მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში“ - შალვა პაპუაშვილი
“49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში“ - შალვა პაპუაშვილი

“49 “ნაცს“ შე­უ­წყდა მან­და­ტი, დარ­ჩა 12 “სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნაცი“ პარ­ლა­მენ­ტში“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, “ეს არის ზუს­ტად ის, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათ სა­კუ­თა­რი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღე“.

  • “49 “ნაცს“ შე­უ­წყდა მან­და­ტი, დარ­ჩა 12 “სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ნაცი“ პარ­ლა­მენ­ტში. ვნა­ხოთ, რას გა­ა­კე­თე­ბენ ისი­ნი. მაგ­რამ ეს არის ზუს­ტად ის, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათ სა­კუ­თა­რი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღეს. ვამ­ბობ­დით: “ერთ მდი­ნა­რე­ში ორ­ჯერ არა­ვინ შე­დის“ - ამათ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მე­ო­რე­ჯერ შე­სუ­ლიყ­ვნენ იგი­ვე მდი­ნა­რე­ში და ნა­ხეთ, რაც და­ე­მარ­თათ ამ ქცე­ვით“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

კი­თხვას, რო­მე­ლიც პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ მან­და­ტე­ბის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას შე­ე­ხე­ბო­და, პა­პუ­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს მათი ინ­ტე­რე­სის სფე­რო არ არის, თუმ­ცა თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტია და­ტო­ვე­ბას გა­და­წყვეტს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას “ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­ე­სალ­მე­ბი­ან“.

“ეს არ არის ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო. რაც შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია ის არის, რომ 12 “ნაცი“ დარ­ჩა პარ­ლა­მენ­ტში. თუკი გა­და­წყვე­ტენ, რომ და­ტო­ვონ, რა თქმა უნდა, მი­ვე­სალ­მე­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რად“, - გან­მარ­ტა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ და “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რებს - ჯამ­ში, 49 დე­პუ­ტატს სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა. პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მან­და­ტე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე მათი პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბი გახ­და, რომ­ლი­თაც პარ­ლა­მენტს გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­მარ­თეს.

პარ­ლა­მენ­ტში 12 მან­და­ტით რჩე­ბა პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სხვა პარ­ტი­ე­ბის მსგავ­სად, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად აცხა­დებს და სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე მათ გან­ცხა­დე­ბა არ და­უ­წე­რი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

“49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში“ - შალვა პაპუაშვილი

“49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში“ - შალვა პაპუაშვილი

“49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღე“.

  • “49 “ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 “სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში. ვნახოთ, რას გააკეთებენ ისინი. მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით: “ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის“ - ამათმა გადაწყვიტეს, რომ მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ ამ ქცევით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვას, რომელიც პარტია “გახარია საქართველოს“ მიერ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მიმართვას შეეხებოდა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს მათი ინტერესის სფერო არ არის, თუმცა თუ აღნიშნული პარტია დატოვებას გადაწყვეტს, ამ გადაწყვეტილებას “ყველანაირად მიესალმებიან“.

“ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო. რაც შემაწუხებელია ის არის, რომ 12 “ნაცი“ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველანაირად“, - განმარტა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, “კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია “გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.