მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში" - სალომე ზურაბიშვილი
"დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში" - სალომე ზურაბიშვილი

"დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი მზად არი­ან კო­ლე­გე­ბი გა­დას­ცენ ანა­თე­მას, გა­უშ­ვან ცი­ხე­ში, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რად იქცა ეს რე­ჟი­მი და რას და­ემ­სგავ­სა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ზუს­ტად ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და საბ­ჭო­თა დროს "თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის“ აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ თუ ვისი საქ­მე გა­და­ე­ცათ პარ­ტი­ის­თვის, ვინ და­ეს­მი­ნათ და ვის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა.“

"ზუს­ტად ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და საბ­ჭო­თა დროს "თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის“ აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ ვისი საქ­მე გა­და­ე­ცათ პარ­ტი­ის­თვის, ვინ და­ეს­მი­ნათ, და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა. ეს კი სხვა არა­ფე­რია! დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ასე უსირ­ცხვი­ლოდ ეგუ­ე­ბი­ან, და მზად არი­ან, კო­ლე­გე­ბი გა­დას­ცენ ანა­თე­მას, გა­უშ­ვან ცი­ხე­ში, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რად იქცა ეს რე­ჟი­მი და რას და­ემ­სგავ­სა!

ეს სა­უ­ბა­რი რომ ჩა­ი­წე­რა და აღარ წა­იშ­ლე­ბა ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ფურ­ცლე­ბი­დან, ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ!

ევ­რო­პის­კენ რომ არ მი­დი­ხართ გა­ვი­გეთ, მაგ­რამ "ღირ­სე­უ­ლად“ რომ ვერ­სა­დაც მი­დი­ხართ, ამას თუ ხვდე­ბით მა­ინც?

დღეს ეს არის მთა­ვა­რი კი­თხვა - « to be or not to be? »

ვართ თუ არა მზად მათ­სა­ვით ერთი ხე­ლის აწე­ვით, ერ­თნა­ი­რი სი­ტყვე­ბით და თვა­ლის და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად გა­დავ­ცეთ მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი "კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს”.. და რის გამო? - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვი­სათ­ვის?“, - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ, კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა. საბ­ჭოს წევ­რებ­მა ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნის, ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის, კახა მე­ლი­ქი­ძი­სა და გია იმ­ნაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებ­ზე ისა­უბ­რეს.

არ­ხის ად­ვო­კატ­მა კი ბორ­დის წევ­რებს მო­ცუ­ლო­ბი­თი დას­კვნა წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც არ­ხის მიერ ამ­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ასა­ხავ­და.

რო­გორც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ბორ­დის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ნე­ჯმენტს რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უ­პი­რის­პირ­დნენ, მათ ცილს სწა­მე­ბენ და არა­ნა­ი­რი მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ამი­ტომ, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბის გამო მოქ­მე­დებ­დნენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს სა­კი­თხი უნდა გა­მო­ი­ძი­ოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში" - სალომე ზურაბიშვილი

"დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში" - სალომე ზურაბიშვილი

"დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს "თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ და ვისთვის დაებრალებინათ მოღალატეობა.“

"ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს "თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!

ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენი ისტორიის ფურცლებიდან, ყველამ უნდა ვიცოდეთ!

ევროპისკენ რომ არ მიდიხართ გავიგეთ, მაგრამ "ღირსეულად“ რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც?

დღეს ეს არის მთავარი კითხვა - « to be or not to be? »

ვართ თუ არა მზად მათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი "კომპეტენტურ ორგანოებს”.. და რის გამო? - განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხზე იმსჯელა. საბჭოს წევრებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის ბრალდებებზე ისაუბრეს.

არხის ადვოკატმა კი ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც მენეჯმენტს რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ და არანაირი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამიტომ, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნების გამო მოქმედებდნენ და მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.