სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

აქ­ტი­ვის­ტი ჯა­ფარ ილ­მა­ზი, იგი­ვე თე­მურ ქა­თა­მა­ძე, რო­მელ­საც კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" დი­რექ­ტო­რის­თვის, ნინო ნა­დი­რა­ძის­თვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ, სა­სა­მარ­თლომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო.

მო­სა­მარ­თლე ლელა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 2 800-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გან­მარ­ტა, რომ ქა­თა­მა­ძე 6 მარტს კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ეს. მან კი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა კლი­ნი­კის დი­რექ­ტორს, ნინო ნა­დი­რა­ძეს.

თა­ვის მხრივ, ქა­თა­მა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ის 48-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ, კლი­ნი­კა­ში არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გა­ნა­თავ­სეს. ის მომ­ხდარ ფაქტს უარ­ყოფ­და.

"არც სი­ტყვი­ე­რი, არც ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, პი­რი­ქით, მათი მხრი­დან იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა. ფე­ხის მოქ­ნე­ვაო - მე უბ­რა­ლოდ, 5 წუ­თის შემ­დეგ ფეხი შევ­ცვა­ლე, გა­დად­გმუ­ლი ფეხი ავ­წიე და ყვი­რი­ლი და­ი­წყო [ნა­დი­რა­ძემ], სამი ადა­მი­ა­ნია მოწ­მე, ფეხი და­მარ­ტყაო, არა ქალ­ბა­ტო­ნო არ და­მირ­ტყამს - მეთ­ქი. სულ წყნა­რი ვი­ყა­ვი, ხმა არ ამი­წე­ვია, ჩემს მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი",- გა­ნა­ცხა­და სხდო­მა­ზე ქა­თა­მა­ძემ.

თე­მურ ქა­თა­მა­ძეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბო­და, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, აქ­ტი­ვის­ტი თე­მურ ქა­თა­მა­ძე პა­ტიმ­რო­ბა­შია. ის ბა­თუმ­ში პო­ლი­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ ის კვლავ და­ა­კა­ვეს. მე­ო­რედ და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცია თე­მურ ქა­თა­მა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის არ­ქო­ნას ედა­ვე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სასამართლომ თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

აქტივისტი ჯაფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე, რომელსაც კლინიკა "ვივამედის" დირექტორისთვის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 800-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. მან კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე განახორციელა წვრილმანი ხულიგნობა, შეურაცხყოფა მიაყენა კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს.

თავის მხრივ, ქათამაძემ განმარტა, რომ ის 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ, კლინიკაში არასათანადო პირობებში განათავსეს. ის მომხდარ ფაქტს უარყოფდა.

"არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო - მე უბრალოდ, 5 წუთის შემდეგ ფეხი შევცვალე, გადადგმული ფეხი ავწიე და ყვირილი დაიწყო [ნადირაძემ], სამი ადამიანია მოწმე, ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო არ დამირტყამს - მეთქი. სულ წყნარი ვიყავი, ხმა არ ამიწევია, ჩემს მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი",- განაცხადა სხდომაზე ქათამაძემ.

თემურ ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე პატიმრობაშია. ის ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.