საქართველოში ლოზუნგით - "იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას შეუერთდნენ კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.
გაფიცულ კომპანიებს შორის არის "მაკდონალდსი საქართველო", რომლის გენერალურმა დირექტორმა დღეს აღნიშნა, რომ ხელისუფლება დროულად უნდა მიხვდეს საკუთარ ნაბიჯებს, რადგან მიმდინარე პროცესები, არცერთ ბიზნესზე დადებითად არ აისახება.
"თავისუფალი ცხოვრება გვინდა. დღეს მთელი ოფისი გამოსული ვართ გარეთ, ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას. ყველა თანამშრომელს ვუთხარით, რისი სურვილიც ჰქონდათ, ისე მოქცეულიყვნენ. არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა დაახევინებს უკან, ზოგადად რა პრინციპები, რა მორალი აქვთ, მაგრამ ჩვენ ვიძახით და ვაკეთებთ რაც გასაკეთებელია.
ხელისუფლება ალბათ დროულად უნდა მიხვდეს თავის ნაბიჯებს. მიმდინარე პროცესები დადებითად არცერთ სფეროზე, არცერთ ადამიანზე, არცერთ ბიზნესზე არ აისახება. იმედია ვიღაც ამას ყველაფერს ღრმა ანალიზს გაუკეთებს და სწორ ნაბიჯებს გადადგამს ადრე თუ გვიან,“ - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ნახეთ ასევე: