სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია 9 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია 9 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს - და­კა­ვე­ბუ­ლია 9 პირი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.ნ. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 12 ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს, ლა­გო­დე­ხის, ყვარ­ლის, დე­დოფ­ლის­წყა­როს და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 4 პირი: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.ბ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.შ. და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ვ. და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია: 3 ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი, 4 მჭი­დი, 77 ვაზ­ნა და 1 ხელ­ყუმ­ბა­რა.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ა.ო. -ს პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, 41 ვაზ­ნა და მჭი­დი.

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ე.-ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 15 ვაზ­ნა და მჭი­დი.

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მარ­ნე­ულ­ში, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ჰ.-ს დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 10 ვაზ­ნა და მჭი­დი.

შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 15 ვაზ­ნა ამო­ი­ღო.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია 9 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - დაკავებულია 9 პირი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 12 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი: 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.ბ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ., 1974 წელს დაბადებული დ.შ. და 1973 წელს დაბადებული ე.ვ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ო. -ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 41 ვაზნა და მჭიდი.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ო.ე.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 15 ვაზნა და მჭიდი.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულში, უცხო ქვეყნის მოქალაქის 2001 წელს დაბადებული დ.ჰ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ვაზნა და მჭიდი.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 15 ვაზნა ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.