სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი" - კალაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე
"ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი" - კალაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე

ეს იყო ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, ყო­ველ­თვის და­ვი­ცავთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას - ჩვენ ბოლო თვე­ე­ბი­სა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ - ყველ­გან ბრი­უ­სე­ლის ბი­უ­როკ­რა­ტია, არ­სად სა­მარ­თა­ლი, - ასე შე­ა­ფა­სა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მისი თქმით, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი არი­ან და არა­ვის მის­ცე­მენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ა­ყე­ნოს შე­უ­რა­ცხყო­ფა, ყო­ველ­თვის აშან­ტა­ჟოს და გა­კეთ­დეს ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ტყუ­ილ­ზე და სიც­რუ­ე­ზე.

„ეს არის ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი. ჩვენ კი­დევ ერთხელ ვაჩ­ვე­ნებთ ყვე­ლას რომ ვართ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი ვართ და არა­ვის მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნოს, ყო­ველ­თვის გვა­შან­ტა­ჟოს და გა­კეთ­დეს ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ტყუ­ილ­ზე და სიც­რუ­ე­ზე. ჩვენ ბოლო თვე­ე­ბი­სა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ - ყველ­გან ბრი­უ­სე­ლის ბი­უ­როკ­რა­ტია, არ­სად სა­მარ­თა­ლი. ეს არის დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა და არა­ვის მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით და მიზ­ნე­ბით აშან­ტა­ჟოს და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს. ეს იყო ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი და ყო­ველ­თვის და­ვი­ცავთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს ყვე­ლამ - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იქ­ნე­ბა ეს ბრი­უ­სე­ლი თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვე­ყა­ნა, პა­ტი­ვი უნდა სცეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თველ ხალ­ხს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ბოლო დროს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­გობ­რო­ბას და პარტნი­ო­რო­ბას აც­დე­ნი­ლია.

„ჩვენ არა­ერ­თხელ გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მზად ვართ მე­გობ­რო­ბის­თვის, პარტნი­ო­რო­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რჯერ გა­მო­ი­ცა­და, რომ არის ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა. ამის მა­გა­ლი­თის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ რა­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ, რა გან­ცხა­დე­ბე­ბიც კეთ­დე­ბა, ეს ყვე­ლა­ფერს - მე­გობ­რო­ბა­საც და პარტნი­ო­რო­ბა­საც აც­დე­ნი­ლია. ეს პირ­და­პირ უსა­მარ­თლო­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, დე­ლე­გა­ცი­ის გა­მოს­ვლა არ ნიშ­ნავს იმ გზის გა­დახ­ვე­ვას, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი.

„ბოლო თვე­ე­ბი­სა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრი­უ­სე­ლის მხრი­დან ვხე­დავთ იმ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის მხრი­დან უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და გან­ცხა­დე­ბებს. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბით. შე­იც­ვლე­ბა ეს ბი­უ­როკ­რა­ტია, რო­მელ­საც უდი­დე­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა სა­ქარ­თვე­ლოს მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

134 დე­პუ­ტა­ტი­დან რე­ზო­ლუ­ცი­ას 114-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 13 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო 7-მა თავი შე­ი­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში მუ­შა­ო­ბას წყვეტს.

რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბი­სას გან­მარ­ტა, დო­კუ­მენ­ტის „არა­ერ­თი დათ­ქმა მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან უსა­მარ­თლო და სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი" - კალაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე

"ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი" - კალაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე

ეს იყო ღირსეული ნაბიჯი, ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას - ჩვენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ისინი თავისუფლების მოყვარული ხალხი არიან და არავის მისცემენ შესაძლებლობას, მიაყენოს შეურაცხყოფა, ყოველთვის აშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე.

„ეს არის ღირსეული ნაბიჯი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას რომ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე. ჩვენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის მიეცემა საშუალება ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზებით და მიზნებით აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ - არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბრიუსელი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მეგობრობას და პარტნიორობას აცდენილია.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. საქართველო ბევრჯერ გამოიცადა, რომ არის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. ამის მაგალითისთვის კონკრეტული პროექტები არსებობს, მაგრამ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რა განცხადებებიც კეთდება, ეს ყველაფერს - მეგობრობასაც და პარტნიორობასაც აცდენილია. ეს პირდაპირ უსამართლობაა“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, დელეგაციის გამოსვლა არ ნიშნავს იმ გზის გადახვევას, რომელიც „ქართული ოცნებას“ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით აქვს გაცხადებული.

„ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ იმ კორუმპირებული ბიუროკრატიის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებს და განცხადებებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ შეიცვლება დღევანდელ მსოფლიოში ტრამპის გაპრეზიდენტებით. შეიცვლება ეს ბიუროკრატია, რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

როგორც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გაჟღერებისას განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.