კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც არაერთ ფუნქციას ასრულებს. ის სხეულის დაცვის, შეგრძნების და ტემპერატურის რეგულაციის უნარს უზრუნველყოფს. კანი ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია ჯანმრთელობისა და ესთეტიკის თვალსაზრისით. სხვადასხვა დაავადება გავლენას ახდენს კანის, თმის ან ფრჩხილების ჯანმრთელობაზე. ეს დაავადებები შეიძლება იყოს მსუბუქი და დროებითი, თუმცა ზოგჯერ - ხანგრძლივი და სერიოზული ხასიათის. მათი წარმოშობა დაკავშირებულია ინფექციებთან, ალერგიებთან, გენეტიკასა და სხვა გარემო ფაქტორებთან.
„პანდერმა“ საქართველოში მონოპროფილური კლინიკაა, რომელიც კანის დაავადებებზე კონცენტრირდება და საქმიანობას სრულად დერმატოლოგიას უთმობს. კლინიკის დამფუძნებელია პროფესორი, დერმატო-ვენეროლოგი, ქირურგი ილია მესხი, რომელმაც კლინიკა მეუღლესთან დიანა თვალთვაძესთან ერთად შექმნა. „პანდერმა“ მაღალი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრია, რომელიც პაციენტებს ყველა მიმართულების დერმატოლოგიურ სერვისს, მათ შორის ესთეტიკურ დერმატოლოგიასაც სთავაზობს. კლინიკის შესახებ დეტალურად თავად მისი დამფუძნებელი ილია მესხი გვესაუბრება.
მოგვიყევით კლინიკა „პანდერმას“ შესახებ, რას აერთიანებს ის და რა მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს?
ჩვენ ვამაყობ, რომ დღეს საქართველოში ვართ მონოპროფილური კლინიკა, რომელიც მთლიანად უძღვნის თავს დერმატოლოგიას. კანის დაავადებები ძალიან მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს წმინდა კანის პრობლემები, ალერგიული ან ავტოიმუნური დაავადებები, სიმსივნეები და თითოეულ მათგანს შესაბამისი მიმართულების ვიწრო სპეციალისტის ჩართულობა სჭირდება. ცალკე მიმართულებაა ესთეტიკური დერმატოლოგია და დერმატოქირურგია.
ჩვენი ხედვა კარგად ჩანს კლინიკის დასახელებაშიც. „პან“ ნიშნავს „ყოვლისმომცველს“ და დერმა „დერმატოლოგიას“. ჩვენი იდეა იყო, რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც ყველა მიმართულების დერმატოლოგია იქნებოდა ხელმისაწვდომი. მე და დიანამ წლების წინ „ჯანსაღი თმის ცენტრით“ დავიწყეთ, რომელიც შემდეგ თმისა და ფრჩხილის ცენტრი გახდა. დღეს კი პანდერმა აერთიანებს შემდეგ ცენტრებს:
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კანის სხვადასხვა დაავადების მართვაში თავისი ვიწრო სპეციალისტი ერთვებოდეს?
ზოგადად, უნდა დამკვიდრდეს მიდგომა, რომ პაციენტი კლინიკაში უნდა მივიდეს კონკრეტული პრობლემით და არა უბრალოდ დერმატოლოგთან. მაგალითად, თუ ადამიანს აწუხებს ფრჩხილის პრობლემა, უმჯობესია მივიდეს კლინიკაში, სადაც დახვდება ფრჩხილის დაავადებებზე კონცენტრირებული სპეციალისტი დერმატოლოგი და არა უბრალოდ დერმატო-ვენეროლოგი, რომელმაც სრულყოფილად არ იცის ფრჩხილის ყველა შესაძლო დაავადება, რადგან არ არის ფოკუსირებული მასზე.
სწორედ ეს მიდგომა და ხედვა დავნერგეთ ჩვენს კლინიკაში. ჩვენ გვყავს დერმატოლოგიის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი ვიწრო ინტერესის სფეროში უმაღლეს კვალიფიკაციას ფლობენ. მეორე მხრივ, ეს იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ერთ ექიმს მაგალითად ონიქოლოგს, ყოველდღიურად უწევს მხოლოდ ფრჩხილზე, ხოლო ტრიქოლოგს _ თმაზე ფოკუსი. თავის მხრივ, დერმატო-ონკოლოგი ღებულობს მხოლოდ ისეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ხალები ან სხვადასხვა წარმონაქმნი, ხოლო აკნესმაგვარი გამონაყარზე ფოკუსირებული სპეციალისტი _ უპირატესად აკნეს. ყოველდღიური მდიდარი პრაქტიკული საქმიანობა კიდევ უფრო მეტად უმაღლებს ექიმს კვალიფიკაციას.
ამ მიდგომის სისწორეში მარტივად დარწმუნდებით, თუ გეტყვით, რომ მაგალითად, მხოლოდ ფრჩხილს 35 დაავადება აქვს. ვერც წარმოიდგენთ თმის იმდენი დაავადება არსებობს, ხოლო ბევრი წარმონაქმნი ძალიან ჰგავს გამონაყარს არადა თავისი შინაარსით არის სიმსივნე.
ანალოგიური მიდგომებით მუშაობს დერმატოლოგიური კლინიკები ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში და ბევრ ქვეყანაში. მათი საქმიანობა გვაჩვენებს, რომ ეს ხედვა ძალიან წარმატებულია და სწორედ ამიტომ ჩვენც ინტენსიურად ვნერგავთ მას.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბევრი დერმატოლოგიური დაავადება მჭიდრო კავშირშია მედიცინის სხვა მიმართულებებთან, მაგალითად ალერგოლოგიასთან, ენდოკრინოლოგიასა და რევმატოლოგიასთან. ამ შემთხვევაში ჩვენ ორივე სპეციალისტის ჩართულობას ვანიჭებთ უპირატესობას.
როგორ ხდება თქვენთან ჩაწერა? რადგან კლინიკა ცენტრების დონეზეა დაყოფილი, როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, კონკრეტულად რომელ ექიმთან ჩაეწეროს?
ჩვენ გვყავს ტრენირებული თანამშრომელი, რომელიც თითოეული ადამიანის ჩაწერისას აკეთებს ერთგვარ დახარისხებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს პაციენტს ამა თუ იმ ვიწრო სპეციალისტთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს არასწორი გადამისამართება და ჩვენმა პაციენტებმა სპეციალისტის შერჩევაში დრო არ დაკარგონ.
მოგვიყევით იმ ბრენდებისა და კომპანიების შესახებ, რომლებსაც დღეს თქვენ წარმოადგენთ საქართველოში
დერმატოონკოლოგიაში ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ციფრულ დერმატოსკოპის. როდესაც პაციენტი შემოდის კლინიკაში მაგალითად, ხალებით ან თმის ცვენის პრობლემით, დერმატოსკოპის გამოყენება გაიდლაინის აუცილებელი ნაწილი ხდება. ამ მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ FotoFinder-ის ერთგვარი ელჩები ვართ საქართველოში. გერმანული მხარე გვაძლევს უფლებას, რომ ამ მიმართულებით ტრენინგებიც ჩავატაროთ.
პოდოლოგიის მიმართულებით, კომპანია „ბეას“ ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. „ბეა“ მსოფლიოში საუკეთესო პოდოლოგიური სისტემების მწარმოებელია. შესაბამისად ჩვენ, უკვე წლებია, ფრჩხილის მოვლის საუკეთესო აპარატებით ვმუშაობთ.
საქართველოში წარმოვადგენთ არაერთ გერმანულ და იტალიურ ბრენდს, რომლებიც შემავსებლებს აწარმოებენ. ზოგადად, ვცდილობთ ყველაფერი გვქონდეს ევროპული და პროგრესული.
რას სთავაზობთ პაციენტებს ონკო-დერმატოლოგიის მიმართულებით?
დერმატოსკოპიული კვლევის შემდეგ, თუ რომელიმე წარმონაქმნი ეჭვს იწვევს, ვაკეთებთ წარმონაქმნის ბიოფსიას. რომელიც არა მხოლოდ დიაგნოსტიკური, არამედ სამკურნალოცაა, რაც ნიშნავს, რომ ძირითადად პაციენტი ერთი ოპერაციით სრულად განკურნებულია. 2 კვირაში მოგვდის ბიოფსიის პასუხი და თუ საჭიროა, ხდება დამატებითი ჩარევა. ყველაფერი ხორციელდება ადგილზე, ადგილობრივი ანესთეზიით და პაციენტი არ ყოვნდება კლინიკაში.
ესთეტიკური დერმატოლოგია დერმატოლოგიის შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელსაც ბევრი არასათანადოდ აფასებს და მხოლოდ კოსმეტოლოგიურ მიმართულებად მიიჩნევს. რეალურად რას გულისხმობს ესთეტიკური დერმატოლოგია და თქვენ რა სერვისები გაქვთ ამ მიმართულებით?
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ესთეტიკა არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც მაგალითად, ტუჩის მოცულობის ზრდას გულისხმობს. ესთეტიკური დერმატოლოგია არის მეცნიერება და არა უბრალოდ ინექციები. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მომსახურება გაგიწიოთ მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც კარგად იცის ამა თუ იმ შემავსებლის ან ბოტულინური ტოქსინის მოქმედების მექანიზმი და სხვა მრავალი დეტალი.
შემავსებელი ანუ ე.წ. ფილერი არის თხევადი იმპლანტი, რომელიც სახის რეკონსტრუქციას აკეთებს და შესაბამისად აახალგაზრდავებს ან აუმჯობესებს გარეგნობას. ეს მიმართულება ჩვენთან ესთეტიკური მედიცინისა და რეგენერაციის ცენტრში ერთიანდება.
სტომატოლოგიამ მიაღწია განვითარების იმ დონეს, რომ მაგალითად, კარიესის გაჩენისთანავე ზედმეტი ფიქრის და კითხვების გარეშე ვიკეთებთ ბჟენს. ასე უნდა ვიქცეოდეთ ფილერთან მიმართებაშიც. როდესაც ვბერდებით და სახე კარგავს მოცულობას, უნდა მოხდეს დანაკლისის შევსება. არ მოგვწონს ნაოჭი ისევე როგორც კარიესი? უნდა მოხდეს მათი პრევენცია.
კლინიკაში რომელი მიმართულება უფრო მოთხოვნადია - ესთეტიკური თუ სამკურნალო?
გვინდა, ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად გააცნობიერონ, რომ ყველა მიმართულების დერმატოლოგიურ სერვისებს ვთავაზობთ. მაგალითად, თუ ჩემთან, ექიმ ილია მესხთან მოდიან ონკო-ქირურგიის მიმართულებით, მინდა მათ იცოდნენ, რომ მე ისევე ინტენსიურად ვმუშაობ ესთეტიკურ დერმატოლოგიაზეც და ჩემთან ბოტოქსსა და ფილერზე მოსვლაც შეუძლიათ.
ჯერ-ჯერობით ასე არ არის, პაციენტი გიცნობს ან ერთი ან მეორე კუთხით. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ „პანდერმაში“ არსებულ ყველა ცენტრს თანაბარი რაოდენობის პაციენტები ჰყავდეს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გვსურს გავფართოვდეთ და ჩვენს კლინიკაში არსებულ თითოეულ ცენტრს თავისი საკუთარი სივრცე ჰქონდეს, თუმცა ამ ეტაპზე ვართ ერთიან სივრცეში.
ასევე, ჩვენი მიზანია მივიღოთ ევროპის დერმატო-ქირურგიის ლიცენზია. ამისთვის გვჭირდება სპეციალური აპარატურა, რომელიც სწრაფი პათოლოგიური დიაგნოსტიკისთვისაა აუცილებელი. შემდეგ ეტაპზე ჩვენთან ჩამოვა სპეციალური კომისია, შეამოწმებენ სამუშაო პროცესს და ქულებით შეგვაფასებენ. მიღებული ქულები კი განსაზღვრავს ლიცენზიის საკითხს. ამ ეტაპზე საქართველოში აღნიშნული ლიცენზია არავის აქვს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ უკრაინას, რომელმაც ლიცენზიის აღება ომის დაწყებამდე მოასწრო.
R