კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ტრადიციული ცეკვა მერაბ დვალიშვილთან ერთად და წარმატებული რევანში - რომან დოლიძემ მარტინ ვეტორი დაამარცხა

ტრადიციული ცეკვა მერაბ დვალიშვილთან ერთად და წარმატებული რევანში - რომან დოლიძემ მარტინ ვეტორი დაამარცხა

UFC Fight Night 254-ის მთავარ ბრძოლაში, რომან დოლიძემ იტალიელი მარტინ ვეტორი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

შეხვედრა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა, სადაც 36 წლის ქართველი მებრძოლი დომინირებდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომან დოლიძემ გამარჯვება საზეიმოდ აღნიშნა და რინგზე, მერაბ დვალიშვილთან ერთად ტრადიციული ცეკვა შეასრულა.

ცნობისთვის, UFC-ში დოლიძე და ვეტორი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 2023 წლის 18 მარტს იტალიელმა ქართველს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.

დოლიძის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 3 მარცხია.

წყარო