პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ" - ბაჩიაშვილი
"მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ" - ბაჩიაშვილი

ეს პრო­ცე­სი არის ერთი დიდი ცირ­კი და ივა­ნიშ­ვი­ლის სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია იმის­თვის, რომ დი­დძა­ლი თან­ხა გა­მომ­ძა­ლოს, - ამის შე­სა­ხებ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა თა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნება რომ იყოს, სა­სა­მარ­თლოს სა­ერ­თოდ არ ჩა­ა­ტა­რებ­და და პირ­და­პირ ცი­ხე­ში გა­უშ­ვებ­და.

„ბო­ლომ­დე რომ ამა­თი ნება იყოს, სა­ერ­თოდ არ ჩა­ა­ტა­რებ­დნენ ამ სხდო­მებს და პირ­და­პირ ცი­ხე­ში გა­მიშ­ვებ­დნენ. უბ­რა­ლოდ, ივა­ნიშ­ვილს მა­ინც უნდა, რომ ფორ­მა­ლო­ბა და­იც­ვას, ხალ­ხს მო­აჩ­ვე­ნოს, თით­ქოს ამ შე­ნო­ბა­ში რა­ღაც ხდე­ბა და სა­მარ­თალ­თან ახ­ლოს აქვს საქ­მე ამ შე­ნო­ბას და მის რე­ჟიმს. ამი­ტომ, ყვე­ლა­ფე­რი არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, არა­ფე­რი გა­გიკ­ვირ­დეთ. ეს პრო­ცე­სი არის ერთი დიდი ცირ­კი და ივა­ნიშ­ვი­ლის სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია იმის­თვის, რომ დი­დძა­ლი თან­ხა გა­მომ­ძა­ლოს“,- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს 150-კა­ცი­ა­ნი სია, რო­მე­ლიც ან უნდა და­ა­პა­ტიმ­რონ ან ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვონ. ბა­ჩი­აშ­ვი­ლი არ ასა­ხე­ლებს, სა­ი­დან აქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა ბინ­ძურ მე­თოდს მი­მარ­თავს.

"ამ სი­ა­ზე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია. ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, სა­ი­დან მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა, შიგ­ნი­დან არის. მი­დის მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ ბო­ლომ­დე გა­მო­ავ­ლი­ნონ ის ხალ­ხი, ვისი და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­შიც, მათი აზ­რით, სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი ჩა­იხ­შო­ბა. სი­ა­ში არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც, აქ­ტი­ვის­ტე­ბიც, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, კულ­ტუ­რის სფე­როს მოღ­ვა­წე­ე­ბიც. ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც დღეს ამ პრო­ტეს­ტის სა­ხეა, მაგ­რამ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არ უნდა და­ა­კა­ვონ, ყო­ველ­თვის ახა­ლი ხალ­ხი წა­მო­ი­წევს ზე­და­პირ­ზე იმი­ტომ, რომ ეს არის სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი. აქ არა­ვის არც ფულს უხ­დი­ან და არც არა­ვინ ფუ­ლის გამო არ დგას, ყვე­ლა სა­კუ­თარ ფა­სე­უ­ლო­ბებს იცავს. ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რე მზად­დე­ბა, მათ შო­რის „საქ­მე­ე­ბი იკე­რე­ბა“. მზად­დე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბიც. არა­ერ­თი პრო­ვო­კა­ცია ვნა­ხეთ, მათ შო­რის, ყვე­ლა ძა­ლის­მი­ერ მე­თოდ­ზე არის სა­უ­ბა­რი: და­ში­ნე­ბა, დევ­ნა, მოს­ყიდ­ვა. რა­საც კი შეძ­ლებს, ეს რე­ჟი­მი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

"მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ" - ბაჩიაშვილი

"მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ" - ბაჩიაშვილი

ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნება რომ იყოს, სასამართლოს საერთოდ არ ჩაატარებდა და პირდაპირ ციხეში გაუშვებდა.

„ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი არის მოსალოდნელი, არაფერი გაგიკვირდეთ. ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ. ბაჩიაშვილი არ ასახელებს, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს.

"ამ სიაზე მაქვს ინფორმაცია. ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა, მაგრამ რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე იმიტომ, რომ ეს არის საყოველთაო პროტესტი. აქ არავის არც ფულს უხდიან და არც არავინ ფულის გამო არ დგას, ყველა საკუთარ ფასეულობებს იცავს. ყველანაირი სიბინძურე მზადდება, მათ შორის „საქმეები იკერება“. მზადდება პროვოკაციებიც. არაერთი პროვოკაცია ვნახეთ, მათ შორის, ყველა ძალისმიერ მეთოდზე არის საუბარი: დაშინება, დევნა, მოსყიდვა. რასაც კი შეძლებს, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.