სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინაში საკუთარი ჯარები განათავსოს - სტრამერის განცხადება ევროპელი ლიდერების სამიტამდე
გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინაში საკუთარი ჯარები განათავსოს - სტრამერის განცხადება ევროპელი ლიდერების სამიტამდე

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კირ სტარ­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, მზა­დაა უკ­რა­ი­ნა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად, ბრი­ტა­ნუ­ლი ჯა­რე­ბი გა­ნა­თავ­სოს. ამის შე­სა­ხებ სტარ­მე­რი Daily Telegraph-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წერს.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო მზად არის წამ­ყვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლოს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის დაჩ­ქა­რე­ბა­ში. ეს მო­ი­ცავს უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის შემ­დგომ მხარ­და­ჭე­რას - სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ უკვე აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წე­ლი­წად­ში 3 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე მი­ნი­მუმ 2030 წლამ­დე.

მაგ­რამ ეს ასე­ვე ნიშ­ნავს მზად­ყოფ­ნას, შე­ვი­ტა­ნოთ წვლი­ლი უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ში, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ად­გილ­ზე სა­კუ­თა­რი ჯა­რე­ბის გან­თავ­სე­ბით. ამას მსუ­ბუ­ქად არ ვამ­ბობ. ღრმად ვგრძნობ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რად საფრ­თხის წი­ნა­შე და­ყე­ნე­ბას“, - წერს სტარ­მე­რი.

  • მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში ნე­ბის­მი­ე­რი როლი ხელს უწყობს მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას.

სტარ­მე­რი ხაზს უს­ვამს, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის დას­რუ­ლე­ბა "არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი პა­უ­ზა პუ­ტი­ნის ხე­ლახ­ლა თავ­დას­ხმამ­დე".

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს პა­რიზ­ში, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მოწ­ვე­ვით, ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის სა­მი­ტი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­ზე­დაც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომი­სა და ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. სა­მიტს კირ სტარ­მე­რიც და­ეს­წრე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინაში საკუთარი ჯარები განათავსოს - სტრამერის განცხადება ევროპელი ლიდერების სამიტამდე

გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინაში საკუთარი ჯარები განათავსოს - სტრამერის განცხადება ევროპელი ლიდერების სამიტამდე

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მზადაა უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, ბრიტანული ჯარები განათავსოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

"გაერთიანებული სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას - სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე.

მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით. ამას მსუბუქად არ ვამბობ. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებას“, - წერს სტარმერი.

  • მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ნებისმიერი როლი ხელს უწყობს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიას.

სტარმერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება "არ შეიძლება გახდეს მხოლოდ დროებითი პაუზა პუტინის ხელახლა თავდასხმამდე".

შეგახსენებთ, დღეს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით, ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. სამიტს კირ სტარმერიც დაესწრება.