სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა: "შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“ - კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
"შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა: "შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“ - კახა კალაძე მზია ამაღლობელზე

"შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს ყვე­ლას, გა­მო­სუ­ლი­ყო [მზია ამაღ­ლო­ბე­ლი] და ეთ­ქვა - შეც­დო­მა და­ვუშ­ვი და მა­პა­ტი­ეთ - პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა, ხე­ლის დარ­ტყმა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც "ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • მი­სი­ვე თქმით, მზია ამაღ­ლო­ბელ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი.

"მინ­და მზია ამაღ­ლო­ბელს ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო და ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს. ერთი მარ­ტი­ვი შე­კი­თხვა მაქვს, რის გა­მოა და­კა­ვე­ბუ­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი? პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა, ხე­ლის დარ­ტყმა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ხომ? შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს ყვე­ლას, შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა და­უშ­ვას ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ყვე­ლას მოგ­ვსვლია შეც­დო­მა. ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, ხომ და­ნა­შა­უ­ლია როცა პო­ლი­ცი­ელს ურტყამ ხელს?! არ მახ­სოვს, არ მო­მის­მე­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვის მო­უს­მე­ნია, თუნ­დაც სი­ნა­ნუ­ლი. გა­მო­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვა ადა­მი­ა­ნუ­რად - შეც­დო­მა და­ვუს­ვი და მა­პა­ტი­ეთ. მო­გის­მე­ნი­ათ ეს? ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე არის ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი. მინ­და შსს-ს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა, ვინც იცავს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, ვინც იცავს წეს­რიგს ქვე­ყა­ნა­ში და არა­ვის მი­ე­ცე­მა იმის უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მო­ა­წყოს არე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­რე­დან იმარ­თე­ბა.

როცა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ლაჩ­რუ­ლად მი­ე­პა­რა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს და მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, არ მახ­სოვს რო­მე­ლი­მე ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან ვინ­მე გა­მო­სუ­ლი­ყო და ეს და­ეგ­მო. თქვენ ხართ ფა­რი­სევ­ლე­ბი! თქვენ არც ამ ქალ­ბა­ტო­ნის ბედი არ გა­ღელ­ვებთ და არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, იმი­ტომ, რომ ხართ ფა­შის­ტე­ბი და რა­დი­კა­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი მე-18 დღეა შიმ­ში­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა: "შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“ - კახა კალაძე მზია ამაღლობელზე

"შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა: "შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“ - კახა კალაძე მზია ამაღლობელზე

"შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო [მზია ამაღლობელი] და ეთქვა - შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ - პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა.

  • მისივე თქმით, მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული.

"მინდა მზია ამაღლობელს ჯანმრთელობა ვუსურვო და ნებისმიერ პატიმარს. ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს, რის გამოა დაკავებული მზია ამაღლობელი? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანები ვართ, ხომ? შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, შეიძლება შეცდომა დაუშვას ნებისმიერმა ადამიანმა, ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია როცა პოლიციელს ურტყამ ხელს?! არ მახსოვს, არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია, თუნდაც სინანული. გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად - შეცდომა დავუსვი და მაპატიეთ. მოგისმენიათ ეს? ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში და არავის მიეცემა იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ მოაწყოს არეულობა, რომელიც გარედან იმართება.

როცა ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მახსოვს რომელიმე ჟურნალისტისგან, პოლიტიკოსებიდან ვინმე გამოსულიყო და ეს დაეგმო. თქვენ ხართ ფარისევლები! თქვენ არც ამ ქალბატონის ბედი არ გაღელვებთ და არ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ხართ ფაშისტები და რადიკალები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი მე-18 დღეა შიმშილობს.