ვანში, სოფელ შუაგორაში მეზობელმა მეზობელი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.