პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს - მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება" - ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე
"პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს - მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება" - ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე

"გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რის, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ად­გილ­ზე, სა­დაც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თავს და­ესხნენ, პე­რი­მეტ­რი გან­ზრახ არ იყო და­ცუ­ლი, პო­ლი­ცია კი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და და „ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს“.

რო­გორც მეზვრიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა უკვე იკ­ვე­თე­ბა.

„და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე პე­რი­მეტ­რი რომ გან­ზრახ არ იყო და­ცუ­ლი და პო­ლი­ცია დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს.

ვე­სა­უბ­რე გა­მომ­ძი­ე­ბელს და მა­თი­ვე ინ­ტე­რეს­შია, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფე­რი ამო­ი­ღონ (რაც სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია), თა­ვის კა­მე­რე­ბი­ა­ნად.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა უკვე იკ­ვე­თე­ბა. ამი­ტომ, მო­უ­წევთ ესეც გა­მო­ი­ძი­ონ და ამ­ტკი­ცონ, რომ არ გა­უ­ნად­გუ­რე­ბი­ათ“,- წერს მეზვრიშ­ვი­ლი.

„გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­თუმ­ში თავს და­ესხნენ. თავ­დას­ხმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს­ზე წუ­ხელ, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" მოხ­და. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ტო­ვა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს.

გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს - მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება" - ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე

"პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს - მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება" - ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე

"გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და „ამის მტკიცებულება არსებობს“.

როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება.

„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს.

ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.

მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ გაუნადგურებიათ“,- წერს მეზვრიშვილი.

„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.