პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოლიდარობა გიორგი გახარიას - დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე, ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ" - გიგი უგულავა
"სოლიდარობა გიორგი გახარიას - დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე, ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ" - გიგი უგულავა

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გიგი უგუ­ლა­ვა პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა.

უგუ­ლა­ვამ გა­ხა­რი­ას სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

„სო­ლი­და­რო­ბა და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. ღამე მას თავს „ქოც/რუს/ზონ­დერ“ დე­პუ­ტა­ტე­ბი და­ესხნენ.

აქვე ვი­ტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ რას აკე­თებ­და ადრე. გა­ხა­რია იყო შს მი­ნის­ტრი, როცა მე და გოკა გა­ბაშ­ვილს აე­რო­პორ­ტში „ზონ­დერ“ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი დაგ­ვეც­ნენ, ხოლო შსს-მ საქ­მე ჩემ­ზე აღ­ძრა, თით­ქოს, მე ვცე­მე ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი. ცოდ­ვე­ბი ჩვენც ბევ­რი გვაქვს და მას მხო­ლოდ ბრძო­ლით თუ გა­მო­ვას­წო­რებთ.

იქეთ რუ­სის ზომ­ბე­ბი არი­ან. აქეთ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რი, ცუ­დიც, კარ­გიც. მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი თა­ნად­გო­მით გა­დავ­რჩე­ბით და გა­ვი­მარ­ჯვებთ,“ - წერს უგუ­ლა­ვა.

ცნო­ბის­თვის, „გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­თუმ­ში თავს და­ესხნენ. თავ­დას­ხმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს­ზე წუ­ხელ, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" მოხ­და. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ტო­ვა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს.

გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"სოლიდარობა გიორგი გახარიას - დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე, ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ" - გიგი უგულავა

"სოლიდარობა გიორგი გახარიას - დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე, ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ" - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.

უგულავამ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა.

„სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს „ქოც/რუს/ზონდერ“ დეპუტატები დაესხნენ.

აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში „ზონდერ“ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს, მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ.

იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ, ყველანაირი, ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ,“ - წერს უგულავა.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.