მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გმირთა მოედანზე და "ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გმირთა მოედანზე და "ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირ­თა მო­ე­დან­ზე და „ლა­გუ­ნა ვე­რეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, 16 მარ­ტი­დან 19 მარ­ტის ჩათ­ვლით, ღა­მის სა­ა­თებ­ში, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გზის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვე­თებ­ში სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა.

  • აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 მარ­ტის 00:00 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან გმირ­თა მო­ედ­ნის ეს­ტა­კა­და­ზე ამ­სვლელ პან­დუს­ზე. ასე­ვე, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გამ­სვლე­ლი გვი­რა­ბის და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

17 მარ­ტის 00:00 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა, მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით გამ­სვლელ გვი­რაბ­ში. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ გმირ­თა მო­ედ­ნის გავ­ლით.

18 მარ­ტის 00:00 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა ზო­ო­პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გვი­რა­ბის გავ­ლით.

19 მარ­ტის 00:00 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა, გმირ­თა მო­ედ­ნი­დან და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის მხრი­დან, მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩის გავ­ლით, ვა­რა­ზის­ხე­ვის­კენ მი­მა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ვი N534 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ვა­რა­ზის­ხე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს და მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბას ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩით გა­ნაგ­რძობს.

თბი­ლი­სის მე­რია, შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბას ბო­დიშს უხ­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

გმირთა მოედანზე და "ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და "ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება.

  • აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, 16 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ პანდუსზე. ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გამსვლელი გვირაბის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.

17 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გამსვლელ გვირაბში. ავტომობილები მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გმირთა მოედნის გავლით.

18 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გვირაბის გავლით.

19 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, გმირთა მოედნიდან და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მხრიდან, მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით, ვარაზისხევისკენ მიმავალი მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი N534 მიკროავტობუსი ვარაზისხევის საშუალებით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩით განაგრძობს.

თბილისის მერია, შექმნილი დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.