საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამ შვილებისა და მეუღლის დაღუპვის ამბავი ემიგრაციაში გაიგო" - ტრაგედია კახეთში: რას ჰყვებიან ავარიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები
"დედამ შვილებისა და მეუღლის დაღუპვის ამბავი ემიგრაციაში გაიგო" - ტრაგედია კახეთში: რას ჰყვებიან ავარიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და დღეს კა­ხეთ­ში. ბა­კურ­ცი­ხე - თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, ბარ­ჯის­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ოჯა­ხის სამი წევ­რი ემსხვერ­პლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ტრა­ი­ლე­რის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მო­ცურ­და და მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნებს და­ე­ცა. შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლი და მათი ვა­ჟე­ბი და­ვით და ნიკა ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი, ასე­ვე რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლის ქვის­ლი და­ვით ჭუ­ა­ძე. რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი და ჭუ­ა­ძე გურ­ჯა­ან­ში მი­დი­ოდ­ნენ.

ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი ახ­შა­ნი­დან (სო­ფე­ლი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში (ქის­ტა­უ­რის თემი) იყ­ვნენ.

"გურ­ჯა­ან­ში მიჰ­ყავ­და დათო ჭუ­ა­ძეს ქვის­ლი სა­ო­პე­რა­ცი­ოდ, სწო­რედ ამ დროს მოხ­და ავა­რია. სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ" - გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი და­თოს და ნი­კას დე­დამ ემიგ­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტყო.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ხდე­ბა. მამა და მისი ორი ვაჟი და­ი­ღუ­პა და ეს ამ­ბა­ვი ბი­ჭე­ბის დე­დამ ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­გო. იტა­ლი­ა­შია წა­სუ­ლი. მო­ნატ­რე­ბულ შვი­ლებს და მე­უღ­ლეს ცო­ცხლებს ვერ ჩა­ე­ხუ­ტა. ბი­ჭე­ბის გარ­და ერთი გოგო დარ­ჩა ხა­თოს. ყვე­ლა სი­ტყვა უძ­ლუ­რია ამ ტრა­გე­დი­ას­თან" - ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი.

ბა­კურ­ცი­ხე - თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"დედამ შვილებისა და მეუღლის დაღუპვის ამბავი ემიგრაციაში გაიგო" - ტრაგედია კახეთში: რას ჰყვებიან ავარიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები

"დედამ შვილებისა და მეუღლის დაღუპვის ამბავი ემიგრაციაში გაიგო" - ტრაგედია კახეთში: რას ჰყვებიან ავარიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები

ტრაგედია დატრიალდა დღეს კახეთში. ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • გარდაცვლილები არიან რომან ოსიტაშვილი და მათი ვაჟები დავით და ნიკა ოსიტაშვილები, ასევე რომან ოსიტაშვილის ქვისლი დავით ჭუაძე. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ოსიტაშვილების ახლობლები უყვებიან, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ოსიტაშვილები და ჭუაძე გურჯაანში მიდიოდნენ.

ოსიტაშვილები ახშანიდან (სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემი) იყვნენ.

"გურჯაანში მიჰყავდა დათო ჭუაძეს ქვისლი საოპერაციოდ, სწორედ ამ დროს მოხდა ავარია. საუბარიც მიჭირს, ვერაფერს ვამბობ" - გვიყვებიან ახლობლები.

უმძიმესი ამბავი დათოს და ნიკას დედამ ემიგრაციაში შეიტყო.

"საშინელი ამბავი ხდება. მამა და მისი ორი ვაჟი დაიღუპა და ეს ამბავი ბიჭების დედამ ემიგრაციაში გაიგო. იტალიაშია წასული. მონატრებულ შვილებს და მეუღლეს ცოცხლებს ვერ ჩაეხუტა. ბიჭების გარდა ერთი გოგო დარჩა ხათოს. ყველა სიტყვა უძლურია ამ ტრაგედიასთან" - ამბობენ გარდაცვლილი ოსიტაშვილების ახლობლები.

ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიაზე გამოძიება უკვე დაიწყო.

წაიკითხეთ ასევე: