლი ჯუ­დო­კა, შტარ­კი იპო­ნით და­ა­მარ­ცხა.

თბი­ლი­სის გრანდ სლემ­ზე შარ­შან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, წელ­საც ბევ­რი მედ­ლის მო­პო­ვე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ და და­ვი­კა­ვეთ გუნ­დუ­რი მე­ო­რე ად­გი­ლი. ისღა დაგ­ვრჩე­ნია, ერ­თად ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

21-23 მარტს თბილისში ჯუდოს გრანდ სლემის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 52 ქვეყნის 385-მა ჯუდოკამ მიიღო, მათ შორის 37-მა ქართველმა. 3-დღიანი ტურნირის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო:

ოქრო: ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი;

ვერცხლი: გურამ თუშიშვილი, თემურ ნოზაძე;

ბრინჯაო: გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ზაურ დვალიშვილი, ირაკლი ბეროშვილი, ნინო ლოლაძე.

საქართველოს გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, ჩამორჩა მხოლოდ საფრანგეთს (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ხოლო პირველი ადგილი დაიკავა კაცებში.

თბილისის გრანდ სლემის პირველ სატურნირო დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება თემურ ნოზაძემ (66 კგ.) შეძლო. ქართველი ჯუდოკა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა.

ორმაგად სასიხარულოა ლეგენდარული ქართველი ჯუდოკას, ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ.) კიდევ ერთი წარმატება, რომელმაც ტურნირის მეორე დღეს ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი, აგაიანი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშამ ზედიზედ მეორედ მოახერხა თბილისურ ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება.

იმავე დღეს 81კილოგრამ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ორი ქართველი – ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. დვალიშვილმა ბრინჯაოს ფინალში ფრანგი ჯუდოკა, აპერბა დაამარცხა 22 წამში იპონით, ხოლო ბეროშვილმა კანადელ ჯუდოკას, გოტიე დრაპოს მოუგო.

გრანდ სლემის დასკვნითი შეჯიბრის დღეს კი ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ჯუდოკა ასპარეზობდა: მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალში ვერ მოახერხა ნეიტრალური დროში მოასპარეზე იანლ ტასოევის დამარცხება, დასანან ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

იმავე დღეს გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ჯუდოკამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სლოვაკი პეტერ ზილკა დაამარცხა.

ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100 კგ.), რომელმაც უზბეკი ბახტიოროვი დაამარცხა.

ცალკე უნდა გამოვყოთ ქართველ ქალ ჯუდოკათა წარმატება თბილისის გრანდ სლემზე: ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა - ეთერი ფინალში ფრანგ მეტოქეს, მარტა ფავაზს 0-12 ჩამორჩებოდა და მაინც მოახერხა მისი დამარცხება 13-12. ლიპარტელიანი ზედიზედ მეორედ დაეუფლა ამ ტურნირის ოქროს მედალს. იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ნინო ლოლაძე, რომელმაც გერმანელი ჯუდოკა, შტარკი იპონით დაამარცხა.

თბილისის გრანდ სლემზე შარშანდელი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, წელსაც ბევრი მედლის მოპოვება მოვახერხეთ და დავიკავეთ გუნდური მეორე ადგილი. ისღა დაგვრჩენია, ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

R