მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც 2 ადამიანი მოკლა - "ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა დაზიანებები"
ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც 2 ადამიანი მოკლა - "ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა დაზიანებები"

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს თბი­ლი­სის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თხმად დამ­ნა­შა­ვედ ცნო.ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს, რომ ბრალ­დე­ბულ­სა და მის მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ და­ზა­რა­ლე­ბულს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­დათ.

"2024 წლის 5 ივ­ნისს, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­უ­საფ­რდა და­ზა­რა­ლე­ბულს და რო­დე­საც ის მე­გო­ბარ­თან ერ­თად სახ­ლში აპი­რებ­და შეს­ვლას, ორი­ვეს ჯერ ჩა­ქუ­ჩით, შემ­დეგ კი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ლ“ ქვე­პუნ­ქტით (ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მიერ ერ­თხმად გა­მო­ტა­ნი­ლი ვერ­დიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც 2 ადამიანი მოკლა - "ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა დაზიანებები"

ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს მამაკაცს, რომელმაც 2 ადამიანი მოკლა - "ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა დაზიანებები"

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულსა და მის მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს, რამდენიმე წლის წინ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდათ.

"2024 წლის 5 ივნისს, ბრალდებული ჩაუსაფრდა დაზარალებულს და როდესაც ის მეგობართან ერთად სახლში აპირებდა შესვლას, ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.