საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
"სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს აფგან სა­დი­გო­ვის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სტრა­დი­ცია აუკ­რძა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი“ ავ­რცე­ლებს.

  • "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი“ მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და ანრი ოხა­ნაშ­ვილს, ჯე­როვ­ნად აღას­რუ­ლონ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2025 წლის 14 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ და­უშ­ვან აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ამ მიზ­ნით მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა, მათ შო­რის, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან დრო­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია.

ასე­ვე ცენ­ტრი მო­უ­წო­დებს უწყე­ბას, არ და­უშ­ვან აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­ცია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­დაც მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს, და უპი­რო­ბოდ და­იც­ვან სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში.

„დღეს, 2025 წლის 15 იან­ვარს, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და­ვით ახალ­ბე­დაშ­ვილ­მა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა აფგან სა­დი­გო­ვის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მის­თვის ლტოლ­ვი­ლის ან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უა­რის თქმას ეხე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო იყო უკა­ნას­კნე­ლი ინ­სტან­ცია, რო­მელ­საც დევ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და რე­დაქ­ტო­რის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა შე­ეძ­ლო. ამით, აფგან სა­დი­გო­ვის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა და­ას­რუ­ლეს. სამ­წუ­ხა­როდ, მათ არ აღ­მო­აჩ­ნდათ სა­თა­ნა­დო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც დევ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას გახ­დი­და შე­საძ­ლე­ბელს.

ამ კონ­ტექ­სტში, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრმა 2025 წლის 10 იან­ვარს (მა­ნამ­დე კი 2024 წლის 9 დე­კემ­ბერს) მი­მარ­თა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს და სა­სა­მარ­თლო რეგ­ლა­მენ­ტის 39-ე წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­თხო­ვა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის (Interim measure) გა­მო­ყე­ნე­ბა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა. ეს მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც არ­სე­ბობს უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის მა­ღა­ლი და შე­უქ­ცე­ვა­დი რის­კი და სა­ჭი­რო ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კონ­ვენ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და 2025 წლის 14 იან­ვარს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­უ­თი­თა, რომ მხა­რე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მის წი­ნა­შე სა­თა­ნა­დო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის წარ­მარ­თვის­თვის, სა­სა­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტის 39-ე წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, აფგან სა­დი­გო­ვი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­დან მე-7 დღემ­დე არ უნდა გა­და­ე­ცეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კას. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე მი­უ­თი­თა, რომ სა­ჩი­ვარს 41-ე წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მი­ე­ნი­ჭოს პრი­ო­რი­ტე­ტი.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს შუ­ა­ლე­დუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის დო­ნე­ზე ჯერ კი­დევ არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვა. ამას­თან, არ­სე­ბობ­და თე­ო­რი­უ­ლი შან­სი, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა აფგან სა­დი­გო­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა. ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო არ შე­იჭ­რა ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში და და­ე­ლო­და ეროვ­ნუ­ლი დო­ნე­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ბო­ლომ­დე ამო­წურ­ვას. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ საქ­მე­ზე ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებს.

ამ წუ­თებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი აგ­ზავ­ნის წე­რილს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ ვი­თხოვთ, დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს აფგან სა­დი­გო­ვის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის და­უშ­ვებ­ლო­ბას, სა­ნამ ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ამ საქ­მე­ზე არ­სე­ბით და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის“ შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 34-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს პი­რის ექ­სტრა­დი­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანრი ოხა­ნაშ­ვილს ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია. თუმ­ცა, ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ საქ­მე­ზე, რო­მელ­საც აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი აქვს, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და შე­ა­ჩე­რა აფგან სა­დი­გო­ვის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სტრა­დი­ცია. ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო აღ­მოჩ­ნდა ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­მაც ამ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ორი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა შე­ა­ჩე­რა.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და ანრი ოხა­ნაშ­ვილს:

ჯე­როვ­ნად აღას­რუ­ლონ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2025 წლის 14 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ და­უშ­ვან აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ამ მიზ­ნით მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა, მათ შო­რის, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან დრო­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია.

არ და­უშ­ვან აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­ცია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­დაც მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს, და უპი­რო­ბოდ და­იც­ვან სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში.

დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის სა­კი­თხზე ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­აწ­ვდის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

"სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა" - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

  • "სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ანრი ოხანაშვილს, ჯეროვნად აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, ამ მიზნით მიიღონ ყველა ზომა, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დროული კოორდინაცია.

ასევე ცენტრი მოუწოდებს უწყებას, არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს, და უპირობოდ დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში.

„დღეს, 2025 წლის 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა. აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო. ამით, აფგან სადიგოვის საქმის განხილვა საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა დაასრულეს. სამწუხაროდ, მათ არ აღმოაჩნდათ სათანადო დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება, რომელიც დევნილი ჟურნალისტის აბსოლუტური უფლებების დაცვას გახდიდა შესაძლებელს.

ამ კონტექსტში, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს (მანამდე კი 2024 წლის 9 დეკემბერს) მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენება და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება. ეს მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების შეჩერება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს 41-ე წესის საფუძველზე უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

ეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული სასამართლოების დონეზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საქმის განხილვა. ამასთან, არსებობდა თეორიული შანსი, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. ევროპული სასამართლო არ შეიჭრა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში და დაელოდა ეროვნული დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ბოლომდე ამოწურვას. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე ევროპული სასამართლო სწორედ ეროვნული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს.

ამ წუთებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგზავნის წერილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ ვითხოვთ, დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადის გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის“ შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს პირის ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეუძლია მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება საერთაშორისო ვალდებულებებისა და ჰუმანიტარული მიზნების გათვალისწინებით. როგორც ცნობილია, ანრი ოხანაშვილს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეზე, რომელსაც აშკარად გამოხატული პოლიტიკური კონტექსტი აქვს, ანრი ოხანაშვილი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და შეაჩერა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელმაც ამ კრიზისულ სიტუაციაში ორი ხელისუფლების მიერ ადამიანის აბსოლუტური უფლებების დარღვევა შეაჩერა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ანრი ოხანაშვილს:

ჯეროვნად აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, ამ მიზნით მიიღონ ყველა ზომა, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დროული კოორდინაცია.

არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს, და უპირობოდ დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში.

დროებითი ღონისძიების გახანგრძლივების საკითხზე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწვდის.