საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა - ასევე, არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - საია
"ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა - ასევე, არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - საია

საია ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვს.

  • რო­გორც სა­ი­ას თავ­მჯდო­მა­რემ ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მან დღეს "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა" და "ნეთ­გა­ზე­თის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა და და­ეს­წრო მისი გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძის თქმით, მზია ამაღ­ლო­ბელ­მა დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ეზო­სა და გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ეპი­ზო­დებ­ზე.

რო­გორც სა­ი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, „მისი და­კა­ვე­ბის შემ­დგომ, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ხოლო შემ­დგომ, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­ე­ცა­და მას ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბო­და, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შეძ­ლეს ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის შე­კა­ვე­ბა და მისი ოთა­ხი­დან გაყ­ვა­ნა“.

„დღეს რუს­თა­ვის #5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ი­ას თავ­მჯდო­მა­რემ ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა" და "ნეთ­გა­ზე­თის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მზია ამაღ­ლო­ბე­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა და და­ეს­წრო მისი გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

მზია ამაღ­ლო­ბელ­მა დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ეზო­სა და გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბა­ში მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ეპი­ზო­დებ­ზე. მისი და­კა­ვე­ბის შემ­დგომ, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ხოლო შემ­დგომ, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­ე­ცა­და მას ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბო­და, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შეძ­ლეს ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძის შე­კა­ვე­ბა და მისი ოთა­ხი­დან გაყ­ვა­ნა. ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვი­და ოთახ­ში და აგ­რძე­ლებ­და აგ­რე­სი­ულ მო­პყრო­ბას მის მი­მართ, ერთ-ერთი ასე­თი შეს­ვლი­სას, მან მზია ამაღ­ლო­ბელს სა­ხე­ში შე­ა­ფურ­თხა. ასე­ვე, მისი ბრა­ძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მზია ამაღ­ლო­ბელს გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ეძ­ლე­ო­და წყლის და­ლე­ვის და სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

საია მო­უ­წო­დებს:

სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძე­ბო სამ­სა­ხურს დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტი, სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­უ­ჩერ­დეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძეს“,- აღ­ნიშ­ნა ქურ­დო­ვა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა - ასევე, არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - საია

"ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა - ასევე, არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება" - საია

საია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

  • როგორც საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, მან დღეს ,,ბათუმელებისა" და ,,ნეთგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

როგორც საიაში განმარტავენ, „მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა“.

„დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ,,ბათუმელებისა" და ,,ნეთგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

საია მოუწოდებს:

სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს“,- აღნიშნა ქურდოვანიძემ.