ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ქედის მუნიციპალიტეტის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ფოტო: ბათუმელები