“ამერიკის ხმის” სრულ განაკვეთზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან ელექტრონული წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებიან.
ABC News-ის ინფორმაციით, წერილში ნათქვამია, რომ “ამერიკის ხმის“ თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში ყოფნისას სამთავრობო შენობებსა და სისტემებში შესვლის უფლება არ აქვთ და მათ პირადი ელექტრონული ფოსტით და მობილური ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ.
მაუწყებლობის შეჩერების მიზეზი გახდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ 14 მარტს ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც მოიცავს შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM), ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას, რომლებიც უსახლკარობის, შრომითი დავებისა და სათემო განვითარების საკითხებზე მუშაობენ. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შვიდი დღის ვადაში თითოეული უწყების ხელმძღვანელმა უნდა წარუდგინოს ანგარიში მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისს, რათა დაადასტუროს, რომ მათი უწყება სრულად შეესაბამება ამ ბრძანებას.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, 1300-ზე მეტი თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, ხოლო ათასობით ჟურნალისტი და მედიამუშაკი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
2024 წლის მონაცემებით “ამერიკის ხმის“ (VOA) წლიური ბიუჯეტი შეადგენდა 252 მილიონ დოლარს “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) წლიური ბიუჯეტი შეადგენდა 148 მილიონ დოლარს. USAGM-ის საერთო ბიუჯეტი 810 მილიონ დოლარს აჭარბებდა.
2025 წლისთვის ბიუჯეტის შემცირება 40%-ით იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი.